ბრძანება N 1216
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1216
26 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
-------- (პ/ნ ------)
(მის.: -------)
2023 წლის 11 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4), განიხილა ------ს (პ/ნ -----) №210057/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 9 დეკემბრის №----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 9 დეკემბერს იმყოფებოდა ------ში საოჯახო ნივთების შეძენის მიზნით. დეკლარაციით დარიცხული თანხის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დეკლრაციით დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 9 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ს“ კონტროლის ზონაში შემოვიდა ფიზიკური პირი ------, რომელსაც თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ: პირსახოცი - 10,5 კგ, საბანი - 2 ცალი, თეთრეული 12 კგ.
გამომდინარე იქიდან, რომ ------მა 2023 წლის 11 ნოემბერს, საზღვრის კვეთისას ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ, კერძოდ: 2023 წლის 9 დეკემბერს (29 დღე) მის მიერ დეკლარირებულ საქონელზე ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული შეღავათი.
2023 წლის 9 დეკემბერს დარეგისტრირდა №----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლის მიხედვითაც დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 499.285 ლარი, ხოლო ------ს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 89.87 ლარი.
------ს არ წარმოუდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მიხედვით. დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეს კი ------ დაეთანხმა ხელმოწერით.
------- პირველად (2023 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში 48 გასვლა – შესვლა) არ გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ის ახორციელებს სხვადასხვა დასახელების საქონლის შემოტანას და სარგებლობს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათით, კერძოდ უფიქსირდება: „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 3 ფაქტი (04/07/2023; 30/09/2023; 11/11/2023) საყოფაცხოვრებო საქონელზე, „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 6 ფაქტი (08/01/2020; 13/02/2020; 05/12/2022; 04/07/2023; 05/10/2023; 09/12/2023) თამბაქოს ნაწარმზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
დადგენილია, რომ 2023 წლის 9 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ კონტროლის ზონაში შემოვიდა ------, რომელსაც თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ: პირსახოცი - 10,5 კგ, საბანი - 2 ცალი, თეთრეული 12 კგ.
დადგენილია ასევე, რომ მოჩივანმა 2023 წლის 11 ნოემბერს, საზღვრის კვეთისას ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით. შესაბამისად, 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ, კერძოდ: 2023 წლის 9 დეკემბერს (29 დღე) მის მიერ დეკლარირებულ საქონელზე მან ვერ ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით.
სადავოდ არ არის განხდარი, რომ მომჩივანს საქონლის გაფორმებისას არ წარმოუდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი) და საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრისას (საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლი) დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 499.285 ლარი. ამდენად, მომჩივნის კუთვნილი საქონლის გაფორმება და დარიცხული დღგ-ს გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2023 წლის 9 დეკემბრის №------ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დღგ-ს დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
2023 წლის 9 დეკემბრის საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 9 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა მომჩივანი ფიზიკური პირი, რომელსაც თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ: პირსახოცი - 10,5 კგ, საბანი - 2 ცალი, თეთრეული 12 კგ. გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანმა 2023 წლის 11 ნოემბერს, საზღვრის კვეთისას ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ, კერძოდ: 2023 წლის 9 დეკემბერს (29 დღე) მის მიერ დეკლარირებულ საქონელზე ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული შეღავათი. 2023 წლის 9 დეკემბერს დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლის მიხედვითაც დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 499.285 ლარი, ხოლო მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 89.87 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2023 წლის 9 დეკემბრის საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დღგ-ს დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199"დ.ბ".