მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2011 ძალადაკარგული 31.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4/1
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.159.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110331020, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება№4/1

2011 წლი ს31 მარტი

ქ. მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის„მ“ ქვეპუნქტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/4დადგენილებ ა ,,ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე”.

3. დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ი. ქერიმოვი

 

დანართი

ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ის ოდენობით.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი ს ოდენობით.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სახნავ ი

100

2

საკარმიდამო

100

3

სათიბები

20

4

საძოვრები

16

5

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

30

6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ებ ი

3

    მუხლი 5

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქ. მარნეული

0,24

1,3

0,312

2

მარნეულის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია

 

0,24

 

0.65

 

0,156

მუხლი 6

ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.01.2012.
როდის იქნა მიღებული „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“?
„მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მიღებულია 31.03.2011. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4/1. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.159.016035.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.01.2012-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“, №4/1, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.159.016035 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1260473/