განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---310018002677833
საქმე №3ბ/749-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - შოთა გეწაძე, ილონა თოდუა
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი- რ------------–---ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ჯ----------------ი“;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტების მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ----------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 ივლისის №--------, 2018 წლის 09 ივლისის №--------, №--------, №--------, 2018 წლის 12 ივლისის №--------, 2018 წლის 16 ივლისის №--------, №--------, №--------, 2018 წლის 19 ივლისის №--------, 2018 წლის 23 ივლისის №--------, №--------, 2018 წლის 24 ივლისის №--------, 2018 წლის 27 ივლისის №--------, №--------, №--------, 2018 წლის 30 ივლისის №--------, №--------, №--------, №-------- და 2018 წლის 13 ივლისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 ივლისის №----------, 2018 წლის 09 ივლისის №----------, №----------, №----------, 2018 წლის 12 ივლისის №----------, 2018 წლის 16 ივლისის №----------, №----------, №----------, 2018 წლის 19 ივლისის №----------, 2018 წლის 23 ივლისის №----------, №----------, 2018 წლის 24 ივლისის №----------, 2018 წლის 27 ივლისის №----------, №E---------, №----------, 2018 წლის 30 ივლისის №----------, №----------, №----------, №---------- და 2018 წლის 13 ივლისის №---------- საგადასახადო მოთხოვნები;ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №----- ბრძანებები; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებები №-----------, №--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საჩივრებთან დაკავშირებით;
დადგენილი ფაქტები:
2018 წლის 02 ივლისს, 2018 წლის 09 ივლისს, 2018 წლის 12 ივლისს, 2018 წლის 16 ივლისს, 2018 წლის 19 ივლისს, 2018 წლის 23 ივლისს, 2018 წლის 24 ივლისს, 2018 წლის 27 ივლისს, 2018 წლის 30 ივლისს და 2018 წლის 13 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „ჯ----------------ის“ მიმართ შედგენილია №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №--------, №-------- და №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 30.06.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №3------------- აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 2 550 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 1462.4 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R------------- . 05.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №--- 06.07.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 640 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 366.9 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით REG-69009/3755, 05.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №319, 06.07.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 900 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 516 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით REG-69009/3756, 05.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №319, 06.07.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 780 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 447.2 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 10.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №---, 11.07.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 1070 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 613.2 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 12.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №---, 13.07.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 600 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 343.8 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 14.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №---, 15.07.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 20 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 11.5 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 15.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №--- 16.07.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 2760 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 1582.4 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 18.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №---, 19.07.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 4610 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 2644.4 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 19.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები №---, 20.07.2018, აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 2710 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 1554 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 21.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №---, 22.07.2018 აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 3490 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 2000.1 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R------------0, 22.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №---, 23.07.2018 აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 2160 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 1237.9 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R------------8, 28.06.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტები №---, 24.07.2018, N--- ნაწილი 25.07.2018, N--7 26.07.2018, აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 3210 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 962.3 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 29.06.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №--- ნაწილი 25.07.2018 აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 2700 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 808.9 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 29.06.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი პროპილენი გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №--- ნაწილი 25.07.2018 აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 490 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 146.8 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით REG-69009/4123, 25.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №--- ნაწილი 26.072018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 1250 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 716.7 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R------------- 25.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №--- ნაწილი 26.07.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 1910 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 1095.2 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, 25.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №---, 27.07.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 2620 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 1502.7 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------- 28.07.2018, გადაადგილებული ტრანზიტული საქონელი მეთანოლი (მეთილის სპირტი) გამოცხადდა შპს „შ----------------------–ის“ საბაჟო საწყობში, სადაც კერძო სურვეიერული კომპანიის მიერ განხორციელდა აზომვითი სამუშაოები და გაფორმდა ვაგონებიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის აქტი №---, 29.07.2018. აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 2530 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 1450.7 ლარით.
№-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შპს „ბ---------------------------–ში“ გამოცხადდა ბუტანით დატვირთული ვაგონი, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით R-------------, აზომვების შედეგად დადგინდა (აზომვის აქტები: 1-------------------------), რომ საქონლის დანაკლისმა შეადგინა 1850 კგ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 571.65 ლარით (ს.ფ. 34-107, ტ I);
2018 წლის 02 ივლისს , 2018 წლის 09 ივლისს , 2018 წლის 09 ივლისს , 2018 წლის 12 ივლისს, 2018 წლის 16 ივლისს , 2018 წლის 19 ივლისს , 2018 წლის 23 ივლისს , 2018 წლის 24 ივლისს, 2018 წლის 27 ივლისს, 2018 წლისს 30 ივლისს , 2018 წლის 13 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „ჯ----------------ის“ მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გამოცემულ იქნა №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №E---------, №----------, №----------, №----------, №----------, №---------- და №---------- საგადასახადო მოთხოვნები.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 442.4 ლარის ოდენობით და აქციზი - 1020 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ -110.9 ლარის ოდენობით და აქციზი - 256 ლარის ოდენობით. №---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 156 ლარის ოდენობით და აქციზი - 360 ლარის ოდენობით
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 135.2 ლარის ოდენობით და აქციზი - 312 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 185.2 ლარის ოდენობით და აქციზი 428 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ -103.8 ლარის ოდენობით და აქციზი - 240 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 3.5 ლარის ოდენობით და აქციზი - 8 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 478.4 ლარის ოდენობით და აქციზი - 1104 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 800.4 ლარის ოდენობით და აქციზი - 1844 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 470 ლარის ოდენობით და აქციზი - 1084 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 604.1 ლარის ოდენობით და აქციზი 1396 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 373.9 ლარის ოდენობით და აქციზი 864 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 962.3 ლარის ოდენობით .
№E--------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 808.9 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 146.8 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 216.7 ლარის ოდენობით და აქციზი 500 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 331.2 ლარის ოდენობით და აქციზი 764 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 454.7 ლარის ოდენობით და აქციზი - 1048 ლარის ოდენობით.
№---------- საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 438.7 ლარის ოდენობით და აქციზი - 1012 ლარის ოდენობით.
№EL69604/612 საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ - 349.65 ლარის ოდენობით და აქციზი -222 ლარის ოდენობით (ს.ფ. 32-108, ტ I);
2018 წლის 30 ივლისს შპს „ჯ----------------მა“ ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 ივლისის №----------, 2018 წლის 09 ივლისის №----------, №----------, №---------- , 2018 წლის 12 ივლისის №----------, 2018 წლის 16 ივლისის №----------, №----------, №----------, 2018 წლის 19 ივლისის №----------, 2018 წლის 23 ივლისის №----------, №----------, 2018 წლის 24 ივლისის №----------, 2018 წლის 27 ივლისის №----------, №E---------, №----------, 2018 წლის 30 ივლისის №----------, №----------, №----------, №---------- და 2018 წლის 13 ივლისის №---------- საგადასახადო მოთხოვნების გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, № 22088, № 21892, №-----, № 21898, №-----, №----- ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა(ს.ფ. 149-229, ტ I).
შპს „ჯ----------------მა“ ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დეპარტამენტის 2018 წლის 02 ივლისის №--------, 2018 წლის 09 ივლისის №--------, №--------, №--------, 2018 წლის 12 ივლისის №--------, 2018 წლის 16 ივლისის №--------, №--------, №--------, 2018 წლის 19 ივლისის №--------, 2018 წლის 23 ივლისის №--------, №--------, 2018 წლის 24 ივლისის №--------, 2018 წლის 27 ივლისის №--------, №--------, №--------, 2018 წლის 30 ივლისის №--------, №--------, №--------, №-------- და 2018 წლის 13 ივლისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 02 ივლისის №----------, 2018 წლის 09 ივლისის №----------, №----------, №---------- , 2018 წლის 12 ივლისის №----------, 2018 წლის 16 ივლისის №----------, №----------, №----------, 2018 წლის 19 ივლისის №----------, 2018 წლის 23 ივლისის №----------, №----------, 2018 წლის 24 ივლისის №----------, 2018 წლის 27 ივლისის №----------, №E---------, №----------, 2018 წლის 30 ივლისის №----------, №----------, №----------, №---------- და 2018 წლის 13 ივლისის №---------- საგადასახადო მოთხოვნებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, №-----, № 22088, № 21892, №-----, № 21898, №-----, №----- ბრძანებების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებებით №-----------, №---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, საჩივრები არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 311-352 ტ I) (ს.ფ 1-99 ტ II ).
დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
განსახილველ შემთხვევაში შპს „ჯ----------------ის“ მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწნებული საგადასახადო სამართალდარღვევა სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი აქვს სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებას ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. ამრიგად, გადასახადის გადამხდელისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ერთმნიშვნელოვნად და ნათლად უნდა ირკვეოდეს და დგინდებოდეს პირის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსი, არსებობდეს პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების თანმხლები მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დასტურდებოდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, რაც ნიშნავს, რომ რომელიმე მოცემული ელემენტის არარსებობა განაპირობებს აღნიშნული ნორმის გამოყენების უკანონობას.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს ,,ჯ----------------ის“ საქონლის გადამოწმებისას გამოვლინდა სხვაობა დოკუმენტურად აღრიცხულ და ფაქტობრივად არსებულ საქონელს შორის. სწორედ დანაკლისის გამოვლენა გახდა საფუძველი საწარმოს მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმების შედგენისთვის. საგულისხმოა, რომ დოკუმენტებში მითითებულ ოდენობასა და ფაქტობრივად არსებული საქონლის ოდენობას შორის სხვაობის არსებობას მოსარჩელე სადავოდ არ ხდის. მნიშვნელოვანია, რომ დანაკლისის აღმოჩენისას/გამოვლენისას სსიპ შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განახორციელოს აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება, რაც გამოიხატება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლასა და სამართალდარღვევის გამოვლენაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენა არის შემდგომი მოკვლევის დაწყების და არა პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის უპირობო და საკმარისი საფუძველი. იმისათვის, რომ დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს დანაკლისი გამოწვეული იყო თუ არა შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებით ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევით, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემდგომ, - გამოიწვია თუ არა მან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დანაკლისის აღმოჩენისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა შპს „ჯ----------------ის“ მართლსაწინააღმდეგო ქმედება (შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა) და საქონლის განადგურება/დაკარგვა/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება. აღნიშნული გარემოებების დადგენის გარეშე სახეზე არ გვაქვს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საკმარისი საფუძველი, რამეთუ მითითებული მუხლით კანონმდებელი სანქციის დაკისრებას უკავშირებს არა დანაკლისის გამოვლენას, არამედ დანაკლისის კონკრეტული ქმედებებით გამოწვევას.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოსარჩელის განმარტებას, რომ არ განუკარგავს, დაუკარგავს ან გაუნადგურებია საქონელი, ასევე, არ განუხორციელებია აღნიშნულის გამომწვევი მოქმედება და რომ საქონლის გადმოტვირთვა მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი არის შესაძლებელი და აღნიშნულისათვის საჭიროა გარკვეული დრო, რისი განხორციელებაც და ამისთვის საკმარისი დროის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მოძრაობისას არ დასტურდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას. განსახილველ შემთხვევაში შპს „ჯ----------------ის“ მიმართ მითითებული ნორმის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი არ არის. შესაბამისად, უნდა მივიჩნიოთ, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ვაგონებზე არსებული საიდენტიფიკაციო ნიშნების (ლუქების) მთლიანობა დარღვეული/დაზიანებული არ ყოფილა, ასევე, სატრანსპორტო საშუალებებზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებები არ იძლეოდა საიდენტიფიკაციო საშუალების დაზიანების გარეშე ვაგონებში შეღწევის შესაძლებლობას. სასამართლომ განმარტა, ადგილი რომ ჰქონოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევებს, დანაკლისის არსებობა შესაძლოა მიჩნეულიყო შპს „ჯ----------------ის“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეულ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის დაკარგვად, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, ხოლო საქონლის გადმოტვირთვა მხოლოდ სპეციალური პროცედურის დაცვითაა შესაძლებელი, საგადასახადო ორგანო, სათანადო წესით დალუქულ ტრანსპორტში აღმოჩენილი დანაკლისის დანაკარგად მიჩნევამდე ვალდებული იყო, დაედგინა და დაესაბუთებინა, თუ რა გზით იყო შესაძლებელი დალუქული ტრანსპორტიდან ფაქტობრივად არსებული საქონლის დაკარგვა, იძლეოდა თუ არა სატრანსპორტო საშუალება ლუქის დაუზიანებლად შეღწევის საშუალებას, ასევე, ტვირთების სახეობიდან გამომდინარე, იყო თუ არა შესაძლებელი მათი დაკარგვა, განკარგვა ან განადგურება ტრანსპორტირების პროცესში, რასაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები ვერ ასაბუთებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია მატარებლების მოძრაობის გრაფიკი, რომელში მოცემული მატარებლების დაყოვნების გრაფიკიც ვერ მიუთითებს საფუძვლიან ეჭვზე, რომ საქართველოს საზღვრებს შიგნით სარკინიგზო ხაზზე გადაადგილებისას მოხდა ტვირთის ამოღება.
სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ არსებული საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დადგენაც. მართალია, სსიპ შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა აზომვის ზღვრული ოდენობით, თუმცა გასათვალისწინებელია საქონლის ბუნებრივი დანაკარგიც, რომლის ზღვრული ოდენობაც საგადასახადო ორგანოს მოცემული საქონლის მიმართ არ აქვს განსაზღვრული და შესაბამისად, მისი ოდენობაც გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის მითითებაზე, რომ დანაკლისი შესაძლებელია გამოწვეული იყოს გამომგზავნი ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთის ცისტერნებში ჩატვირთვისა და გაზომვის დროს დაშვებული შეცდომით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ მოუპოვებია ისეთი მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს აღნიშნულ გარემოებას და საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის განკარგვა/დაკარგვა/განადგურების ვარაუდს რეალურად/ნამდვილ ფაქტებად წარმოაჩენს და დაადასტურებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს. კონსტიტუციური პრინცებიდან გამომდინარე კი დაუშვებელია, რომ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა კი იმგვარად უნდა იქნას გაგებული, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე გამოცემა, ვინაიდან მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება, თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სსიპ შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლით რეგულირდება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის პირობები. ამ მუხლის მიხედვით, დეკლარანტი ანდა საქონლის გადამზიდველი ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციისათვის დადგენილი სხვა პირობების დაცვასთან ერთად, ვალდებულია საქონელი დანიშნულების ადგილზე მიიტანოს უცვლელ მდგომარეობაში გარდა იმ ცვლილებებისა, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგით. განსახილველ შემთხვევაში შპს „ჯ----------------ის“ მიერ ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი არ იქნა მიტანილი უცვლელ მდგომარეობაში დანიშნულების ადგილზე, რაც დასტურდება სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტით, რაც წარმოადგენს აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის პირობის დარღვევას. ზემოაღნიშნული გარემოება ადასტურებს სასქონლო ოპერაციის პირობების დარღვევის ფაქტს.
რაც შეეხება საქონლის უკანონო განკარგვის, დაკარგვის და განადგურების ფაქტს, საქონლის კანონიერი განკარგვა ხდება მისი საგადასახადო კოდექსით დადგენილი რომელიმე სასაქონლო ოპერაციაში მოქცევით, როგორც საქმის გარემოებებით ცნობილია, საქონელი არ მოქცეულა არცერთ სასაქონლო ოპერაციაში, რაც თავისთავად ადასტურებს, რომ მოხდა საქონლის უკანონოდ განკარგვა, შესაბამისად ადგილი აქვს სსკ-ის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის დისპოზიციაში აღნიშნულ ქმედებას, რისთვისაც ამავე მუხლით განსაზღვრულია სანქცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 პუნქტის დისპოზიციაზე და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომ ვაგონებზე არსებული საიდენტიფიკაციო ნიშნების (ლუქების) მთლიანობა არ დარღვეულა და მაშასადამე ადგილი არ და ვერ ექნებოდა ტრანსპორტირებული საქონლის „განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების“ ფაქტს. ტვირთების ნაწილის სახეობებიდან გამომდინარე გამორიცხულია მათი განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება ტრანსპორტირების პროცესში.
ზემოაღნიშნული ტვირთების ნაწილის დაცლა შესაძლებელია მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე შესაბამისი გაცხელებით და ისიც ნავთობტერმინალის სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით. შემოსავლების სამსახურს მიეწოდა საქართველოს რკინიგზიდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია ცისტერნების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ, რაც ასევე გამორიცხავს ცისტერნებიდან ტვირთის მოპარვის ფაქტს. აღნიშნული არგუმენტების მოშველიებით მოსარჩელე თვლის, რომ მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ქონია.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ დაეთანხმება, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით, დეკლარანტი ან/და საქონლის გადამზიდველი ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციისათვის დადგენილი სხვა პირობების დაცვასთან ერთად, ვალდებულია საქონელი დანიშნულების ადგილზე მიიტანოს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. განსახილველ შემთხვევაში კომპანიის მიერ ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი არ იქნა მიტანილი უცვლელ მდგომარეობაში დანიშნულების ადგილზე, რაც დასტურდება სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტით. დანაკლისი გასცდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 29 ივნისის N3376 ბრძანებით დამტკიცებულ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვებ ცდომილების ნორმებს, კონკრეტულად კი მოცემული საქონლის საერთო რაოდენობის 0.5%-ს, რაც წარმოადგენს აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, რისთვისაც ამავე მუხლით განსაზღვრულია სანქცია.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საიდენტიფიკაციო საშუალებები (ლუქები) დაზიანებული არ ყოფილა და საქართველოს რკინიგზა ადასტურებს, რომ ყველა ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში კომპანიის კუთვნილი ტვირთი შესაბამისი სარკინიგზო შემადგენლობით მოძრაობდა დადგენილი მარშუტით, ვერ გამოდგება იმის დამადასტურებელ არგუმენტად, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ქონია, რადგანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მარლთსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ანუ, საგადასახადო სამართალდარღვევა სახეზეა თუ ქმედება მარლთსაწინააღმდეგოა და ამ ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა მიუხედავად პირის ბრალეულობისა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-222-219(კ-14) განიმარტა, რომ სადაც საკასაციო საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანების ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 5.7. მუხლის თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ არის დადგენილი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად ჩაითვლება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)“ 1951 წლის 1 ნოემბრის შეთანხმების 43-ე მუხლის პირველი პარაგრაფით შესაბამისი საქონლისათვის გათვალისწინებულ ნორმაზე მეტი დანაკარგი.
„საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)“ 1951 წლის 01 ნოემბრის ( საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 01 ივლისიდან) შეთანხმების 43-ე მუხლის § 1-ს თანახმად, იმ ტვირთების შემთხვევაში, რომლებიც თავისი ბუნებრივი თვისებების შედეგად გადაზიდვისას განიცდის წონაში კლებას, გადამზიდავი, ტვირთის მიერ გავლილი მანძილის მიუხედავად, პასუხისმგებელია დანაკლისის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება ქვემოთ განსაზღვრულ პროცენტულ ნორმებს: თხევადი ტვირთების ან ნედლ (ნესტიან) მდგომარეობაში გადასაზიდად ჩაბარებული ტვირთების წონის ორი პროცენტი; მშრალი ტვირთების წონის ერთი პროცენტი. ტვირთებისათვის, რომლებიც გადაიზიდება დაყრით, ჩაყრით ან ჩასხმით, თუ ისინი გადაიტვირთება მსვლელობის დროს, მითითებული ნორმები იზრდება 0.3%-ით თითოეული გადატვირთვის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ჯ----------------ის“ მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე.
მითითებული ნორმის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევა სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი აქვს სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებას ან სასაქონლო ოპერაციის პირობების ისეთ დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. ამრიგად, გადასახადის გადამხდელისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ერთმნიშვნელოვნად და ნათლად უნდა ირკვეოდეს და დგინდებოდეს პირის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსი, არსებობდეს პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების თანმხლები მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დასტურდებოდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. სასამართლო განმარტავს, რომ რომელიმე მოცემული ელემენტის არარსებობა განაპირობებს აღნიშნული მუხლის გამოყენების უკანონობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „ჯ----------------ის“ საქონლის გადამოწმებისას გამოვლინდა სხვაობა დოკუმენტურად აღრიცხულ და ფაქტობრივად არსებულ საქონელს შორის. სწორედ დანაკლისის გამოვლენა გახდა საფუძველი საწარმოს მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმების შედგენისა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დანაკლისის აღმოჩენისას/გამოვლენისას სსიპ შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება, რაც გამოიხატება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლასა და სამართალდარღვევის გამოვლენაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. დანაკლისის აღმოჩენა არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, თუმცაღა არ არის უპირობო და საკმარისი საფუძველი პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის. იმისათვის, რომ დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს დანაკლისის გამომწვევი ქმედება იყო თუ არა აღნიშნული შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემდგომ - გამოიწვია თუ არა მან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. შესაბამისად, დანაკლისის აღმოჩენისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა შპს „ჯ----------------ის“ მართლსაწინააღმდეგო ქმედება (შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა) და საქონლის განადგურება/დაკარგვა/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება.
