განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.10.2019
საქმის ნომერი
330310017001958330
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001958330

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/571-19 09 ოქტომბერი 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე- ნინო ქადაგიძე

მოსამართლეები - ნინო ყანჩაველი

ნანა დარასელია

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტები - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: ა-–---------------------;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი: გ------------------;

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“;

წარმომადგენელი: ა---------–---------–---–ი;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“- ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 25 იანვრის №21-------- შესაგებელი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 მარტის №6--- ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება №1--------- საჩივარზე და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიმართ კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

თურქეთის რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის დირექტორის მოადგილის 2012 წლის 23 იანვრის წერილის თანახმად, შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის (ს/ნ 3---------) საქმიანობას წარმოადგენდა გარკვეული საქონლისათვის განკუთვნილი მაღაზიებიდან სხვა ქვეყნებში განხორციელებული საბითუმო ვაჭრობა (სხვადასხვა სახის საქონლის საბითუმო ვაჭრობა) სახმელეთო გზით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა (სურსათის, თხევადი, მშრალი ტვირთი და ა.შ., გაზისა და ნავთობპროდუქტების გარდა).

 

ამავე წერილით, გადასახადის გადამხდელის საცხოვრებელი/კანონიერი ან სამუშაოს ცენტრალურ მისამართსა და სამსახურის მისამართს წარმოადგენდა: ხ--------------------–--------------------------------------------------------------------------.

 

თურქეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების ადმინისტრაციის გენერალური სამმართველოს 2012 წლის 17 თებერვლის ცნობის თანახმად, შპს „გ---------–----–------------------–----------------------------–----------–------------------------“ (ს/ნ 3---------) არის თურქეთის რეზიდენტი კომპანია და მსოფლიო შემოსავლის გადახდის გათვალისწინებით ექვემდებარება თურქეთის დაწესებულებათა დაბეგვრას.

 

შპს „გ---------–----–------------------–----------------------------–----------–-----------------------“-ის წარმომადგენელმა 2013 წლის 15 აპრილს განცხადებით მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა ორმაგად დაბეგრილი თანხების დაბრუნება. განცხადებას ერთვოდა საგადასახადო ორგანოს მიერ ბეჭდით დამოწმებული ფორმა №2-ის ასლი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ითხოვდა 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე გადახდის წყაროსთან შპს „ე------ის“ მიერ დაკავებული გადასახადის თანხის - 50846.17 ლარის დაბრუნებას.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 29 აპრილის შესაგებელით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 15 მაისის №158 ბრძანების მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, კერძოდ, „მოთხოვნის“ მონაცემები არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურში არსებულ მონაცემებს. მოთხოვნაზე თანდართული ფორმა №2 არ არის დამოწმებული შემოსავლების სამსახურის ბეჭდის ორიგინალით. შეუსაბამობაა შპს „ე------ის“ (ს/ნ 2--------) მიერ 2011 წელს შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ისათვის გადახდის წყაროსთან ყოველთვიურად დაკავებული გადასახადის თანხის ოდენობასა და ამავე პერიოდში „გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ წარმოდგენილ ყოველწლიურ ინფორმაციას შორის. ასევე არასწორად არის შეტანილი მონაცემები ყოველწლიური განაცემების შესახებ ინფორმაციაში განთავისუფლებას ან შემცირებას დაქვემდებარებული გადასახადის გრაფაში. ფორმა №2-ის მიხედვით დეკემბრის თვეში საზოგადოებისათვის დაკავებული გადასახადის ოდენობა არ შეესაბამება შპს „ე------ის“ მიერ ამავე პერიოდში დეკლარირებულ შესაბამის მონაცემს. საგადასახადო ორგანომ, ასევე, განუმარტა გადასახადის გადამხდელს, რომ აღნიშნული საფუძვლებით მოთხოვნაზე უარის თქმა არ ართმევს უფლებას შემდგომი განხილვის მიზნით წარმოადგინოს ახალი „მოთხოვნა“ ზემოაღნიშნული საკითხების გამოსწორების შემთხვევაში.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 23 მაისის №2---- ბრძანებით დაინიშნა შპს „ე------ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, არარეზიდენტ - შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“- ისთვის გაწეული მომსახურებაზე გადახდილი თანხების დაბეგვრისა და საშემოსავლო გადასახადის ბიუჯეტში გადახდის სისწორის შემოწმების მიზნით.

 

ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა სსიპ შემოსავლების სამსახურის რისკების მართვის სამმართველოს უფროსის 2013 წლის 21 მაისის №5---------- მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად არარეზიდენტის მიერ მოთხოვნილია 2011 წელს შპს „ე------ისათვის“ (ს.ნ. 2--------) გაწეული მომსახურებისთვის მიღებული შემოსავლიდან წყაროსთან დაკავებული გადასახადი 50846,17 ლარი. მომსახურების დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია შესწავლილ იქნას არარეზიდენტი შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ისათვის (ს/ნ 3---------) გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების დაბეგვრისა და საშემოსავლო გადასახადის ბიუჯეტში გადახდის სისწორე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ჩატარდეს შპს „ე------ის“ კამერალური საგადასახადო შემოწმება არარეზიდენტი შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ისათვის (ს/ნ 3---------) გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების დაბეგვრისა და საშემოსავლო გადასახადის ბიუჯეტში გადახდის სისწორის შემოწმების მიზნით. შემოწმების ჩატარება დაევალა კამერალური საგადასახადო შემოწმების პირველ სამმართველოს.

 

შპს „ე------ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 5 სექტემბრის №4---- ბრძანება და №3-- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა 642 ლარი, ძირითადი თანხა მოგების გადასახადში 428 ლარი და ჯარმა 214 ლარი.

 

შპს „ე------ზე“ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 5 სექტემბრის №4---- ბრძანებით დარიცხული/შემცირებული თანხების კორექტირების მიზნით გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 19 სექტემბრის №4---- ბრძანება და 2013 წლის 20 სექტემბრის №3-- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად შპს „ე------ს“ მოგების გადასახადში დაერიცხა 428 ლარი, როგორც ძირითადი თანხა და 214 ლარი - საურავი, ამასთან საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდა 428 ლარით, ხოლო ჯარიმა 214 ლარით. სულ დასარიცხმა თანხა შეადგინა ნული ლარი.

 

შპს „გ---------–----–------------------–----------------------------–----------–-----------------------“-ის წარმომადგენელმა 2013 წლის 7 ნოემბერს განცხადებით (I--------) მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა „არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ“ ფორმა №2-ის დადასტურება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის 2013 წლის 5 დეკემბერს წარდგენილი დოკუმენტებით კვალ არ დასტურდება არარეზიდენტი პირის თურქეთის რეზიდენტობა. ასევე, არ დაზუსტებულა 2011 წლის 30 დეკემბრის გადახდა. ამასთან, ვინაიდან შეთანხება „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ არ ითვალისწინებს სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს წარდგენილი ფორმა №2.

 

შპს „გ---------–----–------------------–----------------------------–----------–-----------------------“-ის წარმომადგენელმა 2014 წლის 13 თებერვალს განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლის თანახმად 2013 წლის 7 ნოემბრის განცხადების (I--------) პასუხთან (ხარვეზი) დაკავშირებით დამატებით წარადგინა თურქეთის რეზიდენტობის ცნობა და 2011 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო დავალება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 მარტის №2---------- წერილის თანახმად, შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის 2016 წლის განცხადება - ფორმა №2-ის დამტკიცების შესახებ, დახარვეზდა ხანდაზმულობის გამო.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 მაისის №2---- ბრძანებით დაინიშნა შპს „ე------ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2008 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი, მოგებისა და ქონების გადასახადების ნაწილში 2008, 2009, 2010, 2011, 2012 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდი.

 

შემოწმების შედეგებზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ნოემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „ე------ს დაერიცხა სულ 435040.93 ლარი, ძირითადი თანხა - 198240 ლარი, ჯარიმა - 102067 ლარი და საურავი - 134733.93 ლარი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 მარტის №7--- ბრძანებით კი შპს „ე------ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა სულ 138659 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 98097 ლარი, ჯარიმა - 40562 ლარი. რაზეც გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 მარტის №002-84 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა დარიცხულ გადასახად განისაზღვრა სულ 113694 ლარი.

 

შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 16 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა ორმაგად დაბეგრილი თანხის დაბრუნება.

 

განცხადების თანახმად, შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-თან დაკავშირებით, განცხადებით მიმართეს 2013 წლის 15 აპრილს და წარმოდგენილი დოკუმენტების, მათ შორის, მომსახურების დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ფორმა №2 საფუძველზე ითხოვეს ორმაგად დაბეგრილი თანხის დაბრუნება. მომართვის შემდეგ, შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ს პარტნიორ კომპანიაში (საგადასახადო აგენტი) შპს „ე------ში“ (ს/კ 2--------) შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 23 მაისის №2---- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელიც დასრულდა 2013 წლის 19 სექტემბერს. 2013 წლის 7 ნოემბერს კვლავ მიმართეს განცხადებით მომსახურების დეპარტამენტს (I--------). 2014 წლის 15 მაისს შპს „ე------ში“ კვლავ დაიწყო საგადასახადო შემოწმება №2---- ბრძანებით, რომელიც დასრულდა 2014 წლის 19 ნოემბერს, თუმცა დავა გრძელდებოდა 2016 წლის დეკემბრამდე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 25 იანვრის №21-------- შესაგებლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის №3-- ბრძანებისა და „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, გასულია სსკ-ის მე-4 მუხლით „მოთხოვნის“ (ფორმა №2) წარმოდგენისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, შპს „გ---------–-- ლოჯისტიქ ი-----–--- იჰრაჯათ ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ის (ს/ნ 3--------) მიერ 2013 წლის 30 მაისს მეჰმეთ მელექზე გაცემული მინდობილობით არ არის განსაზღვრული მისი მოქმედების ვადა.

 

შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ის სახელით ერჯან თოფალოღლუმ 2013 წლის 30 მაისს გასცა მინდობილობა 1978 წლის 20 ივნისს დაბადებულ, თურქეთის რესპუბლიკის №1---------- პირადი ნომრის მქონე, ე------------ა და ნ---------ს შვილზე მ----------–--ზე, რათა იყოს უფლებამოსილი რწმუნებული იმისათვის, რომ შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის სახელით შეასრულოს საქართველოს სახელმწიფო ყველა შესაბამისი საბაჟო პროცედურები; გახსნას და დახუროს დეკლარაციები; შეიტანოს გადასახადები; შეასრულოს ექსპორტი და იმპორტის პროცედურები; გახსნას ანგარიშები საქართველოში მდებარე ოფიციალურ, კერძო, ეროვნულ ან უცხოურ ბანკებში; ყველა ანგარიშებიდან მისთვის სასურველი რაოდენობით შეიტანოს და გამოიტანოს თანხები, გახსნას ახალი ანგარიშები; დახუროს გახსნილი ანგარიშები თუ სურს; ინკასო; ხელი მოაწეროს დოკუმენტებს; გასცეს ქვითრები და გაგზავნოს შეტყობინებები; მიიღოს საბანკო სალაროდან ჩემს სახელზე გაცემული ან გასაცემი ჩეკების თანხები; ხელი მოაწეროს დოკუმენტებს; მიიღოს ბანკებში განხორციელებული ან განსახორციელებელი გადარიცხვები/თანხები; ხელი მოაწეროს ქვითრებს; გასცეს შეტყობინებები; გადაიხადოს ან საგარანტიოდ გასცეს შესაბამის ბანკში ჩეკის, პოლისის, პიროვნებაზე გაცემული თამასუქების თანხები, მოითხოვოს მათი გაპროტესტება; სახელზე გაცემული ან გასაცემი ჩეკების თანხები; ხელი მოაწეროს დოკუმენტებს; მიიღოს ბანკებში განხორციელებული ან განსახორციელებელი გადარიცხვები/თანხები; ხელი მოაწეროს ქვითრებს; გასცეს შეტყობინებები; გადაიხადოს ან საგარანტიოდ გასცეს შესაბამის ბანკში ჩეკის, პოლისის, პიროვნებაზე გაცემული თამასუქების თანხები, მოითხოვოს მათი გაპროტესტება; დაარეგისტრიროს ჩვენი კომპანიის სახელით ფირმები საქართველოში; აიღოს ნებართვები ამასთან დაკავშირებით; გახსნილ და გასახსნელ ჩვენს ფირმებთან დაკავშირებით განახორციელოს ნებისმიერი კომერციული საქმეები; შეიძინოს სავაჭრო საქონელი; გაყიდოს; გასცეს შეკვეთები; მიიღოს შეკვეთები; დადოს წერილობითი და სიტყვიერი ხელშეკრულებები; აიღოს ვალდებულებები; ჩემი კომპანიის სახელით ჩემს მიერ შეძენილ საქონელთან დაკავშირებით შეადგინოს კონკრეტულ პიროვნებაზე გაცემული თამასუქები, აიღოს ვალუტის გაცვლის ვალდებულება; გამოწეროს ფაქტურა, ქვითარი; შეიტანოს ხარჯი, საფასური და გადასახადები განახორციელოს პროცედურები, წარადგინოს საჭირო განაცხადი და დოკუმენტები ჩემი ფირმის თაობაზე ოფიციალურ სამსახურსა და საგადასახადო სამსახურებში; ხელი მოაწეროს; გააკეთებინოს რეგისტრაცია, გააუქმოს რეგისტრაცია; გადასცეს მისთვის სასურველ პირს ჩვენი ფირმა; შეასრულოს ყველა ჩვენი პროცედურა კომპეტენტურ საგადასახადო სამსახურებში; განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვა; დადოს ხელშეკრულება და აწარმოოს მოლაპარაკება ავტოგასამართ სადგურებთან; განსაზღვროს პირობები; გააუქმოს იგი საჭიროების შემთხვევაში; გადაიხადოს გადასახადები; გააპროტესტოს სასჯელები; დაიცვას ჩვენი უფლებები და ინტერესები; საჭიროების შემთხვევაში აიყვანოს ადვოკატი; იყოს ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი ყველა ჩვენს ოპერაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო სამინისტროებსა თუ მათზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებში; შეუძლია გადასცეს სხვებსაც სრულად ან ნაწილობრივ აღნიშნულ მინდობილობაში მითითებული უფლებამოსილება; გასცეს მინდობილობები.

 

შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 10 თებერვალს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 25 იანვრის №21-------- შესაგებელის გაუქმება.

 

საჩივრის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უარი მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში ორჯერ იქნა განხორციელებული თანხის დაბრუნების მოთხოვნა და ფორმა N2-ის წარდგენა. შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-მა განახორციელა რა იურიდიული მოქმედება, მიმართა სახელმწიფო ორგანოს და შეეცადა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც უნდა გამხდარიყო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა და დაებრუნებინა ორმაგად დაბეგრილი თანხა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 მარტის №6--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანების თანახმად, შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ის მიერ 2013 წლის 15 აპრილს წარმოდგენილ მოთხოვნაზე (ფორმა №2) - 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ, მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 29 აპრილს გაგზავნილი იქნა „შესაგებელი“ (№2----------) შესაბამისი უარის თქმის საფუძვლების მითითებით. აღნიშნული პერიოდიდან 2017 წლამდე გადასახადის გადამხდელს მომსახურების დეპარტამენტისთვის თანხის დაბრუნების მოთხოვნით არ მიუმართავს. გადამხდელის მიერ 2013 წლის ნოემბრის თვეში წარმოდგენილი (I--------) განცხადება ფორმა №2-ის დამტკიცების თაობაზე დახარვეზდა, რაც მის მიერ არ იქნა გამოსწორებული, ასევე ხანდაზმულობის მოტივით დახარვეზდა 2016 წლის დეკემბრის მომართვა ფორმა №2-ის დამტკიცების შესახებ.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გაშვების საფუძვლით სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 29 მარტს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა, ორმაგად დაბეგრილი თანხების დაბრუნება.

 

საჩივრის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უარი მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადაში რამდენჯერმე იქნა წარდგენილი თანხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა და ფორმა №2. აღნიშნული კი წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს. ამასთან, საგულისხმოა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არასწორად იქნა განმარტებული „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება, როდესაც მითითება გააკეთა, რომ თითქოს სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების კატეგორიასთან დაკავშირებულ საკითხებს არ ითვალისწინებს მითითებული შეთანხმება. რეალურად კი, შეთანხმების მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის დისპოზიცია, მთლიანი შეთანხმების კონტექსში, სწორედ, სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების დაბეგვრას უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც არსებობს დადგენილი პრაქტიკაც.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილების მიხედვით, საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილ პოზიციას, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის 29 აპრილს გადამხდელს გადაეგზავნა შესაგებელი შესაბამისი უარის თქმის საფუძვლის მითითებით და აღნიშნული პერიოდიდან 2017 წლამდე გადასახადის გადამხდელს მომსახურების დეპარტამენტისათვის თანხის დაბრუნების მოთხოვნით არ მიუმართავს. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ 2014 წლის თებერვალში კვლავ მიმართეს მომსახურების დეპარტამენტს იმავე მოთხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

 

საბჭოს მიერ 2017 წლის 7 აპრილს მიღებულია №1--------- შუალედური გაწყვეტილება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალა წარმოედგინა გადამხდელის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ყველა რეგისტრირებული განცხადება სადავო საკითხთან დაკავშირებით და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოცემული შესაგებელი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 აპრილის №1--------- შუალედური გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილია 2017 წლის 20 აპრილის №4---------- სამსახურებრივი ბარათი, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-მა შპს „ე------ის“ მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ „მოთხოვნა“ (ფორმა №2) მომსახურების დეპარტამენტში წარმოადგინა 2013 წლის 15 აპრილს და 2017 წლის 12 იანვარს, რაზეც შესაბამისი უარის თქმის საფუძვლების მითითებით გადამხდელს გაეგზავნა შესაგებელი. აღნიშნული თანხის დაბრუნების შესახებ შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის მიერ 2014 წელს წარმოდგენილი „მოთხოვნა“ (ფორმა №2) მომსახურების დეპარტამენტში არ ფიქსირდება. ამასთან, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს დამატებით ეცნობა, რომ 2014 წლის 8 აპრილს შპს „გ---------–----–------------------–----------------------------–----------–------------------------“-ის მიერ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილია 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე შპს „ტექნოჰაუსის“ მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის 97 664,61 ლარის დაბრუნება (2014 წლის 01 აპრილის №2---------- წერილის თანახმად დამოწმებული ფორმა №2-ის საფუძველზე), რაზეც სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება. გადამხდელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 06 მაისის №2---------- წერილით, ხოლო თანხა დაუბრუნდა 2014 წლის 4 ივლისს.

 

გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ არის, თანხის დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილი აქვს განცხადება 2013 წელს, რაზეც დადგენილია ხარვეზი. ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადება წარდგენილია 2014 წლის თებერვალში. საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვის დროს შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-მა წარმოადგინა აღნიშნული განცხადების ასლი. ვინაიდან წარმოდგენილ განცხადებაზე არ არის აღნიშნული საგადასახადო ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, ამასთან არ არის სათანადოდ დამოწმებული, საბჭომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ დადასტურდება განცხადების 2014 წლის თებერვალში საგადასახადო ორგანოში წარდგენის ფაქტი. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის უარი საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის გათვალისწინებით უარის თქმის თაობაზე მართლზომიერია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 25 იანვრის №21-------- შესაგებელი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 მარტის №6--- ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს - დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.

 

ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში - გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა გადასახადის გადამხდელს ანიჭებს უფლებამოსილებას, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, მოითხოვოს საგადასახადო ორგანოსაგან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულება კი სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 16 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა, ორმაგად დაბეგრილი თანხის დაბრუნება. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 25 იანვრის №21-------- შესაგებლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძვლით. შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 10 თებერვალს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 25 იანვრის №21-------- შესაგებელის გაუქმება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 მარტის №6--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუქნტზე, რომლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმების გამოყენება და საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმების მეშვეობით, კერძოდ: საქართველოს არარეზიდენტის მიერ ივსება: ფორმა №2 “არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ და მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე” და ფორმა №3 “არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა“.

 

მითითებული ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შემოსავლის მიმღები საგადასახადო ორგანოს ფორმა №2-ს წარუდგენს ერთ ეგზემპლარად საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. ფორმა №2-ის ორიგინალი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო განმცხადებელს გადაეცემა საგადასახადო ორგანოს ბეჭდით დამოწმებული ასლი.

