1. ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად, ერთმანეთს გაუწევენ ადმინისტრაციულ დახმარებას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების, საბაჟო წესების დარღვევის აღკვეთის, გამოძიებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ ამ შეთანხმებით განსაზღვრულ დახმარებას თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციისა და არსებული რესურსების ფარგლებში.
3. ეს შეთანხმება მოიცავს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების საკითხებს და გავლენას ვერ მოახდენს მათ შორის დადებულ შეთანხმებებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ.
თუ ურთიერთდახმარება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სხვა ორგანოს მიერ, მოთხოვნის მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიუთითოს ამ ორგანოსა და შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების შესახებ.
4. ამ შეთანხმების დებულებები არ აძლევს არცერთ პირს უფლებას, ხელი შეუშალოს დახმარების აღმოჩენის თაობაზე მოთხოვნის შესრულება