სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
დაწესებულების საკუთრებაში ან მფლობელობაში აქვს
მატერიალური რესურსი, რომელიც
გამოიყენება დაწესებულების მიზნების რეალიზაციისათვის და
შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის:
ა.ა) ერთ მისამართზე
400 კვ.მ შენობა-ნაგებობათა საერთო ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას
100 პროფესიულ სტუდენტზე ნაკლებკონტინგენტიანი დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ;
ა.ბ) სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ფართი;
ბ) დაწესებულებაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;
გ)
დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში)
მითითებულ ლიტერატურას;
დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, ასევე დაწესებულების მართვაში;
ე)
დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა;
ვ) დაწესებულებაში დაცულია პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:
ვ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები.
ზ) დაწესებულებას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის;
თ) ვებგვერდი
ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას, მასზე განთავსებულია საკონტაქტო და ასევე სტანდარტებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დაწესებულების სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, პერსონალი და სხვ.).
ინფორმაციის განახლება ხდება რეგულარულად, ისე, რომ დაცული იყოს ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესი;
ი) შემუშავებულია დაწესებულების განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებ