1. თუკი მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილმა დახმარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ამ ხელშემკვრელი მხარის საზოგადოებრივი წესრიგის, სუვერენიტეტის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა თუ სხვა არსებით ინტერესებს ან ამ უფლებამოსილი ორგანოს აზრით შეიძლება გამოიწვიოს სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება, ან შეუსაბამო იქნება მის სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ დებულებებთან, მას შეუძლია უარი თქვას დახმარების გაწევაზე ან გაუწიოს დახმარება მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში.
2. თუკი მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო ითხოვს ისეთი სახის დახმარებას, რომლის გაწევასაც ის თავად ვერ შეძლებდა მეორე მხარის უფლებამოსილი ორგანოსათვის, მან უნდა გაამახვილოს ამ ფაქტზე ყურადღება თავის მოთხოვნაში. ასეთი მოთხოვნის შესრულება წარმოადგენს მხოლოდ მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს კეთილგონივრულობას.
3. დახმარების გაწევა შეიძლება გადაიდოს, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, სამართალწარმოებას ან სასამართლო წარმოებას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო კონსულტაციებს გამართავს მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილ ორგანოსთან, რომ განისაზღვროს შესაძლოა თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ წამოყენებული პირობების გათვალისწინებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთდახმარებაზე უარი ითქვა, ეს გადაწყვეტილება და უარის თქმის მიზეზები დაგვიანების გარეშე წერილობით უნდა ეცნობოს მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანო