„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2091
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018078
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2091

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

       1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „საქართველოსა და  თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების 27-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და  თურქეთის რესპუბლიკას  შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარე დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

მიხეილ ჯანელიძე -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ერთობლივი კომიტე­ტის თავმჯდომარე

გენადი არველაძე -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

ალექსანდრე ხვთისიაშვილი -საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ეკატერინე ზვიადაძე -საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინის­ტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტა­მენტის უფროსი

ლევან დუმბაძე -საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

მინდია გრძელიძე -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი

მარიამ გაბუნია -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ნინო ჯავახაძე -ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი

ირინა ჯაფარიძე -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთო­ბების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი.

2.  განკარგულება ძალაშია 2014 წლის 3 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                  ი . ღარიბაშვილი