მუხლი 281. დადგენილების გაუქმების შედეგები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტით
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 281-ე მუხლი · სასკ 281
თავი XXII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება და გაპროტესტება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს გადახდევინებული ფულადი თანხების, სასყიდლით ჩამორთმეული ან კონფისკაციაქმნილი საგნების დაბრუნებას, აგრეთვე ადრე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას. თუ საგნის დაბრუნება შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება.
პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დაკისრებით მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XXII1. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრება
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-377(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით…
მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე, 2341-ე, 236-ე, 237-ე მე-40, 260-ე, 281-ე მუხლებზე, მიიჩნია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შემთხვევის ადგილზე სრულფასოვნად არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა 2014 წლის…
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 281-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, მუხლი 281. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28216/muxli-281/