ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2018 წლის 26 ივლისი ქ. ბათუმი
|
ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი და მისი ოდენობა განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს ერთი ლარით;
ბ) ხაზობრივი (საჰაერო) ნაგებობის მშენებლობისთვის პროექტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თითოეულ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობი;
გ) დამტკიცდეს მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი 1-ისა;
დ) ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის და მისი ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,45 ლარით თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ყოველთვიური ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართი 3-ისა. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000 ან 100 000-ზე დაბალია, მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.30 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
ე) დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი 2-ისა.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნა არ გავრცელდეს და მშენებლობის ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ობიექტების მშენებლობა.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლის „დ“ პუნქტის მოთხოვნა არ გავრცელდეს და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდნენ ის ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ან 65 000-ზე დაბალია.
|
და გადახდის ინსტრუქცია
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიღების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
2. ხაზობრივი (საჰაერო) ნაგებობის მშენებლობისთვის პროექტით გათვალისწინებულ თითოეულ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობი;
3. მოსაკრებლის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, წინასწარგანსაზღვრულ ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.
2. ხაზობრივი (საჰაერო) ნაგებობის მშენებლობისთვის პროექტით გათვალისწინებულ თითოეულ გრძივ მეტრზე (ერთი) ლარის ოდენობით;
3. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურს.
2. კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვლება:
ა) მშენებლობის დაწყება ნებართვის გარეშე;
ბ) მშენებლობის ნებართვაში მითითებულ თარიღზე ადრე სამუშაოების დაწყება.
3. ნებართვის პირობების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
ა) შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში;
ბ) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი;
გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი;
დ) მშენებლობის ნებართვის ნომერი;
ე) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა;
ვ) მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი;
ზ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;
თ) მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები;
ი) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
კ) შენობა-ნაგებობის კლასი;
ლ) შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები;
მ) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
2. მოსაკრებელის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ:
ა) მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე 0,45 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქარელოს კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. შემდეგი ფორმულით:
M = (N X C X K)/12;
M- მოსაკრებლის განაკვეთი თვეში;
N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;
С – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C = 20 ლარი;
K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა).
3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებელის გადახდის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება გაიგზავნოს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის. პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გაიგზავნება იმ ორგანიზაციის დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმინობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
9. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
10. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
11. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობანაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზიებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.
5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ, წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
8. ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000 ან 100 000-ზე დაბალია, მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.30 ლარით თვეში.
9. ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ან 65 000-ზე დაბალია. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს.
2. შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებია.
ა) მესაკუთრის მოწმობა;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი;
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
|
მოსაკრებლის რაოდენობა თვეში (M) გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
M = N X C X K : 12
N – ნაჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში
С – მოსაკრებელი 1 კბმ ნარჩენის გატანაზე, C= 20 (ლარი)
K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების
შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. შემოღებულ იქნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში:ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“№74, 15.05.2007, გვ.13).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმალხაზ სალვარიძე
დანართი №1 მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქციაინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის (მიღების) და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი