გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №54 |
|
2017 წლის 21 დეკემბერი ქ. გორი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ.“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
ა) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ბ) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის;
გ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;
დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
|
ეს წესი აწესრიგებს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის-სულადობის მიხედვით (სსიპ - სამოქალაქო სერვისების განვითრების სააგენტოს მიერ მოწოდებული მისამართებზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის რეესტრის ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად) . ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის -დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის მომსახურების (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3.გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწული მომსახურების დასუფთავების მოსაკრებლის თანხა განისაზღვრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. გორის მუნიციპალიტეტში მოსახლე პირი დასუფთავების გადასახადს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.
7. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია, წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთი თანხას.
1. გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი თვეში განისაზღვროს ერთ სულზე 0,5 ლარით, მაგრამ ოჯახზე არაუმეტეს 2 ლარისა.
2. 1 მ3 ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულება განისაზღვროს 6 (ექვსი) ლარით.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. არ დაერიცხება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა- ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ან/და სტუდენტთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიითი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით, საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.
5. გორის მუნიციპალიტეტის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, მაგრამ არაუმეტეს 10 დღის შეწყვეტის შემთხვევაში (ფორსმაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
7. ორგანიზაციები, დაწესებულებები და იურიდიული პირები, რომლებსაც ნარჩენების შეგროვება, გატანა/ტრანსპორტირებისათვის გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან, თავისუფლდებიან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან დადგენილი სავალდებულო ტერიტორიის დასუფთავების გადასახადის გადახდისგან.
8. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.
9. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელისგან თავისუფლდებიან:
ა) პირველი ჯგუფის ინვალიდები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები;
გ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 35 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახი.
დ) მრავალშვილიანი ( ოთხი და მეტი) ოჯახები;
ე) მიუსაფარ მოხუცთა და ბავშვთა სახლები;
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში აბონენტის ნომრის მიხედვით.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელს შეუძლია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
4. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი სრულად ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს წყვეტს სასამართლო, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.
2. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) ფიზიკურ პირებზე 500 (ხუთასი) ლარი;
ბ) იურიდიულ პირებზე 2000 (ორი ათასი) ლარი.
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე - კვარტალში 28000,00 (ოცდარვა ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - 2700,00 (ორი ათას შვიდასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე-ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე- კვარტალში 2000,00 (ორი ათასი) ლარი.
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 5000,00 (ხუთი ათასი) ლარი.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი
თვითმმართველობისკოდექსი“
მე-16
მუხლის მე-2 პუნქტის„დ“
ქვეპუნქტის,
24-ე
მუხლის 1-ლი პუნქტის„დ.ბ.“
ქვეპუნქტის,
61-ე
მუხლის 1-ლიდა
მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5პუნქტების, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“
25-ე მუხლის
1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს მოსაკრებელის რაოდენობა იურიდიული პირებისათვის დანართი №3-ის შესაბამისად (დანართი №3 თან ერთვის 3 ფურცლად).გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი 1გორის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და ადმინისტრირების წესი