მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება№4/1
2011 წლი ს31 მარტი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის„მ“ ქვეპუნქტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/4დადგენილებ ა ,,ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე”.
3. დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
დანართი
ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ის ოდენობით.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი ს ოდენობით.
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.
მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სახნავ ი | 100 |
| 2 | საკარმიდამო | 100 |
| 3 | სათიბები | 20 |
| 4 | საძოვრები | 16 |
| 5 | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები | 30 |
| 6 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ებ ი | 3 |
მუხლი 5
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
| № | ტერიტორია | საბაზისო განაკვეთი (ლარი) | ტერიტორიული კოეფიციენტი | გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | ქ. მარნეული | 0,24 | 1,3 | 0,312 |
| 2 | მარნეულის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია |
0,24 |
0.65 |
0,156 |
მუხლი 6
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4/1
2011 წლის 31 მარტი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,1. დამტკიცდეს ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/4 დადგენილება ,,ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე”.
3. დადგენილება ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
დანართი
ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.
მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები
ლარი/ჰა
1
სახნავი
100
2
საკარმიდამო
100
3
სათიბები
20
4
საძოვრები
16
5
ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები
30
6
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
3
მუხლი 5
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
№
ტერიტორია
საბაზისო განაკვეთი
(ლარი)
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის განაკვეთი
(ლარი)
1
ქ. მარნეული
0,24
1,3
0,312
2
მარნეულის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია
0,24
0.65
0,156