სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ
თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, მოცულობა,სწავლის შედეგები, მეთოდოლოგია
და შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია პროფესიული განათლების
კრედიტების სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, პროფესიულ
სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები (სილაბუსები);
ბ)
დაწესებულებაში არსებობს საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი), სადაც მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების, მისანიჭებელი კვალიფიკაციების,შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტებისა და შეფასების
წესის შესახებ;
გ)
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული
განათლების კვალიფიკაციათა
ჩარჩოსა და კონკრეტულ პროფესიულ
სტანდარტებს;
დ)
დაწესებულებას შემუშავებული აქვს პროფესიული
სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის,ასევე მიღებული განათლების აღიარების წესები;
ე)
დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმებ
ი;
ვ)
დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა, რომლის შედეგებსაც იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად