ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ამნისტიის აქტის გამოყენებისას, თუ ის აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;
ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას;
გ) იმ სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის მიერ საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი ქმედებისთვის მისი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების შემთხვევაში, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება;
დ) იმ პირის გარდაცვალებისას, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება.
საქართველოს 2018 წლის 7 მარტის
კანონი №2045 – ვებგვერდი, 26.03.2018