სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულებას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის:
ა.ა) ერთ მისამართზე 250 კვ.მ ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ. ფართზე უფლება დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: ინდივიდუალური მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით;
ა.გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი;
ბ) სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;
გ) სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით;
დ) სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;
ე) სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ვებგვერდი
ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას;
ვ) სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:
ვ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები.
ზ) სკოლას შემუშავებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება, შინაგანაწესი ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველი სხვა დოკუმენტები;
თ) შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;
ი)
დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვ