გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.04.2019
საქმის ნომერი
330310018002613962
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5619-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2019 წელი ქ. თ---–--ი

შესავალი ნაწილი

 

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

 

მოსარჩელე - შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ი“

წარმომადგენლები - ნ-------------–---–ი; ა-----–------–-–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენლები - ც-------------–---–ი; ლ--–--–--–---–-–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 02 მაისის №1- გადაწყვეტილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 02 მაისის №5 სხდომის ოქმი შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ ნაწილში (იხ. 31.01.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 201- წლის 12 ოქტომბრის №1-- გადაწყვეტილებით შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ს“ 6 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით. შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ს“ მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვრა 4--ით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 201- წლის 12 ოქტომბრის №2- სხდომის ოქმის პირველი ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 201- წლის 12 ოქტომბრის №2- სხდომის ოქმით ირკვევა, რომ შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ ავტორიზაციის საკითხის განხილვისას საბჭოს წევრმა ა-----–--------ემ საბჭოს მიმართა შუამდგომლობით, იმ შემთხვევაში თუ საბჭო მიიღებდა დადებით გადაწყვეტილებას ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე, გონივრულ ვადაში განხორციელებულიყო მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი და კიდევ ერთხელ შემოწმებულიყო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა. აღნიშნულ შუამდგომლობას ერთხმად დაუჭირა მხარი საბჭოს ყველა წევრმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 201- წლის 12 ოქტომბრის №1-- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 340 );

- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 201- წლის 12 ოქტომბრის №2- სხდომის ოქმი (ტ. I, ს.ფ. 323-339).

 

3.1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა 2018 წლის 18 იანვარს №MES 6------------ სამსახურებრივი ბარათით მიმართა ამავე ცენტრის დირექტორს და აცნობა, რომ თანხმობის შემთხვევაში, ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნდა რამდენიმე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“, ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება სხვადასხვა ტიპის მონიტორინგით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 იანვარს №MES 6------------ სამსახურებრივი ბარათი (ტ. I, ს.ფ. 77-79).

 

3.1.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 23 იანვრის №4- ბრძანებით დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით 2018 წლის გეგმიური მონიტორინგის გეგმა. შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ი“ მონიტორინგს დაექვემდებარა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 23 იანვრის №4- ბრძანება და დანართი (ტ. I, ს.ფ. 81-85).

 

3.1.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 16 მარტის №1-- ბრძანებით შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი. ექსპერტთა ჯგუფს დაევალა შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების, კერძოდ, დაწესებულების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტების შესრულების შემოწმება. მითითებული მიზნით დაწესებულებაში (ქ. თ---–--ში) ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 20 და 21 მარტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 16 მარტის №1-- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 87-89).

 

3.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 16 მარტის №1-- ბრძანების საფუძველზე, შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი დაწესებულებაში 2018 წლის 20 და 21 მარტს განხორციელდა.

 

ზემოაღნიშნული ვიზიტის შედეგებზე, 2018 წლის 23 მარტს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგა დასკვნის პროექტი, რომლის თანახმად, შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ მიერ დარღვეულია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტები: ა) საგანმანათლებლო პროგრამები, ბ) მატერიალური რესურსი და გ) ადამიანური რესურსი.

 

კერძოდ, მონიტორინგის ჯგუფის მიერ ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი დარღვევები:

 

1.სკოლამ წარმოადგინა 201--2018 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც არ იყო დამტკიცებული და ვიზიტის პირველ დღეს დაამოწმა სკოლის დირექტორმა ხელმოწერითა და ბეჭდით (იხილეთ, დანართი №1-1 ფურცლად - სასკოლო სასწავლო გეგმის პირველი გვერდი). ვიზიტის პერიოდში სასკოლო სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილის: „საათობრივი ბადე, რომელიც აზუსტებს, თუ კვირის რომელ დღეს, რომელ კლასში რომელი გაკვეთილი ტარდება მასწავლებლის ვინაობის მითითებით“ - შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია იქნა მიღებული. კერძოდ,1) სკოლის შინაგანაწესის მიხედვით: თავი 2, მუხლი 3-ის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მიხედვით: „სასწავლო კვირა ხუთდღიანია, სასწავლო პროცესი იწყება 9:15 საათზე, გაკვეთილების ხანგრძლივობა არის 4- წუთი, შესვენება გაკვეთილებს შორის 5 წუთი. დიდი შესვენებაა 10 წუთი, დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში სკოლაში გამოცხადნენ არაუგვიანეს 8:4- საათისა“ (იხილეთ, დანართი №2 – 1 ფურცლად - ამონარიდი სკოლის შინაგანაწესიდან). ვიზიტის დღეს სკოლის დირექტორმა ამ დანართს გაუკეთა წარწერა: „ავტორიზაციის გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც I სემესტრის ბოლოს გულისხმობს, იმის გამო, რომ მასწავლებლები დაკავებულები იყვნენ ძირითად სამსახურებში, აუცილებელი გახდა სასწავლო პროცესის დაწყება 12 საათიდან. ამასთან, ამის სურვილი გამოთქვა გადმოსულმა მოსწავლეებმა და მშობლებმა“. მოგახსენებთ, რომ ავტორიზაციის გადაწყვეტილება გულისხმობდა მთელ 201--2018 სასწ. წელს და არა I სემესტრის ბოლოს.

