ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2023 წლის 28 თებერვალი ქ. ხობი |
|
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ მ – ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). |
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.ბ)
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;გ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.1.
მოსაკრებლის გადამხდელია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი.2.
დადგენილების მოქმედება არ გავრცელდეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.1.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის განისაზღვრება 1 (ერთი) ლარის ოდენობით.2.
ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის განისაზღვრება 1 ლარით.3.
ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 40 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის − 150 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 300 ლარიის ოდენობით.4.
საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.ა)
ერთ სულ მოსახლეზე - თვეში 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.ბ)
იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დანართის შესაბამისად.ა)
თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;ე)
ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;ვ)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;ზ)
თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.2.
მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.3.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.4.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.5.
ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:ა)
მოსაკრებლის გადამხდელი;ბ)
მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;გ)
გადასახდელი თანხა;დ)
გადახდის ვადა.1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილება.2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე
დანართი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის რაოდენობა№
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ზომის ერთეულიწლიური დაგროვების ნორმა მ3
მოსაკრებლის ოდენობა 3 თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები, არქივებისაერთო ფართის 1 მ2
0,04 0,032
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციებისაერთო ფართის 1 მ2
0,230,3
3
ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებისაერთო ფართის 1 მ2
0,230,3
4
კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები მაყურებლის ერთი სავარძელი 0,260,2
5
მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები, უმწეოთათვის უფასო სასადილოები მომსახურების ერთეული ადგილი 0,12 0,096
სკოლები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთ მოსწავლეზე 0,33 0,257
სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 2.24 1,688
საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები ერთი საწოლი 1,53 1.159
პოლიკლინიკები, სამედიცინო- დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტებისაერთო ფართის 1 მ2
0,34 0,2610
სტადიონები, სპორტულ- გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, კორტები, საცურაო აუზებიღია ფართის 1 მ2
0,03 0,025დახურული ფართის 1 მ2
0,0130,1
11
სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)სამუშაო ფართის 1 მ2
0,64 0,4812
სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი),ვეტერინარული ცენტრებისამუშაო ფართის 1 მ2
0,41 0,3113
აგრარული ბაზრები, ყვავილების დახურული მაღაზიებისაერთო ფართის 1 მ2
0,49 0,3714
შერეული საქონლის ბაზრობები და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრებისაერთო ფართის 1 მ2
0,21 0,2615
ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშეღია ფართის 1 მ2
0,03 0,025დახურული ფართის 1 მ2
0,066 0,0516
ავტოგასამართი სადგურებისაერთო ფართის 1 მ2
0,33 0,2517
სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სათბურები და ფერმები ღია საერთო ფართის 1 მ 0,04 0,03დახურული საერთო ფართის 1 მ2
0.006 0.00518
აბანოები, საუნებისაერთო ფართის 1 მ2
0,46 0,3519
სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრებისაერთო ფართის 1 მ2
0,46 0,3520
სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებისაერთო ფართის 1 მ2
0,41 0,3121
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე2,1
1,6
22
სარიტუალო დარბაზები ერთ დასაჯდომ ადგილზე0,7
0,5323
საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე)სამუშაო ფართის 1 მ2
042
0,3224
დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრებისაერთო ფართის 1 მ2
0,32 0,2425
საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურებიღია ფართის 1 მ2
0,006 0,005დახურული ფართის 1 მ2
0,06 0,0526
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონებისაერთო ფართის 1 მ2
0,013 0,0127
საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესისაერთო ფართის 1 მ2
0,013 0,0128
საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)საერთო ფართის 1 მ2
0.013 0.001 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ მ – ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).