მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.03.2012 ბოლო ცვლილება 05.04.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.159.016083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №16

2012 წლის 9 მარტი

ქ. მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №8 დადგენილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ”.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ი . ქერიმოვი

 

დანართი 1

ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. 

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.         

3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

20

2

საძოვრები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

16

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

4

საკარმიდამოსათვის და სახნავი სათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

100

5

ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

50

 

 5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქ. მარნეული

0,24

1,3

0,312

2

მარნეულის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია

 

0,24

 

0.65

 

0,156

 

6. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა)    მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

 ბ)   საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.04.2013.
როდის იქნა მიღებული „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“?
„მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მიღებულია 09.03.2012. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.159.016083.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.04.2013-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“, №16, 09.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.159.016083 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1608377/