"ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ" ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 8 აგვისტოს №34 დადგენილებაშიცვლილებების შეტანის თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №24
2010 წლის 29 ოქტომბერი
დ. ლენტეხი
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 8 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობი შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
1. შეტანილ იქნას ცვლილებები „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 8 აგვისტოს №34 დადგენილებაში და დადგენილების №1 და №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარ ის მოვალეობის
შემსრულებელი ა. ქურასბედიანი
დანართი №1
ქონების გადასახადის განაკვეთები ლენტეხის მუნიციპა ლ იტეტის ტერიტორიაზე
მუხლი 1. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის
1. საქართველოს საწარმოსათვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთი შეადგენს მის ბალანსზე რიცხული ძირითად საშუალებებად აღრიცხული (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა) აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტს.
2. უცხოური საწარმოსათვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთი შეადგენს მის ბალანსზე რიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტს.
3. ორგანიზაციებისათვის ქონების (გ ა რდა მიწისა) გადასახადის განაკვეთი შეადგენს მის ბალანსზე რიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების (ან იმ ქონების, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის), საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტს.
4. ამ მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულებ ა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – 3-ჯერ;
5. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტ ს.
მუხლი 2. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი ფიზიკური პირებისათვის
1. ფიზიკური პირებისათვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.
ბ) 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით.“
მუხლი 3. ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
1. საქართველოს ან უცხოური საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე წელიწადში განისაზღვროს:
ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული ყველა კარგი ხარისხის მიწისათვის – 13 ლარი;
ბ) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული ყველა მწირი ხარისხის მიწისათვის – 8 ლარი;
გ) ბუნებრივი სათიბებისათვის – 2.5 ლარი;
დ) გაკულტურებული სათიბებისათვის – 4 ლარი ;
ე) ბუნებრივი საძოვრებისათვის – 1.5 ლარი;
ვ) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 2 ლარი.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული არიან „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებნი აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
დანართი №2
ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
საქართველოს ან უცხოური საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტ ობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 კვ.მ-ზე განისაზღვრება შემდეგნაირად:
| № | ზონების დასახელება | ტერიტორიული კოეფიციენტი
| საბაზისო განაკვეთი 1 მ2-ზე (ლარებში) | წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2 (3 x 4) |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| I ზონა
|
|
| ||
| 1 | დაბა ლენტეხის ტერიტორია
| 0.28 | 0,24 | 0,067 |
| II ზონა
|
|
| ||
| 2 | მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები
| 0.14 | 0,24 | 0,0336 |