ბრძანება N 18793
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18793
19 აგვისტო 2026
ბრძანება
ფ/პ „--------“ (პ/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2026 წლის 21 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა ფ/პ „--------“-ის (პ/ნ „--------“) 2026 წლის 21 ივლისის №103572/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის ID: „--------“შესაგებელთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. აცხადებს, რომ ზედმეტობა წარმოშობილია შეცდომით გადახდილი იმპორტის გადასახადის შედეგად, კერძოდ, კარტოფილის სათესლე მასალის იმპორტისას მომწოდებელს გამორჩა EUR1 სერტიფიკატის გამოგზავნა. შესაბამისად, საქონლის დროულად განბაჟების მიზნით, იმპორტის გადასახადი გადამხდელის სახელით სხვა პირმა გადაიხადა, ხოლო, სერტიფიკატის წარდგენის შემდეგ საბაჟო დეკლარაცია დაკორექტირდა და გადახდილი თანხა აისახა ზედმეტობაში. გადამხდელს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს შესაბამისი ფოტოსურათები, თანხის გადახდის ქვითარი, მიწის იჯარის ხელშეკრულება და აღნიშნულის საფუძველზე, ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ფ/პ „--------“-ის (პ/ნ „--------“) 2026 წლის 28 მაისის მოთხოვნის (ID: „--------“) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია შეცდომით გადახდილი გადასახადის შედეგად, კერძოდ, იმპორტირებული კარტოფილის სათესლე მასალას თან არ ახლდა წარმოშობის სერტიფიკატი (EUR1), შესაბამისად, განბაჟების დროს გადამხდელმა გადაიხადა იმპორტის გადასახადი, ხოლო სერტიფიკატის წარმოდგენის შემდეგ დეკლარაცია დაკორექტირდა და თანხა აისახა ზედმეტობაში.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის საფუძველზე, 2026 წლის 8 ივნისს განისაზღვრა ხარვეზი (ID: „--------“) და გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაციები და გადასახადის გადამხდელის 2026 წლის 12 ივნისის მოთხოვნა (ID: „--------“), რომელთა შესწავლის შემდეგ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2026 წლის 22 ივნისს შედგა შესაგებელი (ID: „--------“) და გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, დადგენილ ვადაში სრულად არ იქნა გამოსწორებული ხარვეზი, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ოდენობიდან გამომდინარე, დასასაბუთებელია აღნიშნული საქონლის პირადი საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი. გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალებით/მტკიცებულებებით ვერ დგინდება აღნიშნული საქონელი გამოყენებულია პირადი მოხმარებისთვის (ამ შემთხვევაში სათესლე მასალის შესაბამისი მიწის ობიექტებზე დათესვის ფაქტი, ან/და ინვენტარიზაციის შედეგად დასაწყობების ფაქტი) თუ გაყიდვის მიზნით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომლის თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია შეცდომით გადახდილი იმპორტის გადასახადის შედეგად, კერძოდ, კარტოფილის სათესლე მასალის იმპორტისას მომწოდებელს გამორჩა EUR1 სერტიფიკატის გამოგზავნა. საქონლის დროულად განბაჟების მიზნით, იმპორტის გადასახადი გადამხდელის სახელით სხვა პირმა გადაიხადა, ხოლო, სერტიფიკატის წარდგენის შემდეგ საბაჟო დეკლარაცია დაკორექტირდა და გადახდილი თანხა აისახა ზედმეტობაში. მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებას იმ პირის მიმართ, რომელმაც გადაიხადა იმპორტის გადასახადი. ამასთან, განმარტავს, რომ იჯარით აქვს აღებული მიწის ნაკვეთი, სადაც განახორციელა მიწის დამუშავება და კარტოფილის დათესვა. გადამხდელს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს ფოტოსურათები, თანხის გადახდის ქვითარი, ასევე მიწის იჯარის ხელშეკრულება და აღნიშნულის საფუძველზე, ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ „--------“-ის (პ/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.გადამხდელის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია შეცდომით გადახდილი გადასახადის შედეგად, კერძოდ, იმპორტირებული კარტოფილის სათესლე მასალას თან არ ახლდა წარმოშობის სერტიფიკატი,შესაბამისად, განბაჟების დროს გადამხდელმა გადაიხადა იმპორტის გადასახადი, ხოლო სერტიფიკატის წარმოდგენის შემდეგ დეკლარაცია დაკორექტირდა და თანხა აისახა ზედმეტობაში. გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განისაზღვრა ხარვეზი და გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე. გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, დადგენილ ვადაში სრულად არ იქნა გამოსწორებული ხარვეზი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
63,65.