ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;

ბ) ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა;

გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

დ) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;

ე) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა;

ვ) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა;

ზ) გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება.

2. ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებლად ცნობიდან 90 დღის განმავლობაშ