1. მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო, ამ შეთანხმების მე-18 მუხლის დებულებების დაურღვევლად, საბაჟო კანონმდებლობის ზუსტად აღსრულების ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს აწვდის ინფორმაციას, თუ ამ უკანასკნელს წარმოეშვა ეჭვი საბაჟო დეკლარაციის სიზუსტის ან მის სისწორესთან დაკავშირებით.
2. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული ან ნაცადი პროცედურების ჩამონათვალს და მოთხოვნილ ინფორმაცია