შპს „ჯ----------------ის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ არ განუკარგავს, დაუკარგავს ან გაუნადგურებია საქონელი, ასევე, არ განუხორციელებია აღნიშნულის გამომწვევი მოქმედება. იგი განმარტავს, რომ საქონლის გადმოტვირთვა მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი არის შესაძლებელი და აღნიშნულისათვის საჭიროა გარკვეული დრო, რისი განხორციელება და ამისთვის საკმარისი დროის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მოძრაობისას არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას. განსახილველ შემთხვევაში შპს „ჯ----------------ის“ მიმართ მითითებული ნორმის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენა არ მომხდარა. შესაბამისად, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ვაგონებზე არსებული საიდენტიფიკაციო ნიშნების (ლუქების) მთლიანობა დარღვეული/დაზიანებული არ ყოფილა, ასევე, სატრანსპორტო საშუალებებზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებები არ იძლეოდა საიდენტიფიკაციო საშუალების დაზიანების გარეშე ვაგონებში შეღწევის შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, იმის თაობაზე, რომ ადგილი რომ ჰქონოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევებს, დანაკლისის არსებობა შესაძლოა მიჩნეულიყო შპს „ჯ----------------ის“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეულ, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის დაკარგვად, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა და აღნიშნულს მოპასუხე სადავოდ არ ხდის, ხოლო საქონლის გადმოტვირთვა მხოლოდ სპეციალური პროცედურის დაცვითაა შესაძლებელი, საგადასახადო ორგანო, სათანადო წესით დალუქულ ტრანსპორტში აღმოჩენილი დანაკლისის დანაკარგად მიჩნევამდე, ვალდებული იყო დაედგინა და დაესაბუთებინა, თუ რა გზით იყო შესაძლებელი დალუქული ტრანსპორტიდან ფაქტობრივად არსებული საქონლის დაკარგვა, იძლეოდა თუ არა სატრანსპორტო საშუალება ლუქის დაუზიანებლად შეღწევის საშუალებას, ასევე, ტვირთების სახეობიდან გამომდინარე, იყო თუ არა შესაძლებელი მათი დაკარგვა, განკარგვა ან განადგურება ტრანსპორტირების პროცესში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია მატარებლების მოძრაობის გრაფიკი, რომელში მოცემული მატარებლების დაყოვნების გრაფიკიც ვერ მიუთითებს საფუძვლიან ეჭვზე, რომ საქართველოს საზღვრებს შიგნით სარკინიგზო ხაზზე გადაადგილებისას მოხდა ვაგონების გაცხელება, გახსნა და ტვირთის ამოღება და შპს „ჯ----------------ს“ ჰქონდა საამისოდ საკმარისო დრო.
შპს „ჯ----------------ის“ წარმომადგენელი პირველი ინსტანციის საქმის განხილვისას მიუთითდა, რომ დანაკლისი შესაძლებელია გამოწვეული იყოს გამომგზავნი ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთის ცისტერნებში ჩატვირთვისა და გაზომვის დროს დაშვებული შეცდომით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ მოუპოვებია ისეთი მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს აღნიშნულ ფაქტს და სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის განკარგვა/დაკარგვა/განადგურების ვარაუდს რეალურად/ნამდვილ ფაქტებად წარმოაჩენს და დაადასტურებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება, თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამდენად, სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-48-43(2კ-13)).
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული, რამ განაპირობა საქონლის დანაკლისი - სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებამ თუ სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევამ. ასევე, არ არის დადგენილი შპს „ჯ----------------მა“ უკანონოდ განკარგა საქონელი, დაკარგა იგი თუ გაანადგურა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ცალსახად არ იძლევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;
პროცესის ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები: შოთა გეწაძე
ილონა თოდუა