1. მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო გამოიყენებს ყველა საჭირო ზომას, რათა იმ პირს, რომელიც ცხოვრობს ან დაფუძნებულია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აცნობოს ამ პირთან დაკავშირებით მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ოფიციალური გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით.
2. შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების შესაბამისა