 

2) ხოლო ვიზიტის დღეს: 20 მარტს, სამშაბათს, 10:00 საათზე სკოლა იყო დაკეტილი და სკოლის დირექტორთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ სასწავლო პროცესი სამშაბათ დღეს იწყებოდა 1-:00 საათზე და ჩვენც ვიზიტის განხორციელება შეგვეძლო ამ დროიდან.

 

3) თუმცა, როგორც მე-12 კლასის მოსწავლემ, მასთან გასაუბრებისას, აღნიშნა, რომ მეცადინეობებზე მოდიოდა შეთანხმების მიხედვით და რომ დღეს (ანუ) სამშაბათს ის სკოლაში გამოცხადდა 12:00 საათზე, დაესწრო ჯერ ინგლისურში, ხოლო შემდეგ რუსულში საათნახევრიანი ხანგრძლივობის მეცადინეობებს, 16:00 საათზე იგი მიდიოდა ზოგად უნარებში მოსამზადებლად და ისევ უნდა დაბრუნებულიყო 1-:00 საათზე სკოლაში ქართულის ორ მეცადინეობაზე დასასწრებად.

 

4) ვიზიტის პირველ დღეს წარმოდგენილი გაკვეთილების ცხრილის (იხილეთ, დანართი №3 – 2 ფურცლად - ცხრილის სამუშაო ვერსია) შესახებ დირექტორმა განმარტა, რომ ის იყო სამუშაო ცხრილი და არ იყო მოქმედი ცხრილი და რომ მეორე დღეს წარმოგვიდგენდა დაზუსტებულ გაკვეთილების ცხრილს.

 

5) მეორე დღეს წარმოდგენილი გაკვეთილების დაზუსტებული ცხრილის მიხედვით კი (იხილეთ, დანართი №4 – 1 ფურცლად - დაზუსტებული გაკვეთილების ცხრილი) ამ დღეს (სამშაბათს) მე-12 კლასის მოსწავლეს უნდა ჰქონოდა თითო-თითო 4- წუთიანნი გაკვეთილი ინგლისურში, რუსულში და 2 გაკვეთილი ქართულში (რომელიც უნდა დაწყებულიყო 13:40 საათზე და არა 1-:00 საათზე, როგორც მოსწავლემ განმარტა).

 

6) იგივე XII კლასის მოსწავლე ოთხშაბათს, ანუ ვიზიტის მეორე დღეს არ მოსულა სკოლაში, რადგან ამ დღეს მეცადინეობები არ ჰქონია. როგორც ვიზიტის მეორე დღეს წარმოდგენილი, დაზუსტებული გაკვეთილების ცხრილიდან გაირკვა, მე-12 კლასში, კვირაში 4 დღეს ხდება სწავლება (იხილეთ, დანართი №4 – 1 ფურცლად), ხოლო სასკოლო გეგმის მიხედვით: პუნქტი 5 - სასწავლო კვირა ხუთდღიანია (იხილეთ, დანართი №5 – 1 ფურცლად). სკოლის დირექტორს დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შესახებ რაიმე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი გამოცემული არ აქვს. დირექტორის ბრძანების წიგნშიც არ მოიძებნა შესაბამისი ჩანაწერი (იხილეთ, დანართი №5 – 4 ფურცლად - ამონარიდი ბრძანებების წიგნიდან).

 

7) რუსული ენის მასწავლებელმა გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მას გაკვეთილები ეწყებოდა სამშაბათს - 13:00 საათზე, შემდეგი ჰქონდა 1-:00 და 15:00 სთ.-ზე. ვიზიტის მეორე დღეს წარმოდგენილი გაკვეთილების ცხრილის მიხედვით (იხილეთ, დანართი №4 – 1 ფურცლად) რუსული ენის გაკვეთილი იწყება მე-12 კლასში 12:50 სთ.-ზე, ხოლო მე-11 კლასში 15:30 სთ.-ზე. მასწავლებლის განმარტებით მას აქვს 3 გაკვეთილი, ხოლო წარმოდგენილი გაკვეთილების ცხრილის მიხედვით აქვს 2 გაკვეთილი. არც გაკვეთილების დაწყება-დამთავრების დრო, არც გაკვეთილების ხანგრძლივობა და არც გაკვეთილების რაოდენობა არ ემთხვევა ერთმანეთს.

 

8) ინგლისური ენის მასწავლებელთან გასაუბრებისას კი გაირკვა, რომ მისთვის საგაკვეთილო პროცესი იწყებოდა სამშაბათს 12:30 საათზე, ხოლო პარასკევს - 12:00 საათზე, ხოლო გაკვეთილების ცხრილის (იხილეთ, დანართი №4 – 1 ფურცლად) მიხედვით სამშაბათს ინგლისური ენის გაკვეთილი იწყება 12:00 საათზე, ხოლო პარასკევ დღეს 13:40 საათზე. აქაც გაკვეთილების დაწყების დროები ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

9) ბიოლოგიის მასწავლებელმა აბიტურის საათების ჩატარებაზე გაამახვილა ყურადღება მე-11 და მე-12 კლასებში, 2-2 საათიანი კვირეული დატვირთით, ორშაბათი, ხუთშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევ დღეს, რაც გაკვეთილების ცხრილით არ დასტურდება (იხილეთ, დანართი №4 – 1 ფურცლად).

 

ამდენად, სკოლის მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა დოკუმენტებში მოცემული და გასაუბრებებიდან მიღებული, ერთმანეთისაგან განსხვავებული ინფორმაციის საფუძველზე, სკოლას არ აქვს დაზუსტებული გაკვეთილების ცხრილი:

- სკოლის დირექტორის მიერ, ვიზიტის მეორე დღეს წარმოდგენილი დაზუსტებული გაკვეთილების ცხრილი გამორიცხავს სკოლაში დაგეგმილი სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესის განხორციელებას, არც არის დამტკიცებული სათანადო წესით.

- მე-12 კლასელ მოსწავლეს ვიზიტის პირველ დღეს გაკვეთილების დაზუსტებული ცხრილის მიხედვით 13:40 სთ.-ზე უნდა დაწყებოდა სწავლა და უნდა ჩატარებოდა 4--4- წუთიანი ხანგრძლივობის გაკვეთილები შემდეგი თანმიმდევრობით: ორი ინგლისური ენის, ერთი რუსული ენის, ერთი ისტორიის და ორი ქართული ენის. ნაცვლად ამისა, ის დაესწრო საათნახევრიანი ხანგრძლივობის მეცადინეობებს 12:00 საათიდან ინგლისურ და რუსულ ენებში, შემდეგ მიდიოდა ზოგად უნარებში მოსამზადებლად და 1-:00 საათზე მოდიოდა ისე სკოლაში ქართულის მეცადინეობაზე.

- ვიზიტის პირველ დღეს წარმოდგენილი გაკვეთილების ცხრილის სამუშაო ვერსია არის სკოლაში არსებული აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის მუშაობის გრაფიკი და არა სკოლის გაკვეთილების ცხრილის სამუშაო ვერსია. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა შემდეგი გარემოებები: ა) მასში ჩამოთვლილია მხოლოდ ის საგნები, რომლებშიც ხდება მოსწავლეთა მომზადება: ინგლისური, ბიოლოგია, გეოგრაფია, რუსული, ქართული, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია; ბ) მასში არის ჩანაწერები სკოლაში ჩარიცხულ 2 მოსწავლესთან ერთად სხვა მოსწავლეთა გვარების, ზოგან სახელების შესახებ, საგნებისა და მეცადინეობების დაწყების დროის მითითებით; გ) XII კლასში ჩარიცხული მოსწავლე საუბარში ახსენებს მეცადინეობებს და არა გაკვეთილებს; დ) ბიოლოგიის მასწავლებელმა აბიტურის საათების ჩატარებაზე გაამახვილა ყურადღება მე-11 და მე-12 კლასებში, 2-2 საათიანი კვირეული დატვირთვით, ორშაბათი, ხუთშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევ დღეს, რაც გაკვეთილების ცხრილით არ დასტურდება.

 

სკოლაში სასწავლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის მუშაობა საკლასო ოთახებში (სკოლის შენობაში არსებული მოსამზადებელი ცენტის შესახებ ინფორმაციის ბანერი გამოკრულია სკოლის შენობის გარე ფასადზე). სკოლის დირექტორის განმარტებით ეს მეცადინეობები ხელს არ უშლიდა სასწავლო პროცესს. მოსამზადებელი ცენტრის მუშაობის გრაფიკის შესახებ რაიმე დოკუმენტი სკოლამ არ/ვერ წარმოადგინა.

 

2. სკოლაში ვიზიტისას ირიცხებოდა 2 მოსწავლე. ერთი მე-11 კლასელი და ერთი მე-12 კლასელი. დირექტორის ბრძანებების წიგნიდან, ბრძანება №4, 11.11.201-წ. (იხილეთ, დანართი №5 – 4 ფურცლად) ნათქვამია: „სწავლა განაგრძოს ლ----------–მა X კლასში (მოსწავლის სტატუსის აღდგენის შემდეგ) მიმდინარე სასწავლო წლის 201-/18 11 ოქტომბრიდან“, ხოლო ბრძანება №6-ში (თარიღი არ არის მითითებული) კი ვკითხულობთ „ამორიცხოს X კლასის სიიდან მოსწავლე ლ----------–ი სხვა სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებით“. მე-10 კლასის ჟურნალი საერთოდ არ დაგვხვდა სკოლაში, ამდენად არც მოსწავლის ამ სკოლაში სწავლის შესახებ არანაირი სხვა ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი.

 

სკოლაში ჩარიცხული 2 მოსწავლიდან მე-12 კლასელს გავესაუბრეთ, ხოლო მე-11 კლასელ მოსწავლეს ვერ შევხვდით. სკოლის დირექტორის განმარტებით ის იყო ავად. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა სამშაბათს ის მოსულა მხოლოდ ქართულის მეცადინეობაზე, სხვა მეცადინეობებს არ დაესწრო არც სამშაბათს და არც ოთხშაბათს. როგორც მისმა მშობელმა (დედამ) აღნიშნა, ბავშვი იყო ავად, მაგრამ ქართულში მეცადინეობა რომ არ გაეცდინა ამიტომ მოვიდა სკოლაში. მშობელთან ინტერვიურებისას გაირკვა, რომ მის შვილს ყველა საგანში ჰქონდა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, კერძოდ, ქართულში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, ქიმიაში, შემაჯამებლებს მოსწავლე წერს ზოგჯერ ფურცელზე, ზოგჯერ რვეულში, რომლებიც ინახება მასწავლებლებთან.

 

201--2018 სასწ. წლის სასკოლო გეგმაში წარმოდგენილი იყო მხოლოდ I სემესტრის შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა კლასების მიხედვით (იხილეთ, დანართი №6 – 3 ფურცლად, ამონარიდი სასკოლო სასწავლო გეგმიდან შემაჯამებელი დავალებების შესახებ).

სკოლის დირექტორის განმარტებით კი შემაჯამებელი სამუშაოები არ ჩატარებულა არცერთ კლასში და არცერთ საგანში არცერთ მოსწავლესთან. ვიზიტის მეორე დღეს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალებების გრაფიკის (იხილეთ, დანართი №7 – 1 გრძელი ფურცელი) მიხედვით, მასწავლებლებს შემაჯამებელი დავალებების დაწერა არ ევალებოდათ 21 მარტამდე.

 

წარმოდგენილი გრაფიკი არ იყო დამტკიცებული და მას არ იცნობდნენ არც მასწავლებლები, რადგან როგორც მათ აღნიშნეს მათ ჰქონდათ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებები. სკოლის დირექტორი საუბარში ჩართვისას ხაზს უსვამდა იმას, რომ ეს არ იყო შემაჯამებლები და როცა ის დართავდა მათი ჩატარების ნებას, მხოლოდ იმათ დაერქმეოდა შემაჯამებელი დავალებები.

 

წარმოდგენილი II სემესტრის შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობისა და განრიგის მიხედვით (იხილეთ, დანართი №7) მე-12 კლასის მოსწავლე წართულ ენაში მე-4 შემაჯამებელს დაწერს 25 მაისს, მაშინ როცა სწავლა წყდება 18 მაისს, რაც დარღვევაა და არ მოდის შესაბამისობაში შემაჯამებელი დავალების დაწერის ვადებთან, რადგან ვერც დაწერს და ვერც აღადგენს, თუ ამის საჭიროება გაჩნდება.

