გადაწყვეტილება №19903/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19903/2/2023
10 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“- ს 5.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19903/2/2023).
დავის საგანი:
იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალების სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2023 წლის №21-10-21/12276 გადაწყვტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 15.06.2023 წლის №10842 ბრძანება.
დარიცხული თანხა: დღგ - 9 341,70 ლარი.
ფაქტების აღწერა
21.10.2022 წელს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისი; შეფუთვის ფურცელი; სატრანსპორტო ზედნადები) საფუძველზე №11111/C155644 საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა 3 ერთეული გოლფის ახალი მანქანა (4-SEATER GOLF CAR, LT-A617.4 შას.ნ.LTA0116488, LTA0117392, LTA0121571). მითითებული დეკლარაციის საფუძველზე მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 9 341.70 ლარის ოდენობით.
მომჩივანმა ორი განცხადებით №198661/21-10-21 (01.11.2022) და №24312/21-11 (09.02.2023) მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა განმარტება №11111/C155644 (21.10.2022) საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული გოლფის მანქანების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით.
აღნიშნული განცხადებების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2023 წლის №21-10-21/12276 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ დეკლარირებული საქონელი (გოლფის მანქანები) არ წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილს და მის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე (იმპორტზე) არ ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.06.2023 წლის №10842 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-6 ნაწილზე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, მე-60 მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილია, რომ 21.10.2022 წელს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისი; შეფუთვის ფურცელი; სატრანსპორტო ზედნადები) საფუძველზე №11111/C155644 საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა 3 ერთეული გოლფის ახალი მანქანა (4-SEATER GOLF CAR, LT-A617.4 შას.ნ.LTA0116488, LTA0117392, LTA0121571). მითითებული დეკლარაციის საფუძველზე მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 9 341.70 ლარი.
დადგენილია ასევე, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული 3 ერთეული გოლფის ახალი მანქანა (4-SEATER GOLF CAR, LT-A617.4 შას.ნ.LTA0116488, LTA0117392, LTA0121571), არ წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილებს.
შემოსავლების სამსახური მოუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.11.2020 წლის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად გოლფის ელექტრო მანქანები კლასიფიცირდება 8703 10 180 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ვინაიდან, დეკლარირებული საქონელი არ წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილს (მიუხედავად იმისა, დაკლასიფიცირდება სეს ესნ-ის 8703 80 100 00 თუ 8703 10 180 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში), მის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე არ ვრცელდება საგადასახადო შეღავათი, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სეს ესნ-ის 8703 კოდში შემავალი მსუბუქი ავტომობილის დღგ-სგან გათავისუფლებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო 14.02.2023 წლის №21-10-21/12276 გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ჩამოიყვანა 3 ერთეული გოლფის მანქანა, ვინაიდან იცოდა, რომ აღნიშნული ელექტრო მანქანები დღგ-ისგან გათავისუფლებული იყო, აღნიშნულზე მყიდველთან გაფორმდა ხელშეკრულება დღგ-ის გარეშე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილებით განემარტა, რომ მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანები თავისუფლდება დღგ-ისგან, აღნიშნული ბრძანებით არ მოხდა ამომწურავად განმარტება თუ რა საფუძვლით დაიბეგრა აღნიშნული ელექტრო მანქანები. ამასთან აღნიშნული მანქანები დაფიქსირებულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბაზაში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო ნომრები.
შემოსავლების სამსახურის №10842 ბრძანებით განმარტავს მსუბუქი ავტომობილის ტერმინს და თუ აღნიშნულ ტერმინს დაეყრდნობა, ჩამოყვანილი მანქანებიც უნდა მოხდეს მსუბუქი ავტომობილის რიცხვში, როგორც აღნიშნა აღნიშნულ მანქანებს მინიჭებული აქვს სახელმწიფო ნომრები შსს მომსახურების სააგენტოს მიერ. აღნიშნული მანქანები 3 500 კგ-ზე ნაკლები წონის არის და დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8 -ზე ნაკლებია.
ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით უნდა მოხდეს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ტერმინი „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ (ავტომობილი) წარმოადგენს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებს, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი მოიცავს ტროლეიბუსს, ე. ი. ელექტროსადენთან მიერთებულ ულიანდაგო სატრანსპორტო საშუალებას. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, ტრაქტორი, რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა;
ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, გზა არის – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს, ველობილიკს, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას (ტერიტორიას);
ამავე მუხლის 46-ე პუნქტის თანახმად, მსუბუქი ავტომობილი − არაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი შესაბამისად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნ-ის 8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდით გათვალისწინებული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტი.
საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამსად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისი; შეფუთვის ფურცელი; სატრანსპორტო ზედნადები) საფუძველზე №11111/C155644 საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა 3 ერთეული გოლფის ახალი მანქანა (4-SEATER GOLF CAR, LT-A617.4 შას.ნ.LTA0116488, LTA0117392, LTA0121571). მითითებული დეკლარაციის საფუძველზე მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 9 341.70 ლარის ოდენობით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ არ მოხდა ამომწურავად განმარტება თუ რა საფუძვლით დაიბეგრა აღნიშნული ელექტრო მანქანები. ამასთან აღნიშნული მანქანები დაფიქსირებულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბაზაში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო ნომრები. ჩამოყვანილი მანქანებიც უნდა მოხდეს მსუბუქი ავტომობილის რიცხვში, მანქანები 3 500 კგ-ზე ნაკლები წონის არის და დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8 ზე ნაკლებია.
მოითხოვს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით მოხდეს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრა.
საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომდგენელმა განმარტა, რომ ავტომობილები ჩვეულებრივ გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად, გზა კი კანონის შესაბამისად განიმარტება, როგორც მოძრაობისთვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი, გოლფის მანქანების დანიშნულება კი არ არის მოძრაობისთვის გახსნილ გზაზე ან ქუჩაზე ადამიანების გადაადგილება.
რაც შეეხება გოლფის მანქანების დეკლარირებულისგან განსხავებულ სასაქონლო კოდში გაფორმების საკითხს წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 9.06.2023 წლის №54857-21-10 წერილი, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.11.2020 წლის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად გოლფის ელექტრო მანქანები კლასიფიცირდება 8703 10 180 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში. ამასთან ერთად, ვინაიდან დეკლარირებული საქონელი არ წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილს (მიუხედავად იმისა, დაკლასიფიცირდება სეს ესნ-ის 8703 80 100 00 თუ 8703 10 180 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში), მის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე (იმპორტზე) არ ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.
საბჭო იზიარებს საბაჟო დეპარტამენტის განმარტებას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალების სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
21.10.2022 წელს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისი; შეფუთვის ფურცელი; სატრანსპორტო ზედნადები) საფუძველზე საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა 3 ერთეული გოლფის ახალი მანქანა. მითითებული დეკლარაციის საფუძველზე მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 9 341.70 ლარის ოდენობით. მომჩივანმა ორი განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა განმარტება საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული გოლფის მანქანების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადებების პასუხად, განმცხადებელს ეცნობა, რომ დეკლარირებული საქონელი (გოლფის მანქანები) არ წარმოადგენს მსუბუქ ავტომობილს და მის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე (იმპორტზე) არ ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.06.2023 წლის №10842 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს საბაჟო დეპარტამენტის განმარტებას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173"ზ", 60(4).
საქართველოს კანონი "საგზაო მოძრაობის შესახებ".