1. მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო განახორციელებს ზედამხედველობას და მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
a) სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ ან დასაწყობებულ საქონელს, რომელიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
b) სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
c) შენობებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
d) პირებს, რომლებმაც დაარღვიეს საბაჟო კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო წესების დარღვევაში მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც შედიან და გადიან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან.
2. უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ასეთი ზედამხედველობა საკუთარი ინიციატივით განახორციელონ, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციები შეიცავენ საბაჟო წესების დარღვევას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზ