1. უფლებამოსილი ორგანოები მიღებული მოთხოვნის საფუძველზე ან თავიანთი ინიციატივით, ერთმანეთს მიაწვდიან მათთვის ხელმისაწვდომ ყველა ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებას, საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების აღკვეთას, გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელის უსაფრთხოებას. ასეთი ინფორმაცია შეიძლება უკავშირდებოდეს:
a) საბაჟო კანონმდებლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს;
b) კანონის აღსრულების ახალ მეთოდებს, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა;
c) საბაჟო სამართალდარღვევების ახალ ტენდენციებს, საშუალებებს ან მეთოდებს;
d) იმ საქონელს, რომელიც წარმოადგენს საბაჟო წესების დარღვევის ობიექტს, ასევე ასეთი საქონლის მიმართ ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მიზნით გამოყენებულ მეთოდებს;
e) იმ პირებს, რომლებმაც მოახდინეს საბაჟო წესების დარღვევა;
f) ნებისმიერ სხვა მონაცემსა და სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც დახმარებას გაუწევს უფლებამოსილ ორგანოებს რისკების შეფასებასა და კონტროლის ზომების განხორციელებაში.
2. სერიოზულ შემთხვევებში, რომლებმაც შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენონ ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკას, ჯანდაცვას, საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო უსაფრთხოებასა თუ ნებისმიერ სხვა სასიცოცხლო ინტერესს, მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო შეძლებისდაგვარად მიაწვდის ასეთ ინფორმაციას თავისი ინციატივით დაგვიანების გარეშე.
3. მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
a) არის თუ არა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილი საქონელი კანონიერად გატანილი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან;
b) არის თუ არა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან გატანილი საქონელი კანონიერად შეტანილი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; ასევე, არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული რა სახის პროცედურა ვრცელდება ამ საქონელზე.
4. მოთხოვნის შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან უნდა მოიძიოს ეს ინფორმაცია თავისი საბაჟო კანონმდებლობის დებულებების შესაბამისა