საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 285. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების გადადება
1. იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამოც ადმინისტრაციული პატიმრობის, გამასწორებელი სამუშაოების ან ჯარიმის (გარდა ჯარიმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე გადახდევინებისა) სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება შეუძლებელია, დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დადგენილების აღსრულება გადადოს 1 თვემდე ვადით.
2. საომარი მდგომარეობის დროს ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული სამხედრო მოსამსახურის და სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულება გადავადდება საომარი მდგომარეობის დასრულებამდე. აღნიშნული მოსამსახურის/პირის სამხედრო/სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აღასრულებს გამოტანილ დადგენილებას ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ.
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ამნისტიის აქტის გამოყენებისას, თუ ის აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;
ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას;
გ) იმ სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის მიერ საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი ქმედებისთვის მისი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების შემთხვევაში, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება;
დ) იმ პირის გარდაცვალებისას, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.
ქუთაისი, 7 მარტი 2018 წ. N2045-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 07.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2045-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.018781.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2045-IIს, 07.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018781 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4100799/