1. ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი საბაჟო სამსახურების მონაწილეობით და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ერთმანეთს გაუწევენ ადმინისტრაციულ დახმარებას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენებისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის, გამოძიებისა და აღკვეთის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების განხორციელებისას საზღვარზე საქონლის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ დახმარებას თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და საბაჟო სამსახურების კომპეტენციისა და რესურსების ფარგლებში.
3. ეს შეთანხმება მოიცავს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების საკითხებს და გავლენას ვერ მოახდენს მათ შორის დადებულ შეთანხმებებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ. თუ ურთიერთდახმარება უნდა განხორციელდეს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სხვა ორგანოს მიერ, თხოვნის მიმღებმა საბაჟო სამსახურმა უნდა მიუთითოს ამ ორგანოსა და, თუ ცნობილია, შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების შესახებ.
4. ამ შეთანხმების დებულებები არ აძლევს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის პირს უფლებას შეზღუდოს დახმარების აღმოჩენის თაობაზე თხოვნის შესრულებ