1. ამ შეთანხმების ფარგლებში მოთხოვნა დახმარების აღმოჩენის თაობაზე გადაეცემა უშუალოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს.

2. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ინგლისურ ენაზე და თან უნდა ახლდეს მის შესასრულებლად საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი ინფორმაცია. მოთხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ელექტრონული საშუალებებით გაგზავნილი მოთხოვნის წერილობითი დადასტურება. თუკი ვითარება ამას მოითხოვს, მოთხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს ზეპირი ფორმით. ასეთი მოთხოვნა უმოკლეს ვადაში უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით, ან თუ მისაღებია ორივე უფლებამოსილი ორგანოსათვის, ელექტრონული საშუალებებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

a) მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება;

b) მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება;

c) ამ შეთანხმებაზე მითითება;

d) მოთხოვნის შინაარსი, დახმარების ფორმა და მოთხოვნის მიზეზი;

e) განსახილველი საკითხის და მის მიმართ მოქმედი სამართლებრივი და ადმინისტრაციული დებულებების მოკლე მიმოხილვა; და

f) იმ პირთა სახელები და მისამართები, რომლებსაც შეეხებათ მოთხოვნა, თუ ცნობილია მათი ვინაობა.

4. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო ითხოვს გარკვეული პროცედურის ან მეთოდის გამოყენებას, მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო შეასრულებს ასეთ მოთხოვნას თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის და ადმინისტრაციული დებულებების შესაბამისად.

5. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაეცემა ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილი ორგანოების მიერ სპეციალურად ამ მიზნით დანიშნულ მოხელეებს. ამ მოხელეების სია გადაეცემა მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანო