1. როდესაც რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოხელეები იმყოფებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, მათ ყოველთვის უნდა შეეძლოთ მეორე ხელშემკვრელ მხარეს წარუდგინონ ოფიციალური პირადობისა და სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.

2. მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანიშნული მოხელეები მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმყოფებიან, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლით, გააჩნიათ ცალსახად საკონსულტაციო როლი, თუ სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად.

3. მოხელეები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას, ამ შეთანხმების პირობების მიხედვით, პასუხისმგებელნი იქნებიან ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩაიდინონ და სარგებლობენ ამ ხელშემკვრელი მხარის სამართლებრივი და ადმინისტრაციული დებულებებით გათვალისწინებული იმავე დაცვით, რაც ენიჭებათ მის საკუთარ მებაჟე ოფიცრებ