1. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

2
. სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად
.
3.
დაწესებულება
ს აქვს
მისია, რომელიც
შეესაბამება საქართველოში განათლების სათანადო საფეხურის
ძირითად მიზნებს და არის დაწესებულების თვითმყოფადობისა
და სახის გამომხატველი.
4. ავტორიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიიდან გამომდინარე
ადგენს დაწესებულების შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან
:
ა)
საგანმანათლებლო პროგრამები;
ბ)
მატერიალური რესურსი;
გ)
ადამიანური რესურსი.
5
. ავტორიზაცია არის
დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომლითაც ხორციელდება
შიდა შეფასების (თვითშეფასება) დადასტურება
. თვითშეფასებას
ახორციელებს დაწესებულება საკუთარი საქმიანობის
შეფასების წესის შესაბამისად და ადგენს ყოველწლიურ თვითშეფასების
ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას –
საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი (შემდგომში –
ცენტრი).
თავი II

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის
სტანდარტებ