ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა დიპლომატიური არხებით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმების მოქმედება შეწყდება ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან სამი თვის შემდეგ. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტში მის შესაბამისად დაწყებული თანამშრომლობა უნდა დასრულდეს ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

რის დასტურადაც, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა.

შესრულებულია ქ. აშხაბადში 2025 წლის 7 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

თურქმენეთის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

(ხელმოწერილი