 

სასამართლომ მოიხმო 2013 წლის 15 აპრილის მდგომარეობით მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილს, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2013 წლის 26 დეკემბრის №1886 საქართველოს კანონით ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში და მისი მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. (რომელიც, ამოქმედდა 201 7 წლის 1 იანვრიდან).

 

ამავე კანონით ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლში, კერძოდ დაემატა 62-ე ნაწილი, რომლის თანახმად, ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაა: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ხანდაზმულობის ვადაში არის შესაძლებელი გადასახადის გადამხდელმა დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საგადასახადო სფეროში წარმოშობილი საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული ნორმატიული აქტია. ისევე როგორც არაერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი, საგადასახადო კოდექსიც შეიცავს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების იძულებით განხორციელების ან დაცვის მოთხოვნისათვის გათვალისწინებულ ვადებს, რომელთა დაუცველობის შემთხვევაში შესაბამისი პირი კარგავს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობას.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ის წარმომადგენელმა 2013 წლის 15 აპრილს განცხადებით მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა ორმაგად დაბეგრილი თანხების დაბრუნება, კერძოდ, 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე გადახდის წყაროსთან, შპს „ე------ის“ მიერ დაკავებული გადასახადის თანხის - 50846.17 ლარის დაბრუნებას. განცხადებას ერთვოდა საგადასახადო ორგანოს მიერ ბეჭდით დამოწმებული ფორმა №2-ის ასლი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 29 აპრილის შესაგებელით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ის წარმომადგენელმა 2013 წლის 7 ნოემბერს, ისევ მიმართა განცხადებით (I--------) სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა „არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ“ ფორმა №2-ის დადასტურება. ხოლო 2014 წლის 13 თებერვალს შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლის თანახმად, 2013 წლის 7 ნოემბრის განცხადების (I--------) პასუხთან (ხარვეზი) დაკავშირებით დამატებით წარადგინა თურქეთის რეზიდენტობის ცნობა და 2011 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო დავალება. მოსარჩელის წარმომადგენელმა პროცესზე, ასევე, მიუთითა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული განცხადება ელექტრონულად გაეგზავნა RS.GE-ის პორტალის მეშვეობით საგადასახადო ორგანოს.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოში, შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო განეხილა აღნიშნული მოთხოვნა არსებითად.

 

სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში მითითებული არგუმენტი, რომ 2013 წლის 30 მაისს მ----------–--ზე გაცემულ მინდობილობაში არ იყო განსაზღვრული მისი მოქმედების ვადა, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მინდობილობა შეიძლება იყოს ვადიანი ან უვადო. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მინდობილობაში არ არის მითითებული ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გაცემულია უვადოდ. უფრო მეტიც, მინდობილობით წარმომადგენელს მინიჭებული აქვს უფლება, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გადასცეს სხვა პირსაც სრულად ან ნაწილობრივ.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ ფაქტზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 23 მაისის №2---- ბრძანებით დაინიშნა შპს „ე------ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება არარეზიდენტ - შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ისთვის გაწეული მომსახურებაზე გადახდილი თანხების დაბეგვრისა და საშემოსავლო გადასახადის ბიუჯეტში გადახდის სისწორის შემოწმების მიზნით. რაზეც გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 20 სექტემბრის №3-- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით, შპს „ე------ზე“ დასარიცხმა თანხამ შეადგინა ნული ლარი. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 მაისის №2---- ბრძანებით დაინიშნა შპს „ე------ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2008 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი, მოგებისა და ქონების გადასახადების ნაწილში 2008, 2009, 2010, 2011, 2012 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 მარტის №002-84 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა არგუმენტაციას, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის მოთხოვნის არსებითად განხილვის შემთხვევაში არ აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ზედმეტად გახდილი თანხების კანონიერება, რადგან საგადასახადო ორგანოს მხრიდან აღნიშნული ქმედება უკვე განხორციელებულია.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ არ წარმართულა ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული წესების დაცვით. სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა განეხილა შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის მოთხოვნა არსებითად და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მიეღო გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილების შესახებ, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იყო საგადასახადო კოდექსით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის N3-- ბრძანებისა და „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N633 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველ, მეორე, მესამე ნაწილებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე, ამავე კოდექსის 63–ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 65-ე მუხლზე და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 07.03.2017 წლის #2---------- წერილის მიხედვით, მომჩივანის მიერ თანხის დაბრუნების შესახებ „მოთხოვნა“ (ფორმა No2) მომსახურების დეპარტამენტში წარდგენილია 2017 წლის 12 იანვარს, რომლითაც გადამხდელი ითხოვდა 2013 წელს დამოწმებული „ფორმა #2“-ის თანახმად 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნებას.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის No3-- ბრძანებისა და „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის No633 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმად გასულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი „მოთხოვნის“ (ფორმა #2) წარმოდგენის ხანდაზმულობის ვადა, მომსახურების დეპარტამენტმა გადაწყვიტა უარი ეთქვა გადამხდელისთვის თანხის დაბრუნებაზე. შესაგებელში ასევე აღნიშულია, რომ „მოთხოვნაზე“ თანდართული მომჩივნის მიერ 2013 წლის 30 მაისს მ----------–--ზე გაცემული მინდობილობით არ არის განსაზღვრული მისი მოქმედების ვადა. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათით ფინანსთა სამინისტროს ეცნობა, რომ მომჩივანის მიერ 2013 წლის 15 აპრილს წარმოდგენილ ამავე „მოთხოვნაზე“ (ფორმა 262) მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 29 აპრილს გაგზავნილია „შესაგებელი“ (Ng2----------) შესაბამისი უარის თქმის საფუძვლების მითითებით. აღნიშნული პერიოდიდან 2017 წლამდე გადასახადის გადამხდელს მომსახურების დეპარტამენტისთვის თანხის დაბრუნების მოთხოვნით არ მოუმართავს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 1 აპრილის No1--------- გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალა წარმოედგინა გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ყველა რეგისტრირებული განცხადება სადავო საკითხთან დაკავშირებით და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოცემული შესაგებელი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 აპრილის No1--------- შუალედური გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილია 20.04.2017 წლის No4---------- სამსახურებრივი ბარათი, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ მომჩივანმა, შპს „ე------ის“ მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ „მოთხოვნა“ (ფორმა No2) მომსახურების დეპარტამენტში წარმოადგინა 2013 წლის 15 აპრილს და 2017 წლის 12 იანვარს, რაზეც შესაბამისი უარის თქმის საფუძვლების მითითებით გადამხდელს გაეგზავნა შესაგებელი. აღნიშნული თანხის დაბრუნების შესახებ მომჩივანის მიერ 2014 წელს წარმოდგენილი „მოთხოვნა“ (ფორმა#2) მომსახურების დეპარტამენტში არ ფიქსირდება.

 

აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასვკნას ხანდაზმულობის 6 წლიან ვადასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა თანხის დაბრუნების მოთხოვნით 2017 წელს მიმართა საგადასახადო ორგანოს, ანუ იმ პერიოდში როცა მოქმედი საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენდა 3 წელს. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით გადამხდელის მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე ხანდაზმულია, რადგან კანონმდებელი სწორედ მიმართვის მომენტს უკავშირებს თანხის დაბრუნების ვალდებულებას.

 

აპელანტი მიუთითებს საკანონმდებლო ცვლილებაზე და მიიჩნევს, რომ ცვლილების საფუძველზე კანონით ხანდაზმულობის ვადა ერთნაირად განისაზღვრა როგორც გადასახადის თანხის დარიცხვისათვის და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენისათვის, ისე საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენისათვის. აპელანტი განმარტავს, რომ იდენტური ხანდაზმულობის ვადების გამოყენება საგადასახადო ვალდებულების დარიცხვისა და გადამხდელის მოთხოვნის წარდგენისათვის განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საგადასახდო ორგანომ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ფარგლებში შეძლოს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შემოწმება (მათ შორის გადამხდელის ბარათზე არსებული ზედმეტობის რელობის დადგენა), რათა ხანდაზმულობით გათვალისწინებული შეზღუდული ვადების პირობებში გამოირიცხოს გადამხდელის მიერ „მოთხოვნის" დაუსაბუთებლად წარდგენის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს მიეცემა შესაძლებლობა (არასწორი დეკლარირებით, ფიქტიური ოპერაციებით და სხვა) გადამხდელის პირად ბარათზე ასახოს არარეალური ზედმეტობა, ხოლო საგადასახადო ორგანო ვალდებული იქნება შემოწმების გარეშე, დაუსაბუთებლად „დააბრუნოს" თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 310-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიჩნია, რომ შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფათროლ ურუნერი ს---- თ---------"-ის მოთხოვნა იყო ხანდაზმული და არ არსებობდა ინდივიდუალური ადმინისტაციულ სამართლებრივი აქტების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-40, 63-ე, 65-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 07.03.2017 წლის N62---------- წერილის მიხედვით, მომჩივანის მიერ თანხის დაბრუნების შესახებ „მოთხოვნა“ (ფორმა No2) მომსახურების დეპარტამენტში წარდგენილია 2017 წლის 12 იანვარს, რომლითაც გადამხდელი ითხოვდა 2013 წელს დამოწმებული „ფორმა No2“-ის თანახმად 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნებას.

 

აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის No3-- ბრძანებისა და „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N633 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმად გასულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 4-ე მუხლით დადგენილი „მოთხოვნის“ (ფორმა No2) წარმოდგენის ხანდაზმულობის ვადა, მომსახურების დეპარტამენტმა გადაწყვიტა უარი ეთქვა გადამხდელისთვის თანხის დაბრუნებაზე. შესაგებელში ასევე აღნიშულია, რომ „მოთხოვნაზე“ თანდართული მომჩივნის მიერ 2013 წლის 30 მაისს მ----------–--ზე გაცემული მინდობილობით არ არის განსაზღვრული მისი მოქმედების ვადა. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათით ასევე ეცნობა, რომ მომჩივნის მიერ 2013 წლის 15 აპრილს წარმოდგენილ ამავე „მოთხოვნაზე“ (ფორმა No2) მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 29 აპრილს გაგზავნილია „შესაგებელი“ (N21 11/34192) შესაბამისი უარის თქმის საფუძვლების მითითებით. აღნიშნული პერიოდიდან 2017 წლამდე გადასახადის გადამხდელს მომსახურების დეპარტამენტისთვის თანხის დაბრუნების მოთხოვნით არ მოუმართავს. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილ პოზიციას, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის 29 აპრილს გადამხდელს გაეგზავნა შესაგებელი შესაბამისი უარის თქმის საფუძვლების მითითებით და აღნიშნული პერიოდიდან 2017 წლამდე გადასახადის გადამხდელს მომსახურების დეპარტამენტისთვის თანხის დაბრუნების მოთხოვნით არ მოუმართავს. გადამხდელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ 2014 წლის თებერვლის თვეში კვლავ მიმართეს მომსახურების დეპარტამენტს იმავე თხოვნით, თუმცა პასუხი დღემდე არ აქვთ მიღებული. საბჭოს მიერ 2017 წლის 7 აპრილს მიღებულია No1--------- შუალედური გადაწყვეტილება. დაევალა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს წარმოედგინა გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ყველა რეგისტრირებული განცხადება სადავო საკითხთან დაკავშირებით და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოცემული შესაგებელი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 აპრილის No1--------- შუალედური გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილია 20.04.2017 წლის No4---------- სამსახურებრივი ბარათი, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ მომჩივანმა, შპს „ე------ის“ მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ „მოთხოვნა“ (ფორმა No2) მომსახურების დეპარტამენტში წარმოდგენილია 2013 წლის 15 აპრილს და 2017 წლის 12 იანვარს, რაზეც შესაბამისი უარის თქმის საფუძვლების მითითებით გადამხდელს გაეგზავნა შესაგებელი. აღნიშნული თანხის დაბრუნების შესახებ მომჩივანის მიერ 2014 წელს წარმოდგენილი „მოთხოვნა“ (ფორმა No2) მომსახურების დეპარტამენტში არ ფიქსირდება. ამასთან დამატებით ეცნობათ, რომ 2014 წლის 08 აპრილს მომჩივანის მიერ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილია 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე შპს „ტექნოჰაუსის“ მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის 97 664,61 ლარის დაბრუნება (2014 წლის 01 აპრილის No2---------- წერილის თანახმად დამოწმებული ფორმა No2-ის საფუძველზე), რაზეც შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება. გადამხდელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 06 მაისის No2---------- წერილით, ხოლო თანხა დაუბრუნდა 2014 წლის 04 ივლისს. მომჩივანი განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ არის მის მიერ, თანხის დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილი აქვს განცხადება 2013 წელს, რაზეც დადგენილია ხარვეზი. ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადება წარდგენილია 2014 წლის თებერვალში. საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვის დროს მომჩივანმა წარმოადგინა აღნიშნული განცხადების ასლი, ვინაიდან წარმოდგენილ განცხადებაზე არ არის აღნიშნული საგადასახადო ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, ამასთან არ არის დამოწმებული სათანადო ბეჭდით, საბჭომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ დადასტურდება განცხადების 2014 წლის თებერვალში საგადასახადო ორგანოში წარდგენის ფაქტი. შესაბამისად მომსახურების დეპარტამენტის უარი საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის გათვალისწინებით უარის თქმის თაობაზე მართლზომიერია.

 

აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა აითვალოს 2014 წლის 22 იანვრიდან. და შესაბამისად, აპელანტი თვლის, რომ ვადა ამოიწურა 2014 წლის 11 თებერვალს. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2014 წლის 5 მაისს, სამ თვიანი დაგვიანებით (გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ). ვინაიდან, შემოსავლების სამსახურში გადამხდელის მიერ საჩივარი წარდგენილია საგადასახადო კოდექსით გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევით, აპელანტი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით კანონშესაბამისია. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე საჩივარი არ დააკმაყოფილა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ საგადასახადო დავის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველები.

 

შესაბამისად აპელანტი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

თურქეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების ადმინისტრაციის გენერალური სამმართველოს 2012 წლის 17 თებერვლის ცნობის საფუძველზე დასტურდება, რომ შპს „გ---------–--ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“ (ს/ნ 3---------) არის თურქეთის რეზიდენტი კომპანია და მსოფლიო შემოსავლის გადახდის გათვალისწინებით ექვემდებარება თურქეთის დაწესებულებათა დაბეგვრას.

 

დადგენილია, რომ შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 16 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა, ორმაგად დაბეგრილი თანხის დაბრუნება. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 25 იანვრის №21-------- შესაგებლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძვლით. შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 10 თებერვალს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 25 იანვრის №21-------- შესაგებელის გაუქმება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 მარტის №6--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი ასევე არ დაკმაყოფილდა.

 

ადმინისტრაციული ორგანოს უარი ორმაგად დაბეგრილი თანხის დაბრუნებაზეა, ძირითადად ემყარება ხანდაზმულობის მოტივს. საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების დამატებითი შესწავლის საფუძველზე არ ადასტურებს ხანდაზმულობის მოტივით მოთხოვნის უარყოფის შესაძლებლობას, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

 

სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუქნტზე, რომელიც ადგენს, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.

 

მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმების გამოყენება და საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმების მეშვეობით, კერძოდ: საქართველოს არარეზიდენტის მიერ ივსება: ფორმა №2 “არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ და მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე” და ფორმა №3 “არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა“.

 

მითითებული ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შემოსავლის მიმღები საგადასახადო ორგანოს ფორმა №2-ს წარუდგენს ერთ ეგზემპლარად საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. ფორმა №2-ის ორიგინალი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო განმცხადებელს გადაეცემა საგადასახადო ორგანოს ბეჭდით დამოწმებული ასლი.

 

საქმეში წარმოდგენილია მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ის წარმომადგენელმა 2013 წლის 15 აპრილს განცხადებით მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა ორმაგად დაბეგრილი თანხების დაბრუნება. მოთხოვნა შეეხო 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე გადახდის წყაროსთან, შპს „ე------ის“ მიერ დაკავებულ გადასახადის თანხას - 50846.17 ლარს. განცხადებას ერთვოდა საგადასახადო ორგანოს მიერ ბეჭდით დამოწმებული ფორმა №2-ის ასლი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 29 აპრილის შესაგებელით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ის წარმომადგენელმა 2013 წლის 7 ნოემბერს განცხადებით (I--------), ისევ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა „არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ“ ფორმა №2-ის დადასტურება. 2014 წლის 13 თებერვალს შპს „გ---------–----–-----------------–--------------------------–---------–----------------------“-ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლის საფუძველზეც, 2013 წლის 7 ნოემბრის განცხადების (I--------) პასუხთან (ხარვეზი) დაკავშირებით დამატებით წარადგინა თურქეთის რეზიდენტობის ცნობა და 2011 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო დავალება. მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, აღნიშნული განცხადება ასევე ელექტრონულად გაიგზავნა RS.GE-ის პორტალის მეშვეობით საგადასახადო ორგანოში, რასაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ უარყოფს.

 

საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსი. 2013 წლის 15 აპრილის მდგომარეობით მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2013 წლის 26 დეკემბრის №1886 საქართველოს კანონით ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში და მე-4 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. (რომელიც, ამოქმედდა 201 7 წლის 1 იანვრიდან).

 

ამავე კანონით ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლში, კერძოდ დაემატა 62-ე ნაწილი, რომლის თანახმად, ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაა: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ საწარმოს მიერ გაშვებულია მოთხოვნის წარდგენის ვადა. როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ის წარმომადგენელმა 2011 წლის საანგარიშო პერიოდზე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 2013 წლის 15 აპრილს,ანუ 2 წლის ვადაში, ასევე მიმართა იმავე წლის 7 ნოემბერს,ხოლო 2014 წლის 13 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურს საწარმომ მიმართა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით და დამატებით წარუდგინა თურქეთის რეზიდენტობის ცნობა და 2011 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო დავალება.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ, რამდენადაც საწარმომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოში წარადგინა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, სსიპ შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო მოთხოვნა განეხილა არსებითად.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას 2013 წლის 30 მაისს მ----------–--ზე გაცემული მინდობილობის თაობაზე და ადასტურებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მინდობილობა შეიძლება იყოს ვადიანი ან უვადო, რამდენადაც ამ შემთხვევაში, მინდობილობაში არ არის მითითებული ვადა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მინდობილობა გაცემულია უვადოდ.

 

აპელანტის მხრიდან სააპელაციო საჩივრის ერთერთ მოტივად კვლავ რჩება ის არგუმენტი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმდინარე ეტაპზე არ გააჩნია ზედმეტად გადახდილი თანხების კანონიერების შემოწმების მექანიზმი. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის რისკების მართვის სამმართველოს უფროსის 2013 წლის 21 მაისის №5---------- მოხსენებითი ბარათი, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ შპს „ე------ის“ საგადასახადო შემოწმების მიზანს წარმოადგენდა არარეზიდენტი შპს „გ---------–-- ლ---------- ი-----–--- ი---------- ფ--------– უ------–---- ს---- თ---------“-ისათვის (ს/ნ 3---------) გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების დაბეგვრისა და საშემოსავლო გადასახადის ბიუჯეტში გადახდის სისწორის შემოწმება. სწორედ ამ საფუძვლით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შპს „ე------ის“ კამერალური საგადასახადო შემოწმება.

 

ზემოაღნიშნული შემოწმების შედეგებზე გამოცემულია სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 20 სექტემბრის №3-- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და შპს „ე------ზე“ დასარიცხმა თანხამ შეადგინა ნული ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 მაისის №2---- ბრძანებით შპს „ე------ში“ ასევე დაინიშნა გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2008 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი, მოგებისა და ქონების გადასახადების ნაწილში 2008, 2009, 2010, 2011, 2012 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 მარტის №002-84 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ამდენად, შპს ,,ე------ის“ შემოწმებამ სრულად მოიცვა სადავო პერიოდი, რაც გამორიცხავს იმ გარემოების მტკიცების შესაძლებლობას, რომ ზედმეტად გახდილი თანხების კანონიერების საკითხი საგადასახადო ორგანოს მხრიდან ვერ შემოწმდება და ვერ დადგინდება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს - დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.

 

ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში - გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადებისან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

ყოველივე აზემოაღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და მართებულია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

 

საპროცესო ხარჯები:

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟი გადახდის ვალდებულებისაგან.

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე

 

მოსამართლეები ნინო ყანჩაველი

 

ნანა დარასელია