 

მასწავლებლებთან და მოსწავლესთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ ჰქონდათ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებები. კერძოდ, მათემატიკის მასწავლებელს ჰქონდა 2 შემაჯამებელი ჩატარებული მე-11 კლასში (იხილეთ, დანართი №8 – 4 ფურცლად - ამონარიდი მოსწავლის რვეულიდან მათემატიკაში ჩატარებული 2 შემაჯამებელი დავალების შესახებ).

 

- შეფასება საკლასო ჟურნალში არ არის შეტანილი;

- სკოლაში არ ხდება საკლასო ჟურნალების წარმოება არც მოსწავლეთა დასწრების და არც მათი შეფასების მიზნით, არ არის ჟურნალის გვერდები ჩახურული (იხილეთ, ნიმუშად, დანართი №9 – 11 ფურცლად - ამონარიდი XII კლასის საკლასო ჟურნალიდან).

 

სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ იყო.

 

მასწავლებლებთან ინტერვიურებისას გაირკვა, რომ სკოლაში არ ინახავენ არანაი დოკუმენტაციას (ან სასწავლო გეგმები, ან გაკვეთილის გეგმა, ან შემაჯამებელი დავალებების დაგეგმვის შესახებ) . მხოლოდ ერთმა, კერძოდ ქიმიის მასწავლებელმა გვაჩვენა ინტერნეტით შემაჯამებელი დავალებების დაგეგმვის დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, რომელიც მას ჰქონდა გამზადებული იმ სხვა სკოლისათვის, სადაც ძირითადად მუშაობდა და აღნიშნა, რომ აქაც ამ ფორმით (ტესტი ღია და დახურული ტიპის შეკითხვებით) აპირებდა ჩატარებას.

 

ინტერვიუ მათემატიკის მასწავლებელთან -

მათემატიკის მასწავლებელი: „მე-11 კლასელი გადმოვიდა 29 იანვარს, ჩავატარეთ 2 შემაჯამებელი, ერთი იანვარში - 7 ქულა მიიღო და მეორე მარტის დასაწყისში - მიიღო 8 ქულა“ (იხილეთ დანართი №8 – 4 ფურცლად).

 

„მე-12 კლასელთან, რომელიც გადმოვიდა 8 დეკემბერს, არ მაქვს შემაჯამებლები ჩატარებული, რადგან მოსწავლე სუსტია მათემატიკაში და მხოლოდ საკლასო წერები აქვს დაწერილი ძველ მასალაზე, რომლებიც შეფასებულია ქულებით, საკლასო ჟურნალში ქულები არ არის შეტანილი. ახლა უნდა დავწერო 3 შემაჯამებელი“.

 

შემაჯამებლის შეფასების ქულა მოსწავლეს ჩაწერილი აქვს მის რვეულში, ჟურნალში ქულები არ არის ჩაწერილი. არ არის წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალებისათვის საჭირო ის ინფორმაცია, რაც მასწავლებელს ევალება სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით (იხილეთ, დანართი №6), კერძოდ, „სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები“.

 

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია მოსწავლეებმა შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა და ღირებულებები.

 

3. სკოლაში 10 მასწავლებელია, ამათგან ინტერვიურება ჩატარდა სკოლის 5 მასწავლებელთან: რუსული ენის, ინგლისური ენის, ბიოლოგიის, მათემატიკის და ქიმიის. სკოლაში არსებული შეფასების სისტემისა და შეფასების კრიტერიუმების გამჭირვალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ მიერ წარმოდგენილი არ იქნა (მათ აღნიშნეს, რომ დოკუმენტაციას სახლში ინახავენ). ჟურნალში მოსწავლეები არ არიან შეფასებულები. ვიზიტის მეორე დღეს, მხოლოდ ერთ-ერთ საკლასო ოთახში, იყო გამოკრული კედელზე შეფასების ზოგადი 5 კრიტერიუმი. მშობელმა აღნიშნა, რომ ის მასწავლებლებთან სატელეფონო საუბრისას იღებს ინფორმაციას მისი შვილის ქულების შესახებ. სკოლის ვებგვერდი აღარ ფუნქციონირებს. სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე შეფასების კრიტერიუმების გამჭვირვალობა არ დასტურდება.

 

4. სკოლას სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი არ აქვს. დაწესებულებას სპორტის სახეობებიდან საფეხურზე არჩეული აქვს კალათბურთი. ფრენბურთი და ჭადრაკი. სკოლაში არის 3 ჭადრაკის დაფა და მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ მხოლოდ ჭადრაკი.

 

5. ერთ-ერთ საკლასო ოთახში განთავსებულია საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის ზოგიერთი დასახელება: 15 ფიზიკის სახეობის, 3 ბიოლოგიის და რამდენიმე მინის მილი და კოლბები, 9 ერთეული პლაკატი-თვალსაჩინოება.

 

6. ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მოიაზრებს შესასვლელიდან მეორე სართულზე ასასვლელ რკინის დასამონტაჟებელ პანდუსებს და მეორე სართულზე არსებულ 1 სველ წერტილს, რომელშიც შესასვლელი კარი ვიწროა. სკოლის დირექტორის განმარტებით მოსწავლის მიღების შემთხვევაში მოხდება მისი გაფართოება.

 

7. ვიზიტის პერიოდში სკოლაში მხოლოდ 1 ერთეული, ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერი იყო სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსებული. სკოლის დირექციის წარმომადგენლის განმარტებით სკოლა ფლობს 5 კომპიუტერს, რომელთაგან 4 კომპიუტერი წაღებული აქვთ ახალი პროგრამის ჩასატვირთად. სკოლის ვებ-გვერდი აღარ ფუნქციონირებს. სკოლა საკომუნიკაციო და საინფორმაციო მიზნებისათვის იყენებს სოციალურ გვერდს.

 

8. სკოლის მეორე სართულზე, თვალსაჩინო ადგილას, გამოკრულია ევაკუაციის გეგმა, რომელიც არ არის დამტკიცებული შესაბამისი წესით;

 

9. სკოლას შემუშავებული აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები. სამედიცინო კაბინეტი სკოლაში არ არის. სკოლას არ ჰყავს საშტატო განრიგით (იხილეთ, დანართი №10 – 1 ფურცლად - სკოლის საშტატო განრიგი) ან ექთანი ან ექიმი, ხოლო ვინც ჰყავთ ხელშეკრულებით აყვანილი, მას კვალიფიკაცია არ უდასტურდება, რადგან სკოლის დირექტორის განმარტებით, დიპლომი აქვს დამწვარი.

 

10. სკოლის მიერ წარმოდგენილი მასწავლებელთა პირადი საქმეებიდან ირკვევა, რომ ოთხ მასწავლებელს აქვს მასწავლებლის სტატუსი, 4 მასწავლებელს უდასტურდებათ კვალიფიკაცია იმ საგანში რომელსაც ასწავლის. ჭადრაკის მასწავლებელს და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პირადი საქმე (დიპლომები) სკოლამ ვერ წარმოადგინა.

 

11. სკოლა არ არის ჩართული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. სკოლის დირექტორის განმარტებით მათ აქვთ შემუშავებული ალტერნატიული სქემა და წერილი ამის შესახებ გაგზავნილი აქვთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ბატონ ჯ-----–---სთან. გაგზავნილი წერილის ასლი სკოლამ ვერ წარმოადგინა. წერილზე პასუხი არ აქვთ მიღებული. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლისთვის სკოლის მიერ შემუშავებული შიდა მექანიზმი გაწერილია დოკუმენტში - ატესტაციის დებულება. რომლის მიხედვითაც ატესტაცია ჩატარდება 2 ეტაპად და შედეგად მასწავლებელს მიენიჭება კატეგორია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის 2018 წლის 23 მარტის დასკვნის პროექტი (ტ. I, ს.ფ. 1-4-1-1).

 

3.1.6. 2018 წლის 10 აპრილს შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----მა“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის 23 მარტის დასკვნის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 10 აპრილის №MES 0------------ კორესპონდენცია (ტ. I, ს.ფ. 90-134).

 

3.1.7. 2018 წლის 02 მაისს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილა მითითებული დაწესებულების მონიტორინგის შედეგები (სხდომის ოქმი №5). ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ( მომხრე - 8, წინააღმდეგი - 0), შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ისთვის“ ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 02 მაისის სხდომის ოქმი №5 (ტ. I, ს.ფ. 1-2-191).

 

3.1.8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 02 მაისის №1- გადაწყვეტილებით შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ს“ გაუუქმდა ავტორიზაცია. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 2 მაისის №5 სხდომის ოქმის მესამე ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ისთვის“ ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის 2018 წლის 1- ივნისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 02 მაისის №1- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 192).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 02 მაისის №1- გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით 2018 წლის 02 მაისის №5 სხდომის ოქმის მე-3 ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 02 მაისის №1- გადაწყვეტილება და ამავე საბჭოს 2018 წლის 02 მაისის №5 სხდომის ოქმის მე-3 ნაწილი (მოსარჩელის ნაწილში) განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 32-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და აკრედიტაციას, აკონტროლებს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პირობების შესრულებას და მათი დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ავტორიზაციის/აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ - ავტორიზაციის საბჭო) და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ - აკრედიტაციის საბჭო).

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზაციის პირობების შემოწმებისა და ავტორიზაციის გაუქმების პროცედურას და წესს. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიში წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას“, რომელიც ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების (შემდგომში - სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს და ავტორიზაციის პროცედურას. მითითებული დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად.

 

ამავე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის გზით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება გეგმიური და/ან არაგეგმიური მონიტორინგის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 23 იანვრის №4- ბრძანებით დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით 2018 წლის გეგმიური მონიტორინგის გეგმა. შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ი“ მონიტორინგს დაექვემდებარა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.

 

ამასთან, აღსანიშნავია, როგორც საქმეში წარმოდგენილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 201- წლის 12 ოქტომბრის №2- სხდომის ოქმით ირკვევა, შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ისთვის“ ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭოს მიერ ასევე დადგინდა და შესაბამისად მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი იყო იმ გარემოების თაობაზე, რომ დაწესებულებაში გონივრულ ვადაში უნდა განხორციელებულიყო მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი და კიდევ ერთხელ შემოწმებულიყო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განახორციელოს დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება და აღნიშნულის თაობაზე მითითებას ასევე ითვალისწინებდა 201- წლის 12 ოქტომბრის №2- სხდომის ოქმი, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების სამართლებრივი საფუძველი.

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის პროექტი და წარედგინება ცენტს. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

 

ამავე სამართლებრივი ნორმის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნის საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აპრილს შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----მა“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის 23 მარტის დასკვნის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.

 

სასამართლო მიუთითებს „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 22-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გამართვის საკითხს. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-3 და მე-7 პუნქტების თანახმად, ზეპირი მოსმების შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმების გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირი მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ეცნობა ზეპირი მოსმების გამართვის თაობაზე და მონაწილებდა 2018 წლის 02 მაისის ზეპირ მოსმენაში. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 02 მაისის №5 სხდომის ოქმით დგინდება, რომ შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ წარმომადგენლს მიეცა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში ასახულ დარღვევებთან დაკავშირებით დაწესებულების პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც აისახა ამავე სხდომის ოქმში. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერის არარსებობაზე, აღსანიშნავია, რომ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება“ საბჭოს სხდომის ოქმის აუდიო სახით ჩაწერის ვალდებულებას არ ითვალისწინებს, ხოლო როგორც №5 სხდომის ოქმით ირკვევა, საბჭოს თავჯდომარემ განმარტა, რომ სხდომის ოქმის აუდიო ჩაწერა ხორციელდებოდა სხდომის ოქმის შედგენის მიზნით და ჩანაწერი განადგურდებოდა ოქმის შედგენისთანავე. ამდენად, მოსარჩელის მითითებული არგუმენტი უსაფუძვლოა და სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთი-ერთ სტანდარტს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღონ გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

2018 წლის 02 მაისს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილა მითითებული დაწესებულების მონიტორინგის შედეგები (სხდომის ოქმი №5). ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ( მომხრე - 8, წინააღმდეგი - 0), შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ისთვის“ ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე.

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 02 მაისის №1- გადაწყვეტილებით შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ს“ გაუუქმდა ავტორიზაცია. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 2 მაისის №5 სხდომის ოქმის მესამე ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ისთვის“ ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით ძალაში შედის 2018 წლის 1- ივნისიდან.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს აქტის დასაბუთებას. ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი ან ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო საკუთარ გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო მოიხმობს „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 22-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომში – საბჭო) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აპელირებას სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე და მიუთითებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 02 მაისის №1- გადაწყვეტილების მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც 2018 წლის 02 მაისის №5 სხდომის ოქმის მესამე ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მითითებული სხდომის ოქმის შინაარსზე, რომლითაც დგინდება, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის და სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, მონიტორინგის ჯგუფის დასკვნით და საბჭოს სხდომის ოქმით ირკვევა, რომ დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველს წარმოდგენდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტების (საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი) დარღვევა. კერძოდ, სკოლის 201--2018 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა არ იყო დამტკიცებული და ვიზიტის პირველ დღეს დაამოწმა სკოლის დირექტორმა ხელმოწერითა და ბეჭდით. მონიტორინგის ეტაპზე სკოლის მიერ წარდგენილ სხვადასხვა დოკუმენტებში მოცემული და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მასწავლებლებთან და მოსწავლესთან ინტერვიუებიდან მიღებული, ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ სკოლას არ ჰქონდა დაზუსტებული გაკვეთილების ცხრილი. სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია მონიტორინგის ჯგუფს არ გადასცემია. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მასწავლებლებთან და მოსწავლესთან ინტერვიუებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შეუძლებელია მოსწავლეებმა შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები. დაწესებულებამ მონიტორინგის ეტაპზე ვერ წარადგინა სკოლაში არსებული შეფასების სისტემისა და შეფასების კრიტერიუმების გამჭვირვალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ ფუნქციონირებდა სკოლის ვებგვერდი. სკოლას არ აქვს სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი. დაწესებულებას სპორტის სახეობებიდან საფეხურზე არჩეული აქვს კალათბურთი, ფრენბურთი და ჭადრაკი. სკოლაში არის 3 ჭადრაკის დაფა და მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ მხოლოდ ჭადრაკი. ერთ-ერთ საკლასო ოთახში განთავსებულია საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის ზოგიერთი დასახელება: 15 ფიზიკის სახეობის, 3 ბიოლოგიის და რამდენიმე მინის მილი და კოლბები, 9 ერთეული პლაკატი-თვალსაჩინოება. მეორე სართულზე არსებული სველი წერტილი არ არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის. ვიზიტის პერიოდში მხოლოდ 1 ერთეული, ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერი იყო სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსებული. სკოლის მეორე სართულზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა არ იყო დამტკიცებული შესაბამისი წესით. სკოლას არ გააჩნია სამედიცინო კაბინეტი და არ ჰყავს საშტატო განრიგით ან ექიმი ან ექთანი, ამასთან, სკოლამ ვერ წარადგინა იმ პირის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთანაც ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. მონიტორინგის ეტაპზე სკოლამ ვერ წარადგინა ჭადრაკის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პირადი საქმე (დიპლომები). სკოლა არ არის ჩართული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

 

სასამართლო მიუთითებს „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ა) სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას; ბ) სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ, შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები; დ) სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. მითითებული დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ა) დაწესებულებას აქვს სასკოლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის: ა.გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი; ა.დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები; დ) სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის; ე) სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას; ვ) სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს: ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა; ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-5 მუხლის შესაბამისად, სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ბ) სკოლის მასწავლებლები შერჩეულნი არიან ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად; ე) სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომში – საბჭო) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად, თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა საავტორიზაციო ვიზიტის შემდეგ.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მონიტორინგის ჯგუფი დაწესებულების მიერ ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების შემოწმებას ახორციელებს მონიტორინგის ეტაპზე დაწესებულებაში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში და სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მიიჩნევს, რომ შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ი“ ვერ მიუთითებს ავტორიზაციის პირობების შესრულების მიზნებისათვის საჭირო კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის სტანდარტების („საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ პუნქტები, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „დ“, „ე“, „ვ.ბ“, „ვ.გ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლის „ბ“ და „ე“ პუნქტები) დაკმაყოფილების ფაქტი.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ში“ გამოვლინდა ავტორიზაციის არაერთი სტანდარტის დარღვევის ფაქტი, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და არსებული დარღვევების რაოდენობისა და ხასიათის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

ამას გარდა, მოსარჩელის მითითება, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არაობიექტურობაზე და მიკერძოებულობაზე იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ არსებობს არაერთი პრაქტიკა, როდესაც მსგავსი ხარვეზების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრა ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა, აღნიშნული სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,მსგავსი“ არ ნიშნავს ,,იდენტურს“, ანუ არ დასტურდება საქმის გარემოებათა იდენტურობა. ამდენად, ამ პირობებში ზოგადი პრაქტიკის მოყვანა ყოველგვარ დასაბუთებას არის მოკლებული. შესაბამისად, გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერია.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7.2. მოსარჩელე ასევე ითხოვს სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებას (იხ. 31.01.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი). სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ი------------------------------------------–----------------–-–----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თ---–--ი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თ---–--ი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 1- დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია