ბრძანება N 7445
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7445
04 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„----------“ (პ/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 13 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №34) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №42828/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2021 წლის 10 მარტის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ იმპორტის გადასახდელს (დღგ - 246.41 ლარი).
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის მიერ ---------- საქართველოში შემოტანილ იქნა მუსიკალური ინსტრუმენტი (ფლეიტა). ჩამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფლეიტა არ იყო კარგი ხარისხის და დაუბრუნა გამყიდველს. სანაცვლოდ გამოუგზავნა ახალი ინსტრუმენტი, რომლის საბაჟო გდასახდელიც სრულად გადაიხადა.
მომჩივანს მიაჩნია, რომ №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ - 246.41 ლარი) გადახდა არ ეკუთვნის, რადგან მუსიკალური ინსტრუმენტი დააბრუნა ---------- გამყიდველს და აღნიშნულზე მითითებით ითხოვს №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ-სგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2021 წლის 10 მარტს საფოსტო გზავნილების გადამზიდავის – შპს „----------“ მიერ ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) სახელზე №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე (1 ცალი მუსიკალური ინსტრუმენტი, სეს ესნ-ის კოდით 9201, საბაჟო ღირებულებით 1 368.95 ლარი), საფოსტო გზავნილების დეკლარაციის (----------) საფუძველზე, რეგისტრირებულ იქნა №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Ooracle“-ს მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“.
დეკლარირებული საქონლის იმპორტზე დარიცხულ იქნა იმპორტის გადასახდელი (დღგ) 246.41 ლარის ოდენობით. ამასთან, დეკლარირებული საქონლის გატანისას საბაჟო დეკლარაცია და მასში ასახული მონაცემები დამოწმებულ იქნა დეკლარანტის ხელმოწერით.
2021 წლის 14 აპრილის №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით (რომლითაც, მომჩივანის განცხადების თანახმად, დეკლარირებული იქნა №---------- საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული დაბალი ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტის სანაცვლოდ გამოგზავნილი საქონელი) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულია მუსიკალური ინსტრუმენტის ნაწილი – ფლეიტა, სხვა სასაქონლო კოდით – 9209 და საბაჟო ღირებულებით – 1408.53 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) სადავო საქონლის გაფორმებისას მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ დადგინდებოდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჰქონდა დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამებოდა საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდებოდა, ასეთ შემთხვევაში საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა უნდა განხორციელებულიყო რეექსპორტის გამოყენებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში არ ფიქსირდება №---------- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტი.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული მუსიკალური ინსტრუმენტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა რეექსპორტის გამოყენებით არ განხორციელებულა. ამასთან, 2021 წლის 14 აპრილის №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულია მუსიკალური ინსტრუმენტის ნაწილი – ფლეიტა, სხვა სასაქონლო კოდით – 9209 და საბაჟო ღირებულებით – 1408.53 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის № 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის მიერ საქართველოში შემოტანილ იქნა მუსიკალური ინსტრუმენტი (ფლეიტა). ჩამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფლეიტა არ იყო კარგი ხარისხის და დაუბრუნა გამყიდველს. სანაცვლოდ გამოუგზავნა ახალი ინსტრუმენტი, რომლის საბაჟო გდასახდელიც სრულად გადაიხადა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ-სგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში არ ფიქსირდება საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტი. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული მუსიკალური ინსტრუმენტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა რეექსპორტის გამოყენებით არ განხორციელებულა. ამასთან, 2021 წლის 14 აპრილის საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულია მუსიკალური ინსტრუმენტის ნაწილი – ფლეიტა, სხვა სასაქონლო კოდით – 9209 და საბაჟო ღირებულებით – 1408.53 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 60(4).