1. ცენტრი ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ ცენტრის ინფორმირებიდან ან ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

2. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ავტორიზაციის განაცხადის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

3. ვიზიტის განხორციელებამდე ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის ავტორიზაციის  განაცხადს, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების სტატუსის მაძიებლის არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულების სტატუსის მაძიებელს დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.

4. დაწესებულების სტატუსის მაძიებელი  უფლებამოსილია ამ წესის მე-16  მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები ავტორიზაციის  განაცხადში ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.  ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აგრეთვე შესაბამისი დოკუმენტი.  აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულების სტატუსის მაძიებელმა უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ ავტორიზაციის  განაცხადში განხორციელებული ცვლილებები ექსპერტთა ჯგუფის მიერ არ მიიღება მხედველობაში, გარდა ამ წესის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის