1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან, თუ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
11. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.
2. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ, გარდა დადგენილებისა სახდელის ზომად გაფრთხილების გამოყენების შესახებ, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე აკისრებენ ჯარიმას, რომელსაც ადგილზევე გადაახდევინებენ.
3. ამ კოდექსის 208-ე და 2082
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას, თუ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2901 მუხლის მე-6 ნაწილითა და 2904 მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ.
[
4. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით, 290
1
მუხლის მე-3 ნაწილითა და 290
4
მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
5. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებას აღსასრულებლად მიაქცევს დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026