გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.10.2018
საქმის ნომერი
330310016001427291
კატეგორია
დავის ტიპი
საგადასახადო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3--------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელეები - ტა-----–---------ე, გი----------–---–ი, რე----------ა

წარმომადგენელი - თე------------------ა

 

მოსარჩელე - ი/მ „ქე-----------–---–ი“

წარმომადგენელი - რო-–----------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ერ---–------------ე

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - თო------------ე

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

წარმომადგენელი - მი–---------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №4---- ბრძანება.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა.

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- საჩივარზე).

 

1.4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №4---- ბრძანება.

 

1.5. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნა.

 

1.6. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- საჩივარზე).

 

1.7. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №4---- ბრძანება.

 

1.8. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნა.

 

1.9. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- საჩივარზე).

 

1.10. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №4---- ბრძანება.

 

1.11. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა.

 

1.12. ბათილად იქნას ცნობილი „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №0-------- შეტყობინება.

 

1.13. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- და №1--------- საჩივრებზე). (იხ. 2016 წლის 5 დეკემბრისა და 2018 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის ოქმები).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით, განხორციელდა ი/მ „ტა-----–---------ის“ - 2014 წლის 29 იანვრიდან 2015 წლის 21 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რის საფუძველზეც შედგა 2015 წლის 10 დეკემბრის აქტი.

 

რევიზიის აქტის თანახმად, ი/მ „ტა-----–---------ის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. გამოძიებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივი მმართველია ბა----------–---–ი. შემოწმების მიხედვით, 2014 წელს გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალს წარმოადგენდა 86853 ლარი, გამოქვითვები სულ 60531 ლარს, მათ შორის, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 10360 ლარს, გაცემული ხელფასი 50171 ლარს. შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, შეადგენს 26322 ლარს, რაც 24762 ლარით მეტია დეკლარირებულთან შედარებით. სხვაობა გამოსაქვით ხარჯებში გამოწვეულია შემდეგი გარემოებით - შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტურად დაუდასტურებულმა ხარჯმა შეადგინა 24762 ლარი. ხელფასის სახით და მასთან გათანაბრებული განაცემები 2014 წლის 29 იანვარი-2015 წლის 21 იანვრამდე პერიოდზე შეადგენს 50171 ლარს, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი შეადგენდა 10034 ლარს. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმებით სხვაობა არ გამოვლენილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 10 დეკემბრის აქტი (ტ.I, ს.ფ.87-89).

 

4.2. 2015 წლის 10 დეკემბრის რევიზიის აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №4---- ბრძანება და 2015 წლის 21 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, ი/მ „ტა-----–---------ის“ გადასახდელად დაერიცხა სულ 8165.15 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 4952 ლარი, ჯარიმა 2476 ლარი და საურავი 737.15 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №4---- ბრძანება (ტ.I, ს.ფ.85-86);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა (ტ.I, ს.ფ.84).

 

4.3. ი/მ „ტა-----–---------ემ“ საჩივრით მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.

 

საჩივრის თანახმად, არ არსებობს ი/მ „ტა-----–---------ისათვის“ თანხის დაკისრების საფუძველი, რადგან გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს და ანგარიშსწორებებს ახორციელებდა ბა----------–---–ი, რომელსაც უნდა დაეკისროს ი/მ „ტა-----–---------ეზე“ დარიცხული ყველა გადასახადი, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, შემოწმებით გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვრა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით და ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი/მითითებული არ არის ხარჯის დამდასტურებელი დოკუმენტის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს დასაბეგრი შემოსავლის კორექტირების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი/მ „ტა-----–---------ის“ საჩივარი (ტ.I, ს.ფ.10);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (ტ.I, ს.ფ.76-78).

 

4.4. საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით, განხორციელდა ი/მ „გი----------–---–ის“ - 2013 წლის 9 ივლისიდან 2015 წლის 21 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რის საფუძველზეც შედგა 2015 წლის 10 დეკემბრის აქტი.

 

რევიზიის აქტის თანახმად, ი/მ „გი----------–---–ის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. გამოძიებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივი მმართველია ბა----------–---–ი. შემოწმების მიხედვით, 2013 წელს გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალს წარმოადგენდა 63435 ლარი, საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები - 4666 ლარს, გამოქვითვები სულ 55776 ლარს, მათ შორის, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 12654 ლარს, გაცემული ხელფასი 43122 ლარს. შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, შეადგენდა 12325 ლარს, რაც 11325 ლარით მეტია დეკლარირებულთან შედარებით. სხვაობა გამოსაქვით ხარჯებში გამოწვეულია შემდეგი გარემოებით - შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტურად დაუდასტურებულმა ხარჯმა შეადგინა 1623 ლარი. სხვა გამოქვითვებში დოკუმენტურად დაუდასტურებელმა ხარჯმა შეადგინა 9702 ლარი.

 

შემოწმებით 2014 წელს ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 16447 ლარს, გამოქვითვები სულ 10257 ლარს, მათ შორის შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 889 ლარს, გაცემული ხელფასი 9368 ლარს. შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, შეადგენს 6190 ლარს, რაც 5390 ლარით მეტია დეკლარირებულთან შედარებით. სხვაობა გამოსაქვით ხარჯებში გამოწვეულია შემდეგი გარემოებით - შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტურად დაუდასტურებელმა ხარჯმა შეადგინა 5390 ლარი. ხელფასის სახით და მასთან გათანაბრებული განაცემები 2013 წლის 9 ივლისიდან-2015 წლის 21 იანვრამდე პერიოდზე შეადგენდა 52490 ლარს, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი შეადგენდა 10498 ლარს. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმებით სხვაობა არ გამოვლენილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 10 დეკემბრის აქტი (ტ.II, ს.ფ.63-67).

 

4.5. 2015 წლის 10 დეკემბრის რევიზიის აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №4---- ბრძანება და 2015 წლის 17 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, ი/მ „გი----------–---–ს“ გადასახდელად დაერიცხა სულ 7411.39 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 4421 ლარი, ჯარიმა 1672 ლარი და საურავი 1318.39 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №4---- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.61-62);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნა (ტ.II, ს.ფ.70).

 

4.6. ი/მ „გი----------–---–მა“ საჩივრით მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.

 

საჩივრის თანახმად, არ არსებობს ი/მ „გი----------–---–ისათვის“ თანხის დაკისრების საფუძველი, რადგან გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს და ანგარიშსწორებებს ახორციელებდა ბა----------–---–ი, რომელსაც უნდა დაეკისროს ი/მ „გი----------–---–ზე“ დარიცხული ყველა გადასახადი თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, შემოწმებით გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვრა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით და ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი/მითითებული არ არის ხარჯის დამდასტურებელი დოკუმენტის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს დასაბეგრი შემოსავლის კორექტირების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი/მ „გი----------–---–ის“ საჩივარი (ტ.II, ს.ფ.11);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (ტ.II, ს.ფ.104-106).

 

4.7. საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა ი/მ „რე----------ას“ - 2013 წლის 9 ივლისიდან 2015 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რის საფუძველზეც შედგა 2015 წლის 10 დეკემბრის აქტი.

 

რევიზიის აქტის თანახმად, ი/მ „რე----------ას“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. გამოძიებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივი მმართველია ბა----------–---–ი. შემოწმების მიხედვით, 2013 წელს გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალს წარმოადგენდა 47215 ლარი, საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები - 8968 ლარს, გამოქვითვები სულ 48263 ლარს, მათ შორის შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 15143 ლარს, გაცემული ხელფასი 33120 ლარს. შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, შეადგენდა 7920 ლარს, რაც 6920 ლარით მეტია დეკლარირებულთან შედარებით. სხვაობა გამოსაქვით ხარჯებში გამოწვეულია შემდეგი გარემოებით - შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტურად დაუდასტურებულმა ხარჯმა შეადგინა 161 ლარით ნაკლები, ვიდრე დეკლარირებულმა. სხვა გამოქვითვებში დოკუმენტურად დაუდასტურებელმა ხარჯმა შეადგინა 6759 ლარი. წარმოდგენილი მასალებით და ფინანსთა სამინისტროს ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით 2014 წელს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება არ უფიქსირდება. ხელფასის სახით და მასთან გათანაბრებული განაცემები 2013 წლის 9 ივლისიდან-2015 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდზე შეადგენდა 33120 ლარს, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი შეადგენდა 6624 ლარს. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმებით სხვაობა არ გამოვლენილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 10 დეკემბრის აქტი (ტ.III, ს.ფ.59-62).

 

4.8. 2015 წლის 10 დეკემბრის რევიზიის აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №4---- ბრძანება და 2015 წლის 18 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, ი/მ „რე----------ას“ გადასახდელად დაერიცხა სულ 2753.33 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 1384 ლარი, ჯარიმა 692 ლარი და საურავი 677.33 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №4---- ბრძანება (ტ.III, ს.ფ.57-58);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნა (ტ.III, ს.ფ.56).

 

4.9. ი/მ „რე----------ამ“ საჩივრით მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.

 

საჩივრის თანახმად, არ არსებობს ი/მ „რე----------ასათვის“ თანხის დაკისრების საფუძველი, რადგან გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს და ანგარიშსწორებებს ახორციელებდა ბა----------–---–ი, რომელსაც უნდა დაეკისროს ი/მ „რე----------აზე“ დარიცხული ყველა გადასახადი თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, შემოწმებით გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვრა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით და ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი/მითითებული არ არის ხარჯის დამდასტურებელი დოკუმენტის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს დასაბეგრი შემოსავლის კორექტირების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი/მ „რე----------ას“ საჩივარი (ტ.III, ს.ფ.10);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (ტ.III, ს.ფ.50-52).

 

4.10. საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა ი/მ „ქე-----------–---–ის“ - 2013 წლის 6 ივნისიდან 2015 წლის 21 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რის საფუძველზეც შედგა 2015 წლის 10 დეკემბრის აქტი.

 

რევიზიის აქტის თანახმად, ი/მ „ქე-----------–---–ის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. გამოძიებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივი მმართველია ბა----------–---–ი. შემოწმების მიხედვით, 2013 წელს გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალს წარმოადგენდა 99985 ლარი, საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები - 1495 ლარს, გამოქვითვები სულ 29224 ლარს, მათ შორის შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 13949 ლარს, გაცემული ხელფასი 15275 ლარს. შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, შეადგენდა 72256 ლარს, რაც 71256 ლარით მეტია დეკლარირებულთან შედარებით. სხვაობა გამოსაქვით ხარჯებში გამოწვეულია შემდეგი გარემოებით - შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტურად დაუდასტურებულმა ხარჯმა შეადგინა 3835 ლარი. სხვა გამოქვითვებში დოკუმენტურად დაუდასტურებელმა ხარჯმა შეადგინა 67421 ლარი. ხელფასის სახით და მასთან გათანაბრებული განაცემები 2013 წლის 6 ივნისიდან-2015 წლის 21 იანვრამდე პერიოდზე შეადგენდა 15275 ლარს, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი შეადგენდა 3055 ლარს. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმებით სხვაობა არ გამოვლენილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 10 დეკემბრის აქტი (ტ.IV, ს.ფ.79-82).

 

4.11. 2015 წლის 10 დეკემბრის რევიზიის აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №4---- ბრძანება და 2015 წლის 18 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, ი/მ „ქე-----------–---–ს“ გადასახდელად დაერიცხა სულ 26466.06 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა 14251 ლარი, ჯარიმა 7126 ლარი და საურავი 5089.06 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №4---- ბრძანება (ტ.IV, ს.ფ.83-84);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა (ტ.IV, ს.ფ.85).

 

4.12. „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №0-------- შეტყობინებით ქე-----------–---–ის ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №0-------- შეტყობინება (ტ.IV, ს.ფ.86).

 

4.13. ი/მ „ქე-----------–---–მა“ საჩივრით მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №0-------- შეტყობინებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის №5647 ბრძანების გაუქმება.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, შემოწმებით გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვრა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით და ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი/მითითებული არ არის ხარჯის დამდასტურებელი დოკუმენტის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს დასაბეგრი შემოსავლის კორექტირების საფუძველი. ამასთან, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო დავალიანება, მართებულია მის მიმართ „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №0-------- შეტყობინების გამოცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (ტ.IV, ს.ფ.14-18).

 

4.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით ბა----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

განაჩენის თანახმად, ი.მ „ბა----------–---–ი“ (ს/ნ 01--------7), დაფუძნდა 1998 წლის 19 აგვისტოს. დირექტორად რეგისტრირებულია ბა----------–---–ი. 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდში ი.მ „ბა----------–---–ის“ (ს/ნ 01--------7), ი.მ „ენ--------–---–ის“ (ს/ნ/ 01--------5), ი.მ „ქე-----------–---–ის“ (ს/ნ 01--------2), შპს „რჩ----–---------ის“ (ს/ნ 41------0), ი.მ „ავ--------–--------–--ის“ (ს/ნ 01--------9), ი.მ „გუ-–-------------–--ის“ (ს/ნ 01--------1), ი.მ „მა-------------ის“ (ს/ნ 01--------5), ი.მ „გო-----–------ის“ (ს/ნ 01--------4), ი.მ „ტა-----–---------ის“ (ს/ნ 01--------6), ი.მ „გი----------–---–ის“ (ს/ნ 02--------5), ი.მ „ირ---–------------ას“ (ს/ნ 01--------0), ი.მ „გიორგი გურაბანიძის“ (ს/ნ 01--------0), ი.მ „თე--------–------ის“ (ს/ნ 01--------0), ი.მ „ირ----------–---–ის“ (ს/ნ 01--------1), ი.მ „გრ-----–----------ის“ (ს/ნ 01--------6), ი.მ „ფრ--------------ის“ (პ/ნ 25--------8) და ი.მ „რე----------ას“ (პ/ნ 02--------9) მიერ, ქ.თბილისის, ნ----–----------------ს გამგეობის დაფინანსებით შესრულდა ქ.თბილისში, თემქის უბნის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები. ი.მ „ბა----------–---–ის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ბა----------–---–მა, რომელიც, ასევე, ფაქტობრივად წარმართავდა ზემოხსენებული სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობას, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა ქ.თბილისის ნ----–----------------ს გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ქ.თბილისში, თემქის უბნის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, ქ. თბილისში, ნ----–----------------ს გამგეობისათვის წარდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა №2) ბა----------–---–მა შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც მან ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები. ზემოაღნიშნული ხერხით, ბა----------–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ქ.თბილისის ნ----–----------------ს გამგეობის კუთვნილ ფულად თანხებს ჯამში 380 776 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბა----------–---–ის ბრალდება, რომ მან ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

თავად ბრალდებულ ბა----------–---–ის და მოწმეების ჩვენებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბა----------–---–ის ინიციატივით, მასთან დაახლოებული პირები დარეგისტრირდნენ ინდ.მეწარმეებად არა უშუალოდ მათი სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, არამედ ბა----------–---–ის თხოვნით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე; სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ბა----------–---–ი იყო სხვა პირების სახელზე შექმნილი სამეწარმეო კომპანიების ფაქტობრივი მმართველი და მინდობილობის საფუძველზე, ამ კომპანიების სახელით, თავისი შეხედულებისამებრ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და განკარგავდა იმ თანხებს, რაც აღნიშნულ ინდ.მეწარმეთა საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა; სასამართლომ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეები სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების მიზნით უშუალოდ ბა----------–---–თან ამყარებდნენ კონტაქტს, ეს უკანასკნელი მიდიოდა ობიექტზე, ნახულობდა შესასრულებელ სამუშაოს, წარმოადგენდა ხარჯთაღრიცხვას, მეთვალყურეობდა სარემონტო სამუშაოებს, ადგენდა შესრულებული სამუშაოების აქტებს (ფორმა №2) და წარადგენდა გამგეობაში, ადგენდა მიღება-ჩაბარების აქტებს, რომელზეც ხელს ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად აწერდა ბა----------–---–იც. მოწმეთა ჩვენებებით და უდავოდ გახდილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბა----------–---–ს ყოველგვარი ხელშეკრულებებისა და ოფიციალური დოკუმენტაციის გარეშე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ყავდა ინდ.მეწარმეებად დარეგისტრირებული პირები და ბუღალტერიის გვერდის ავლით უხდიდა გარკვეულ გასამრჯელოს.

 

ბრალდებულ ბა----------–---–ის აღიარებითი ჩვენებით და შუალედური რევიზიის დასკვნით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში ნ----–----------------ს გამგეობისათვის წარდგენილ ფორმა №2-ებში ბა----------–---–ს შეჰქონდა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად ზრდიდა საცხოვრებელის სახლების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებას, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა გამგეობის კუთვნილ თანხას და ამ გზით ნ----–----------------ს გამგეობას მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ამის თაობაზე შუალედური რევიზიის აქტში აღნიშნულია, რომ ბა----------–---–ის ინიციატივით დაფუძნებული ინდ.მეწარმეების საქმიანობის შედეგად, რომელსაც უშუალოდ ბა----------–---–ი ახორციელებდა, 2013-2014 წლებში შესრულებულ სამუშაოთა მთლიანი ღირებულება ობიექტებზე შესრულებულად ნაჩვენებია 1 555 354 ლარი, ხოლო შესრულებულ სამუშაოთა აქტებში (ფორმა №2) და დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტობრივ დანახარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 491 241 ლარი; ექსპერტების ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ გამგეობიდან მიღებული თანხა ზედმეტად მოთხოვნილი დღგ-ს გარეშე შეადგენდა 380 776 ლარს.

 

განაჩენის მიხედვით სასამართლომ განმარტა, რომ თაღლითობა ხშირად დაკავშირებულია ყალბი დოკუმენტის წარდგენასთან, რაც თითქოსდა კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისთვის ქონების გადასაცემად. კონკრეტულ შემთხვევაშიც ბა----------–---–ს შეჰქონდა რა არასწორი მონაცემები ფორმა #2-ებში, ამით თითქოსდა კანონიერად ეუფლებოდა გამგეობის ფულად თანხებს, რითაც ახორციელებდა თაღლითურ ქმედებას. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით, თავად ბრალდებულ ბა----------–---–ის ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებით, შუალედური და თემატური რევიზიის აქტებით და საქმის სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც კანონით დადგენილი წესით არიან მოპოვებული და სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, სამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბა----------–---–ი, როგორც საბუღალტრო, ასევე სარემონტო სამუშაოებისათვის განკუთვნილ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შედგენით, თაღლითურად დაეუფლა ფულად თანხას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი (ტ.I, ს.ფ.231-252).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ოქტომბრისა და 2016 წლის 08 დეკემბრის განჩინებებით საქმე №3--------, №3--------, №3-------- და №3-------- ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეებს მიენიჭა №3--------.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი პირველი, მე-9, 61-ე , 64-ე, 79-ე, მე-80 , მე-100, 238-ე, 239-ე, 255-ე, 268-ე, 299-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სადავო, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №4---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- საჩივარზე), სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №4---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- საჩივარზე), სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №4---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- საჩივარზე), სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №4---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №0-------- შეტყობინება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- და №1--------- საჩივრებზე), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით/დავალებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის აქტი ითვლება საგადასახადო შემოწმების აქტად.

 

მითითებული კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად

 

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსათვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ.

 

მითითებული კოდექსის 64-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად კი, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა; ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; გ) ამ კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენდა, რომ მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა საჩივრდება დავების განხილვის საბჭოში.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა ი/მ „ტა-----–---------ის, ი/მ გი----------–---–ის“ ი/მ „რე----------ასა“ და ი/მ „ქე-----------–---–ის“ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რაც გახდა საფუძველი მათთვის დამატებითი გადასახადის გადახდის დაკისრებისა.

 

მოსარჩელეების წარმომადგენლები სადავოდ ხდიან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს და მიუთითებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენზე.

 

სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლო მოიხმობს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია - რეზიდენტი ფიზიკური პირი.

 

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

 

მითითებული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

 

ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, კი სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 

მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის რევიზიის აქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივი მმართველი იყო ბა----------–---–ი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით ბა----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდებულ ბა----------–---–ის და მოწმეების ჩვენებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბა----------–---–ის ინიციატივით, მასთან დაახლოებული პირები დარეგისტრირდნენ ინდ.მეწარმეებად არა უშუალოდ მათი სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, არამედ ბა----------–---–ის თხოვნით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ბა----------–---–ი იყო სხვა პირების სახელზე შექმნილი სამეწარმეო კომპანიების ფაქტობრივი მმართველი და მინდობილობის საფუძველზე, ამ კომპანიების სახელით, თავისი შეხედულებისამებრ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და განკარგავდა იმ თანხებს, რაც აღნიშნულ ინდ.მეწარმეთა საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა. სასამართლომ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეები სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების მიზნით უშუალოდ ბა----------–---–თან ამყარებდნენ კონტაქტს, ეს უკანასკნელი მიდიოდა ობიექტზე, ნახულობდა შესასრულებელ სამუშაოს, წარმოადგენდა ხარჯთაღრიცხვას, მეთვალყურეობდა სარემონტო სამუშაოებს, ადგენდა შესრულებული სამუშაოების აქტებს (ფორმა №2) და წარადგენდა გამგეობაში, ადგენდა მიღება-ჩაბარების აქტებს, რომელზეც ხელს ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად აწერდა ბა----------–---–იც. მოწმეთა ჩვენებებით და უდავოდ გახდილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბა----------–---–ს ყოველგვარი ხელშეკრულებებისა და ოფიციალური დოკუმენტაციის გარეშე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ყავდა ინდ.მეწარმეებად დარეგისტრირებული პირები და ბუღალტერიის გვერდის ავლით უხდიდა გარკვეულ გასამრჯელოს. ბა----------–---–ის ინიციატივით დაფუძნებული ინდ.მეწარმეების საქმიანობის შედეგად, რომელსაც უშუალოდ ბა----------–---–ი ახორციელებდა, 2013-2014 წლებში შესრულებულ სამუშაოთა მთლიანი ღირებულება ობიექტებზე შესრულებულად ნაჩვენებია 1 555 354 ლარი, ხოლო შესრულებულ სამუშაოთა აქტებში (ფორმა №2) და დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტობრივ დანახარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 491 241 ლარი; ექსპერტების ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ გამგეობიდან მიღებული თანხა ზედმეტად მოთხოვნილი დღგ-ს გარეშე შეადგენდა 380 776 ლარს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხების პოზიციას, რომ მარტოოდენ დეკლარაციის წარდგენა მოსარჩელის სახელით არის საკმარისი საფუძველი პირის გადასახადის გადამხდელად მიჩნევისა და მისთვის საგადასახადო ვალდებულების დაკისრებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დაბეგვრის მიზნებისათვის, პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფაქტის დასადგენად საჭიროა ორი წინაპირობა კუმულატიურად არსებობდეს: (1) პირი ფაქტობრივად უნდა ასრულებდეს საქმიანობას და (2) ეს საქმიანობა მოგების მიზნით უნდა ხორციელდებოდეს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ შეუსწავლიათ, მოსარჩელეების მიერ ხორციელდებოდა თუ არა საქმიანობა და ეს საქმიანობა მიმართული იყო თუ არა მოგების მიღებისაკენ მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ რევიზიის ჩატარების დროისათვის ცნობილი იყო, რომ უშუალოდ ბა----------–---–ის მიერ ხორციელდებოდა ეკონომიკური საქმიანობა და სწორედ მისი თხოვნით დარეგისტრირდნენ მოსარჩელეები ინდივიდუალურ მეწარმეებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართოს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ახლავს გადასახადის გადამხდელის უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგადასახადო პასუხისმგებლობის გამოყენება, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებულად არგუმენტირებული, რამეთუ პირდაპირ უკავშირდება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის, პირის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებს. საგადასახადო ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რატომ არ გაითვალისწინა კონკრეტული მტკიცებულებები ან პირიქით - რის საფუძველზე მიანიჭა კონკრეტულ მტკიცებულებას უპირატესობა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა აღნიშნული ნორმები და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული იყვნენ შეესწავლათ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, რამდენად მიზანშეწონილი და მართლზომიერი იყო მოსარჩელეთათვის 2015 წლის 10 დეკემბრის რევიზიის აქტებით დარიცხული თანხების გადახდის დაკისრება.

 

აღნიშნული გარემოების დადგენის შემდეგ კი უნდა მოხდეს შესწავლა ი.მ „ქე-----------–---–ის“ მიმართ რამდენად მართლზომიერად გავრცელდა „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №0-------- შეტყობინებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები - საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ზემოაღნიშნული აქტები და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელეების მიმართ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოსარჩელე - ტა-----–---------ეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 245 (ორასორმოცდახუთი) ლარი, მოსარჩელე - გი----------–---–ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 223 (ორასოცდასამი) ლარი, მოსარჩელე - რე----------ას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, ხოლო მოსარჩელე - ი/მ „ქე-----------–---–ს“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 794 (შვიდასოთხმოცდათოთმეტი) ლარი, რომელთა გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ტა-----–---------ის, გი----------–---–ის, რე----------ასა და ი/მ „ქე-----------–---–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №4---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- საჩივარზე), სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №4---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- საჩივარზე), სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №4---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №0---- საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- საჩივარზე), სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №4---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №0-------- შეტყობინება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება (№1--------- და №1--------- საჩივრებზე).

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელეთა მიმართ.

 

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტა-----–---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 245 (ორასორმოცდახუთი) ლარის ანაზღაურება.

 

6. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გი----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 223 (ორასოცდასამი) ლარის ანაზღაურება.

 

7. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რე----------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

8. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ი/მ „ქე-----------–---–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 794 (შვიდასოთხმოცდათოთმეტი) ლარის ანაზღაურება.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე