1. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით თითოეული უფლებამოსილი ორგანო უარს ამბობს ამ შეთანხმების აღსრულების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნაზე.

2. ექსპერტებისა და მოწმეების ხარჯებსა და დანამატებს, ასევე, თარჯიმანთა მომსახურების საფასურს, საჯარო მოსამსახურეთა გარდა, გაიღებს მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო.

3. თუ მოთხოვნის შესრულებას სჭირდება ან სამომავლოდ დასჭირდება მნიშვნელოვანი მოცულობის ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯების გაწევა, უფლებამოსილი ორგანოები ჩაატარებენ კონსულტაციას იმ პირობების ჩამოყალიბების მიზნით, რომლის საფუძველზე მოხდება მოთხოვნის შესრულება და ხარჯების გაწევ