1. საბაჟო სამსახურებს მიღებული თხოვნის საფუძველზე ან თავიანთი ინიციატივით შეუძლიათ ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებასა და საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების აღკვეთას, გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელის მოქმედებისას საქონლის გადაადგილების უსაფრთხოებას. ასეთი ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს შემდეგ მონაცემებს:

a) საბაჟო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ;

b) საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით იმ ახალი საშუალებების გამოყენების შესახებ, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა;

c) საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების ახალი ტენდენციების, საშუალებების ან მეთოდების შესახებ;

d) იმ საქონლის შესახებ, რომელიც წარმოადგენს საბაჟო წესების დარღვევის ობიექტს, ასევე ასეთი საქონლის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მიზნით გამოყენებული მეთოდების შესახებ;

e) იმ პირების შესახებ, რომლებმაც მოახდინეს საბაჟო წესების დარღვევა ან ეჭვმიტანილები არიან საბაჟო წესების დარღვევის მცდელობაში;

f) ნებისმიერი სხვა მონაცემისა და სტატისტიკური ინფორმაციის შესახებ, რომელიც დახმარებას გაუწევს მხარეთა საბაჟო სამსახურებს რისკის შეფასებასა და კონტროლის ზომების განხორციელებაში.

2. თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს აწვდის შემდეგ ინფორმაციას:

a) თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი კანონიერად არის თუ არა გატანილი თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან;

b) თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან გატანილი საქონელი კანონიერად არის თუ არა შემოტანილი თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ასევე, იმ საბაჟო პროცედურების შესახებ, რომლებიც ვრცელდება საქონელზ