სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
დაწესებულების საკუთრებაში ან მფლობელობაში აქვს
მატერიალური რესურსი, რომელიც
გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული
მიზნების რეალიზაციისათვის და
შეესაბამება საგანმანათლებლო და კვლევით
პროგრამებ
ს, მათ შორის:
ა.ა) ერთ მისამართზე 700 კვ.მ შენობა-ნაგებობათა საერთო ფართი;
ა.ბ) სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ფართი, მათ შორის
შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კომპიუტერები;
ბ) დაწესებულების სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები უზრუნველყოფს დაწესებულების მისიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას;
გ) დაწესებულებაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;
დ) დაწესებულებაში დაცულია პერსონალისა და სტუდენტთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:
დ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
დ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
დ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
დ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები.
ე) დაწესებულებას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის;
ვ)
მატერიალური რესურსი, მათ შორის,საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კომპიუტერები და ინტერნეტი ხელმისაწვდომია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის;
ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები გამოიყენება საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში, ასევე დაწესებულების მართვაში;
თ)
დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში)
მითითებულ ლიტერატურას, ასევე უზრუნველყოფილია საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში ჩართულობა
;
ი)
დაწესებულებაში არსებობს ბიბლიოთეკის კატალოგი, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებ
ი და აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი;
კ)
დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა;
ლ) ვებგვერდი
ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას, მასზე განთავსებულია საკონტაქტო და ასევე სტანდარტებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დაწესებულების სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, აკადემიური პერსონალი, ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი
და სხვ.).
ინფორმაციის განახლება ხდება რეგულარულად, ისე, რომ დაცული იყოს ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესი;
მ)
უნივერსიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევების
დაფინანსება;
ნ) შემუშავებულია დაწესებულების განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებ