გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.09.2019
საქმის ნომერი
080310017001897544
კატეგორია
დავის ტიპი
საერთო სახელმწოფო და ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/525-17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

5 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - ვ----–-- ნ------ე;

წარმომადგენლები - ბ---- ნ------ე, გ------- ჟ-------–---–ი;

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - შ------------–--–---–ი, ა--------–---–ი;

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;

წარმომადგენლები - რ------------–----;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №021-191 საგადასახადო მოთხოვნა;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის №38952 ბრძანება;

1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 02 ნოემბრის №30116 ბრძანება;

1.4. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება №13723/2/16 საჩივარზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №21949 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ვ----–-- ნ------ის №11111/C-359 31.01.2011, №11111/C1035 21.02.2011 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

 

შემოწმების შედეგებზე გამოცემულ იქნა 2015 წლის 19 ოქტომბრის №ა 164-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შუალედური აქტი, რომლის მიხედვითაც, ფ.პ ,,ვ----–-- ნ------ემ“ 31.01.2011 წლის №11111/C-359, 21.02.2011 №11111/C1035 წლის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებით განახორციელა სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან. საქონლის დეკლარირების დროს იმპორტიორის მიერ წარდგენილია №D0913213 და №E0047795 EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები, რის საფუძველზეც საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან. აღნიშნული EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში (თურქეთი). 2015 წლის 2 აპრილს თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროდან მიღებულია №55146/21 წერილი, რომელშიც აფიქსირებენ, რომ №D0913213 და №E0047795 სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო ოფისის მიერ, ასევე გადმოგზავნილი სერტიფიკატების მე-14 გრაფა (სერტიფიკატის უკანა გვერდზე) უარყოფითად არის შევსებული. აქედან გამომდინარე, ვ----–-- ნ------ის მიერ EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. შემოწმების შედეგად საზოგადოებას დამატებით გადასახდელად დაერიცხა ძირითადი იმპორტის გადასახდელები სულ 5430,29 ლარი, აქედან, იმპორტის გადასახადი - 4595,63 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი - 834,66 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 22 ივნისის N21949 ბრძანება (იხ. ს.ფ. 150);

- 2015 წლის 19 ოქტომბრის №ა 164-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შუალედური აქტი (იხ. ს.ფ. 11-16);

 

3.2. 2015 წლის 19 ოქტომბრის №ა 164-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის N38952 ბრძანება გადასახადების დარიცხვის შესახებ და 2015 წლის 20 ოქტომბრის №021-191 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ვ----–-- ნ------ეს გადასახდელად დაერიცხა: ძირითად გადასახადი - 5430,29 ლარი; საურავი - 5073,83 ლარი; სულ - 10504,12 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 20 ოქტომბრის N38952 ბრძანება (იხ. ს.ფ. 17);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის N021-191 საგადასახადო მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 18);

 

3.3. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №21949 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ვ----–-- ნ------ის №11111/C-359 31.01.2011 წლის, №11111/C1035 21.02.2011 წლის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

 

შემოწმების შედეგებზე გამოცემულ იქნა 2016 წლის 26 იანვრის №ა 8-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 19 ოქტომბრის საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების Nა-164-21-10 შუალედური აქტის მიხედვით, ფ/პ ,,ვ----–-- ნ------ეს’’ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 5430,29 ლარი, მათ შორის იმპორტის გადასახადი - 4595,63 ლარი, დამატებითი ღირებულების გადასახადი - 834,66 ლარი. №11111/C-359 31.01.2011 წლის, №11111/C1035 21.02.2011 წლის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდები საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

2015 წლის 8 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული წერილის მიხედვით, ფ/პ ,,ვ----–-- ნ------ეს“ ბრალეულობის დადგენის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისათვის საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი, ამავდროულად შემოწმება დანიშნულია 2010-2011წწ. წარმოდგენილ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებზე, რის გამოც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, შეუძლებელია სანქციის შეფარდება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამრიგად შედგენილი იქნა საბოლოო საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით ფ/პ ვ----–-- ნ------ეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებული სანქცია ჯარიმის სახით არ შეეფარდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი Nა 8-21-10 (იხ. ს.ფ. 33-38);

 

3.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 26 იანვრის სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის N1522 ბრძანებით ფ/პ ვ----–-- ნ------ეს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების 2016 წლის 26 იანვრის Nა 8-21-10 აქტის შესაბამისად ბიუჯეტში გადასახდელად სანქცია ჯარიმის სახით არ დაერიცხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 26 იანვრის სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის N1522 ბრძანება (იხ. ს.ფ. 39);

- 2016 წლის 27 იანვრის N021-2 საგადასახადო მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 40);

 

3.5. დადგენილია, რომ ვ----–-- ნ------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც გაასაჩივრა 2015 წლის 19 ოქტომბრის №ა 164-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შუალედური აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის N38952 ბრძანება გადასახადების დარიცხვის შესახებ და 2015 წლის 20 ოქტომბრის N021-191 საგადასახადო მოთხოვნა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 ნოემბრის №30116 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაევალა საბაჟო დეპარტამენტს საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ. შემაჯამებელი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, თუ მომჩივანის მიმართ არ იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დანაშაულის ნიშნები ფ/პ ,,ვ----–-- ნ------ე“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2015 წლის 20 ოქტომბრის N021-191 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციების გადახდისაგან.

 

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საგადასახადო კოდექსის მიმართ. ვინაიდან თურქეთის საბაჟო სამსახურიდან მიღებულია წერილი, რომელშიც აფიქსირებენ, რომ გადაადგილების სერტიფიკატები EUR.1 არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო ოფისის მიერ, ასევე, გადმოგზავნილი სერტიფიკატების მე-14 გრაფები (სერტიფიკატის უკანა გვერდზე) უარყოფითად არის შევსებული, მომჩივნის მიერ წარმოშობის პრეფერენციული სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება გამოიწვია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 ნოემბრის N30116 ბრძანება (იხ. ს.ფ. 19-23);

 

3.6. ვ----–-- ნ------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც 2015 წლის 20 ოქტომბრის N021-191 საგადასახადო მოთხოვნის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 ნოემბრის N30116 ბრძანების გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით საჩივარი №13723/2/16 არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 25-32);

 

3.7. დადგენილია, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 18 ივლისის №21-05/50680 წერილით მიმართა თურქეთის საბაჟო სამსახურს, განმარტა, რომ შეისწავლის რამდენიმე კომპანიის საქმიანობას, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტს თურქეთიდან. გადაადგილების სერტიფიკატების - EUR.1 რეალობის დადგენის მიზნით კი თურქეთის საბაჟო სამსახურს გაეგზავნა ამ კომპანიების მიერ საქონლის გაფორმებისას საქართველოს საბაჟო ორგანოში წარდგენილი სერტიფიკატების ორმხრივი ასლების დამოწმებული პირები და ცხრილი. წერილით მოთხოვნილ იქნა მიწოდებული გადაადგილების სერტიფიკატების - EUR.1 და მათში მითითებული მონაცემების სისწორის დადასტურება.

 

თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს წერილის მიხედვით, შემოწმდა EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატები (689 გვერდი). ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ გადაადგილების სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო სამსახურის მიერ. დადგენილია, რომ თურქეთის საბაჟო სამსახურიდან გადმოგზავნილ იქნა მითითებული სერტიფიკატები, მათ შორის, №D0913213 და NE0047795 EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები, სადაც მე-14 გრაფა შევსებულ იქნა უარყოფითად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს 2015 წლის 2 აპრილის №55146/21 წერილი (იხ. ს.ფ. 154-158);

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქცია, „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის №38952 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №021-191 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 02 ნოემბრის №30116 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება №13723/2/16 საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. (სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №21949 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა ვ----–-- ნ------ის საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება, რომლის შედეგებზეც გამოცემულ იქნა 2015 წლის 19 ოქტომბრის №ა 164-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის მიხედვით, მხარის მიერ წარდგენილი EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა, რომელთა საფუძველზეც ვ----–-- ნ------ის მიერ იმპორტირებული საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან, გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში (თურქეთი), რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვითაც, №11111/C-359 31.01.2011 და №11111/C1035 21.02.2011 სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო ოფისის მიერ, ასევე გადმოგზავნილი იქნა სერტიფიკატები, რომელთა მე-14 გრაფა (სერტიფიკატის უკანა გვერდზე) უარყოფითად იქნა შევსებული. აქედან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა, რომ საზოგადოების მიერ EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება გამოიწვია. შემოწმების შედეგად საზოგადოებას დამატებით გადასახდელად დაერიცხა ძირითადი იმპორტის გადასახდელები სულ 5430,29 ლარი, აქედან, იმპორტის გადასახადი - 4595,63 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი - 834,66 ლარი.

 

2015 წლის 19 ოქტომბრის №ა 164-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის №38952 ბრძანება გადასახადების დარიცხვის შესახებ და 2015 წლის 20 ოქტომბერს №021-191 საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, ვ----–-- ნ------ეს გადასახდელად დაერიცხა: ძირითად გადასახადი - 5430,29 ლარი; საურავი - 5073,83 ლარი; სულ - 10504,12 ლარი.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №21949 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ვ----–-- ნ------ის №11111/C-359 31.01.2011, №11111/C1035 21.02.2011 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

 

შემოწმების შედეგებზე გამოცემულ იქნა 2016 წლის 26 იანვრის №ა ა 8-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 19 ოქტომბრის საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების Nა-164-21-10 შუალედური აქტის მიხედვით, ფ/პ ვ----–-- ნ------ეს’’ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 5430,29 ლარი, მათ შორის იმპორტის გადასახადი - 4595,63 ლარი, დამატებითი ღირებულების გადასახადი - 834,66 ლარი. №11111/C-359 31.01.2011, №11111/C1035 21.02.2011 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდები საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

2015 წლის 8 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული წერილის მიხედვით, ფ/პ ვ----–-- ნ------ეს ბრალეულობის დადგენის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისათვის საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი, ამავდროულად შემოწმება დანიშნულია 2010-2011წწ. წარმოდგენილ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებზე, რის გამოც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, შეუძლებელია სანქციის შეფარდება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამრიგად შედგენილი იქნა საბოლოო საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით ფ/პ ვ----–-- ნ------ეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული სანქცია ჯარიმის სახით არ შეეფარდა.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 26 იანვრის სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის N1522 ბრძანებით ფ/პ ვ----–-- ნ------ეს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების 2016 წლის 26 იანვრის Nა 8-21-10 აქტის შესაბამისად ბიუჯეტში გადასახდელად სანქცია ჯარიმის სახით არ დაერიცხა. ასევე დადგენილია, რომ ვ----–-- ნ------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც გაასაჩივრა 2015 წლის 19 ოქტომბრის №ა 164-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შუალედური აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის N38952 ბრძანება გადასახადების დარიცხვის შესახებ და 2015 წლის 20 ოქტომბრის N021-191 საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 ნოემბრის №30116 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა საბაჟო დეპარტამენტს საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ. შემაჯამებელი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, თუ მომჩივანის მიმართ არ იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დანაშაულის ნიშნები ფ/პ ვ----–-- ნ------ე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2015 წლის 20 ოქტომბრის N021-191 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციების გადახდისაგან.

 

ვ----–-- ნ------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც 2015 წლის 20 ოქტომბრის N021-191 საგადასახადო მოთხოვნის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 ნოემბრის N30116 ბრძანების გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით საჩივარი №13723/2/16 არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 18 ივლისის №21-05/50680 წერილით მიმართა თურქეთის საბაჟო სამსახურს, განმარტა, რომ შეისწავლის რამდენიმე კომპანიის საქმიანობას, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტს თურქეთიდან. გადაადგილების სერტიფიკატების - EUR.1 რეალობის დადგენის მიზნით კი თურქეთის საბაჟო სამსახურს გაეგზავნა ამ კომპანიების მიერ საქონლის გაფორმებისას საქართველოს საბაჟო ორგანოში წარდგენილი სერტიფიკატების ორმხრივი ასლების დამოწმებული პირები და ცხრილი. წერილით მოთხოვნილ იქნა მიწოდებული გადაადგილების სერტიფიკატების - EUR.1 და მათში მითითებული მონაცემების სისწორის დადასტურება.

 

თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს წერილის მიხედვით, შემოწმდა EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატები (689 გვერდი). ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ გადაადგილების სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო სამსახურის მიერ. დადგენილია, რომ თურქეთის საბაჟო სამსახურიდან გადმოგზავნილ იქნა მითითებული სერტიფიკატები, მათ შორის, №11111/C-359 31.01.2011, №11111/C1035 21.02.2011, EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები, სადაც მე-14 გრაფა შევსებულ იქნა უარყოფითად.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის ,,ს” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობა – შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა; ამავე მუხლის ,,ტ” ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

 

ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 112-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების საფუძველია - საგადასახადო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისა და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.

 

ინსტრუქციის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება (შემდგომში − კამერალური შემოწმება) ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული საბაჟო დეკლარაციის, დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კამერალური შემოწმების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად განსაზღვროს საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით; ბ) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან მოითხოვოს დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) დაკავშირებული დოკუმენტაციის (რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენა; გ) საგადასახადო ორგანოში წარდგენის მიზნით მიმართოს დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს(რომელსაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია) და მისგან მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლის მიხედვით, იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა, ხოლო 196-ე მუხლის თანახმად, იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე კოდექსის 213-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ნიშნავს საქონლის დეკლარირების დღისათვის მის შეფასებას. საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი. შემოსავლების სამსახური აკონტროლებს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეს და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას, მას თვითონ განსაზღვრავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 210-ე მუხლით დადგენილია, რომ საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელიც შედგება: ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისაგან (შემდგომში – სეს ესნ); ბ) იმპორტის გადასახდელების განაკვეთებისაგან ან/და შეღავათებისაგან, რომლებიც გამოიყენება სეს ესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ; გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შეღავათებისაგან (პრეფერენციებისაგან); დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც გამოიყენება სეს ესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

ამავე კოდექსის 228-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმპორტისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, გამოიყენება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარანტი უფლებამოსილია მოითხოვოს იმპორტის გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება, თუ იგი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგენს რა გარკვეულ უპირატესობებს, წარმოშობის სერტიფიკატი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რათა გადამხდელის მიერ ბოროტად არ იქნას გამოყენებული მითითებული შეღავათი. დადგენილია, რომ საქართველოში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EUR. 1 გაიცემა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე.

 

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 28 დეკემბრის №5653 დადგენილებით რატიფიცირებული 2007 წლის 21 ნოემბრის „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების მიხედვით, EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის წარმოდგენისას განსაზღვრულია შეღავათები თურქეთში წარმოშობილი პროდუქციის საქართველოში იმპორტისას და საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის თურქეთში იმპორტისას. წინამდებარე შეთანხმების თანახმად, EUR-1 გადაადგილების სერთიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მიერ, რომელიც ივსება ხელით ექსპორტიორის მიერ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ექსპორტიორის პასუხისმგებლობით. თურქეთის და საქართველოს საბაჟო და სხვა კომპეტენტური უწყებები მიაწვდიან ერთმანეთს იმ შტამპის ნიმუშებს, რომელებიც გამოიყენება მათ საბაჟოებში EUR-1 გადაადგილების სერტიფიკატისთვის და საბაჟოს და იმ კომპეტენტური უწყების იმ ხელმძღვანელთა თუ შესაბამისი კომპეტენტური და სათანადო უფლებამოსილი უწყებების მისამართებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ამ სერტიფიკატების და ანგარიშფაქტურის დეკლარაციების დამოწმებაზე.

 

წინამდებარე ოქმის სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, თურქეთი და საქართველო დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს კომპეტენტური საბაჟო ადმინისტრაციების და შესაბამისი კომპეტენციის მქონე და სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მეშვეობით EUR -1 გადაადგილების სერტიფიკატის ან ანგარიშფაქტურის დეკლარაციის ნამდვილობის და ამ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის სისწორის შემოწმებაში.

 

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმებით გათვალისწინებული გადაადგილების სერტიფიკატი ევრო 1-ის ბეჭდვის ინსტრუქციის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს და თურქეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიძლება ისარგებლონ უფლებით, რომ დაბეჭდონ ფორმები თვითონ, ან დააბეჭდინონ ისინი უფლებამოსილ მბეჭდავებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითოეული ფორმა უნდა შეიცავდეს მითითებას ასეთ უფლებაზე. თითოეულ ფორმაზე დატანილი უნდა იყოს დამბეჭდავის სახელი და მისამართი ან ნიშანი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დამბეჭდავის იდენტიფიცირება. ფორმას ასევე უნდა ჰქონდეს სერიული ნომერი, დაბეჭდილი ან სხვაგვარად დატანილი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფორმის იდენტიფიცირება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა პრეფერენციის უფლების გამოყენების კანონიერება, რასაც განაპირობებს EUR-1 გადაადგილების სერტიფიკატის წარდგენა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის დროს წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა არ გამხდარა სადავო საბაჟო კონტროლის თანამშრომლების მიერ, შესაბამისად ისინი ნამდვილად უნდა იქნეს მიჩნეული. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ გადაადგილების სერტიფიკატით საბაჟო საზღვარზე საქონლის გატარება არ წარმოადგენს უპირობო საფუძველს, მოხდეს იმპორტის გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება, არამედ შეღავათების მიღების საფუძველს ქმნის მხოლოდ ნამდვილი დოკუმენტი, ანუ ის დოკუმენტი, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და რომლის ნამდვილობაც დადასტურებულია შესაბამისი შემოწმების შედეგად დადასტურებული კომპეტენტური ორგანოს მიერ. საქმეში წარმოდგენილი თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს 2015 წლის 2 აპრილის №55146/21 მომართვის საფუძველზე კი დგინდება, რომ გადაადგილების სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო სამსახურის მიერ.

 

სასამართლო ასევე, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ ვინაიდან მან სადავო დოკუმენტები შეიძინა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ საბროკერო კომპანიაში, მას საბროკერო კომპანიის მიერ რაიმეს არასათანადოდ შესრულების გამო არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაზე, რომელშიც აღნიშნულია: EUR -1 გადაადგილების სერთიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მიერ, რომელიც ივსება ხელით ექსპორტიორის მიერ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ექსპორტიორის პასუხისმგებლობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეთანხმებაში გაკეთებული დათქმა ექსპორტიორის პასუხისმგებლობის თაობაზე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული წარმოადგენს სამეწარმეო რისკს და დამოკიდებულია პარტნიორის კეთილსინდისიერებაზე. ისევე როგორც სათანადო მტკიცებულების მოძიება, რომელთა წარმოდგენის შეუძლებლობაზეც მიუთითებს მოსარჩელე, შესაძლოა მოხდეს პარტნიორის მეშვეობით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაუპირისპირდება თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის პოზიციის გაზიარებისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლიდან ი.მ. ,,ვ----–-- ნ------ე’’ ლიკვიდირებულია და გაუგებარია, თუ როგორ განხორციელდა მისი შემოწმება, მით უფრო მოსარჩელეს არ ჩაბარებია შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება, სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლზე, რომელიც იძლევა კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ განმარტებას. მითითებული მუხლის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. ხოლო, კამერალური საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ გადასახადის გადამხდელს შეტყობინება, გასვლითი საგადასახადო შემოწმებისგან განსხვავებით, არ ეგზავნება. ამასთან, საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს კამერალური შემოწმების ვადებს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ კამერალური შემოწმების დროს საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შუალედური აქტის გამოცემას და მოცემულ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შუალედური აქტის გამოცემით დაირღვა კანონის მოთხოვნები, სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი, ამ ორი პროცედურას, ცალსახად აქვს განსხვავებული მეთოდები, რაც ასევე ეხება გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შედეგების მოცულობაზე. გასვლითი საგადასახადო შემოწმება წარმოადგენს ვალდებული პირის შემოწმების უფრო ეფექტიან კონტროლს, რომელიც საგადასახადო ორგანოებისგან მოითხოვს მეტი დროის, რესურსისა და ძალების გამოყენება/დახარჯვას. შესაბამისად, გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება მაშინ, როდესაც შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული გადასახადის თანხმები აღემატება მასზე გაწეულ დანახარჯებს. იქიდან გამომდინარე, რომ გასვლითი საგადასახადო შემოწმება თავისი არსით უფრო რთული, მოცულობითი და მასშტაბური შემოწმებაა, შემოწმების ეს ფორმა შესაძლებელია მოითხოვდეს შემოწმების ეტაპებად განხორციელებას, რომელიც საბოლოო შედეგის განსაზღვრას უწყობს ხელს. ამდენად, ყოველი ამ ეტაპის შემდეგ, მაკონტროლებელი ორგანო ადგენს შემოწმების შუალედურ აქტს. ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის შემოწმება განხორციელდა კამერალური შემოწმების გზით რა დროსაც გამოიცა შემოწმების შუალედური აქტი (2015 წლის 19 ოქტომბრის N1 164-21-10), არ ნიშნავს, რომ სახეზეა ისეთი სახის დარღვევა, რომლის არარსებობის პირობებში მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულების გამოვლენისა და განსაზღვრის თვალსაზრისით სხვა შედეგი დადგებოდა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ აქტების ბათილობის მითითებულ საფუძვლებზე აპელირებას.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით განმარტებას, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან გადასახადის გადამხდელის საქმიანობის წინა პერიოდის შემოწმების დაუშვებლობის თაობაზე, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს. ამავე კანონის მე-143.1 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია პირადი განცხადება. ამავე კანონის მე-142.2 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული კანონიც, ინდივიდუალური მეწარმის მხრიდან მისი საქმიანობის დროისათვის შეუსრულებელი ვალდებულების არსებობისას ადგენს, ვალდებულების შესრულების სუბიექტის უფლებამონაცვლეს.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულ პირს - გადასახადის გადამხდელს, მის უფლებამონაცვლეს და ასევე, გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმებს, მეთოდებსა და წესებს, აღნიშნულს ახორციელებს საგადასახადო ორგანოები საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე.

 

საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საგადასახადო ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების კონკრეტულ პირობებს ასევე, საგადასახადო კოდექსი ადგენს, რომელიც არ ითვალისწინებს ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მისი საგადასახადო შემოწმების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლებს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება ზღუდავს საგადასახადო ორგანოს, ხანდაზმულობის ვადების ფარგებში, შეამოწმოს თუნდაც რეგისტრაცია გაუქმებული სუბიექტი და ვალდებულების არსებობის პირობებში მის მიმართ განახორციელოს კანონით დადგენილი ქმედებები. ამასთან, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე მხარეების განმარტებას იმის თაობაზე, რომ საგადასახადო ვალდებულების სუბიექტი წარმოადგენს ინდივიდუალური მეწარმე ვ----–-- ნ------ე, თუმცა სადავო აქტებში, მისი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის არარსებობის გამო, იგი მოხსენიებულია როგორც ფიზიკური პირი.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, სასამართლო, წინამდებარე საქმეზე მტკიცების საგნის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარეთა მიერ სარჩელისა თუ შესაგებლის დასაბუთებისათვის მითითებული ფაქტებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი თავისი წილი მტკიცების ტვირთს. მოდავე მხარეთა მტკიცების ტვირთი ასევე მოცმეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძვლები.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №021-191 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის №38952 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 02 ნოემბრის №30116 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 316 ლარის ოდენობით, გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება არ დაეკისრებათ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. ვ----–-- ნ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი