სტანდარტი დაკმაყოფილებულია,თუ:
ა)
დაწესებულების აკადემიური პერსონალის, მოწვეული პერსონალის, მკვლევართა და
მასწავლებე
ლთა
კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) ავტორიზაციის
მიზნებისთვის ერთი სრული პროფესორი ეთვლება მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს, მხოლოდ ორ სასწავლო უნივერსიტეტს, ან მხოლოდ ორ კოლეჯს, ან სასწავლო უნივერსიტეტსა და კოლეჯს, პროფესორის არჩევით; ხოლო ასოცირებული
პროფესორი ეთვლება მხოლოდ ორ დაწესებულებას პროფესორის არჩევით. სრული ან ასოცირებული
პროფესორის მიერ ორ ან მეტ დაწესებულებაში სრული ან ასოცირებული
პროფესორის თანამდებობის დაკავება მოწმდება საგანმანათლებლო დაწესებულებების
რეესტრის მონაცემების შესაბამისად;
გ)
დაწესებულებაში სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის თანაფარდობა განისაზღვრება დაწესებულების სახის მიხედვით:
გ.ა)
კოლეჯში –
მინიმუმ ერთი სრული, ასოცირებული
ან ასისტენტ-პროფესორი
40 სტუდენტზე, მაგრამ არანაკლებ 10 პროფესორისა
;
გ.ბ)
სასწავლო უნივერსიტეტში –
არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული
პროფესორი 50 სტუდენტზე, 6-დან
12 საგანმანათლებლო პროგრამამდე განხორციელების შემთხვევაში –
მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული
პროფესორი 60 სტუდენტზე, 12 და მეტი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში –
მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული
პროფესორი 70 სტუდენტზე, მაგრამ არანაკლებ 15
სრული, ასოცირებული
ან ასისტენტ-პროფესორისა;
გ.გ)
უნივერსიტეტში –
არა უმეტეს 11 საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული
პროფესორი 50 სტუდენტზე, 12-იდან
24 საგანმანათლებლო პროგრამამდე განხორციელების შემთხვევაში –
მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული
პროფესორი 60 სტუდენტზე, 24 და მეტი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში –
მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული
პროფესორი 70 სტუდენტზე, არანაკლებ 25
სრული, ასოცირებული
ან ასისტენტ-პროფესორისა;
დ)
საგანმანათლებლო პროგრამა არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოწვეული პერსონალის, მკვლევრების ან მასწავლებლების მიერ;
ე)
აკადემიური პერსონალის შერჩევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად;
ვ)
აკადემიურ პერსონალთან, მოწვეულ პერსონალთან, მკვლევრებთან და
მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულებები/დანიშვნის
აქტები გაფორმებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების გარე