გადაწყვეტილება № 27510/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.07.2026
№ დოკუმენტი 27510/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27510/2/2026

03 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 5.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27510/2/2026).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 14.05.2026 წლის №011-14979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12225 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 94 334.78 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 73 699.05

საურავი - 20 635.73

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2026 წლის 4 მაისს შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2026 წლის მარტის თვის დღგის დეკლარაცია (ფორმა ნულოვანი). მოგვიანებით, (13.05.2026 წელს) დააზუსტა დეკლარაცია და დაირიცხა გადასახადი.

საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო, მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 14.05.2026 წლის №---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა (73 699.05 ლარის) ოდენობით. ასევე, საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მომჩივანს დაერიცხა საურავი.

მომსახურების დეპარტამენტის 14.05.2026 წლის №---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დარიცხული საურავი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12225 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 168-ე, 168-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 274-ე, 43-ე, 53-ე მუხლებზე და დადგენილ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, სადავო ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შეიძინა მიწის ნაკვეთი ორი ფიზიკური პირისაგან. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გეგმავს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. მომჩივანი შეძენილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებს აუნაზღაურებს ნაწილობრივ ფულადი სახით, ხოლო ნაწილობრივ ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების ფართების მიწოდებით. უთითებს საჯარო გადაწყვეტილებებზე, რომელიც ეხება ბარტერულ ოპერაციებს. თავდაპირველად იხელმძღვანელეს საჯარო გადაწყვეტილებებით და მიიჩნია, რომ 2026 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში მას არ ჰქონდა დღგ-ის გადახდის ვალდებულება. შემდგომ გაირკვა, რომ ბარტერული გარიგების შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს მიწის მესაკუთრისთვის ასანაზღაურებელ თანხას, რომელიც აღემატება მიწის საბაზრო ღირებულებას ყოფილა განსხვავებული მიდგომა. გაგების შემდგომ სრულად შეასრულა საგადასახადო ვალდებულები წარადგინა დღგ-ის დეკლარაცია და გადაიხადა კუთვნილი გადასახადი. ამდენად, ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მომჩივანი უთითებს საჯარო გადაწყვეტილებებზე, რომელიც ეხება ბარტერულ ოპერაციებს. აღნიშნავს, რომ თავდაპირველად იხელმძღვანელეს საჯარო გადაწყვეტილებებით და მიიჩნია, რომ 2026 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში მას არ ჰქონდა დღგ-ის გადახდის ვალდებულება. შემდგომ გაირკვა, რომ ბარტერული გარიგების შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს მიწის მესაკუთრისთვის ასანაზღაურებელ თანხას, რომელიც აღემატება მიწის საბაზრო ღირებულებას ყოფილა განსხვავებული მიდგომა. გაგების შემდგომ სრულად შეასრულა საგადასახადო ვალდებულები წარადგინა დღგ-ის დეკლარაცია და გადაიხადა კუთვნილი გადასახადი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12225 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა 2026 წლის 4 მაისს შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2026 წლის მარტის თვის დღგის დეკლარაცია (ფორმა ნულოვანი). მოგვიანებით, (13.05.2026 წელს) დააზუსტა დეკლარაცია და დაირიცხა გადასახადი. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო, მომჩივანს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე, საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მომჩივანს დაერიცხა საურავი. დარიცხული საურავი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12225 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;274(1);