ბრძანება N 24649

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.10.2026
№ დოკუმენტი 24649
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24649

29 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“ (ს/ნ --------)

(მის.: --------)

2026 წლის 14 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 სექტემბრის და 22 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №88 და №95) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ --------) 2026 წლის 14 სექტემბრის №104566/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 ივლისის №007-217 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5335 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურში დავის შედეგად საქმეზე ბოლოს მიღებული 2026 წლის 11 მარტის №5335 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს მაინერების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავებული კრიპტოაქტივების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

„1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს მაინერების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავებული კრიპტოაქტივების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 27 ივლისის №007-217 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 668 903 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 324 746 ლარი

საშემოსავლო გადასახადი - 311 474

ქონების გადასახადი - 13 272

ჯარიმა - 162 466

საურავი - 181 691

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:

გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), კერძოდ, დაკორექტირდა გამომუშავებული კრიპტოაქტივის ოდენობა, სახეობა და განისაზღვრა კრიპტოაქტივის გამომამუშავებელი მოწყობილობების მოდელების, მათი მწარმოებლურობების, სიმძლავრეებისა და საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით. გადაანგარიშების შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი განმარტავს, რომ წინა გადაანგარიშების შემდეგ ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. კერძოდ, აუდიტის გაანგარიშებაში გამორჩენილი იყო ტექნიკის ელექტრონული მოხმარების საერთო თვიური წარმადობის გათვალისწინება ელექტროენერგიის თვიურ ფაქტობრივ მოხმარებაში და ტექნიკის მოდელის მიხედვით, კონკრეტული ელექტრონული ნაწარმის გამოყოფა ბიტკოინების სიმრავლიდან. ამჟამად გადაანგარიშებისას არ განხორციელდა ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების გათვალისწინება, კერძოდ, წარმოების მოცულობის გაანგარიშებისას არ არის გამოყენებული საწარმოო დანადგარების ქარხნულად განსაზღვრული სრული წარმადობა, ამავე დანადგარების მუშაობისთვის აუცილებელი ელექტროენერგიის მოხმარება არ არის შეჯერებული საწარმოს ფაქტობრივ თვიურ ელექტრომოხმარებასთან. შესაბამისად, მხოლოდ ქარხნული მაქსიმალური წარმადობის გამოყენება, დანადგარების რეალური მუშაობის ხანგრძლივობისა და ამისთვის საჭირო ელექტროენერგიის გაუთვალისწინებლად იწვევს სავარაუდო წარმოების მოცულობის არსებით ზრდას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5335 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მაინერების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავებული კრიპტოაქტივების მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები, კერძოდ, განხორციელდა გამომუშავებული კრიპტოაქტივის ოდენობისა და სახეობის კორექტირება და განისაზღვრა კრიპტოაქტივის გამომამუშავებელი მოწყობილობების მოდელების, მათი მწარმოებლურობების, სიმძლავრეებისა და საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივანის არგუმენტებზე, რომლის მიხედვითაც, მომჩივანი განმარტავს, რომ წინა გადაანგარიშების შემდეგ ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. კერძოდ, აუდიტის გაანგარიშებაში გამორჩენილი იყო ტექნიკის ელექტრონული მოხმარების საერთო თვიური წარმადობის გათვალისწინება ელექტროენერგიის თვიურ ფაქტობრივ მოხმარებაში და ტექნიკის მოდელის მიხედვით, კონკრეტული ელექტრონული ნაწარმის გამოყოფა ბიტკოინების სიმრავლიდან (რადგან ყველა წინა გადაანგარიშებაში ყველაფერი ბიტკოინად იყო ნაანგარიშები, იმის მიუხედავად ბიტკოინის მაინერი იყო თუ ლაითკოინი, რომელთა საბაზრო ფასი რადიკალურად განსხვავდებოდა). ამჟამად გადაანგარიშებისას არ განხორციელდა ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების გათვალისწინება, კერძოდ, წარმოების მოცულობის გაანგარიშებისას არ არის გამოყენებული საწარმოო დანადგარების ქარხნულად განსაზღვრული სრული წარმადობა, ამავე დანადგარების მუშაობისთვის აუცილებელი ელექტროენერგიის მოხმარება არ არის შეჯერებული საწარმოს ფაქტობრივ თვიურ ელექტრომოხმარებასთან. მაგალითად, 2019 წლის ივნისის თვეში გაანგარიშება ეფუძნება დანადგარების სრული წარმადობით მუშაობის დაშვებას, მაშინ როდესაც საწარმოს ფაქტობრივმა ელექტროენერგიის მოხმარებამ შეადგინა მხოლოდ 2 052 კვტსთ. ამავე დროს, გაანგარიშებაში ნაგულისხმევი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი დანადგარების ქარხნული ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 236 000კვტსთ უნდა ყოფილიყო. აღნიშნული სხვაობა მიუთითებს, რომ დანადგარების სრული დატვირთვით მუშაობის დაშვება არ შეესაბამება ფაქტობრივ ენერგომოხმარებას. შესაბამისად, მხოლოდ ქარხნული მაქსიმალური წარმადობის გამოყენება, დანადგარების რეალური მუშაობის ხანგრძლივობისა და ამისთვის საჭირო ელექტროენერგიის გაუთვალისწინებლად იწვევს სავარაუდო წარმოების მოცულობის არსებით ზრდას.

საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5335 ბრძანება, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5335 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს შედეგებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი განმარტავს, რომ წინა გადაანგარიშების შემდეგ ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. კერძოდ, აუდიტის გაანგარიშებაში გამორჩენილი იყო ტექნიკის ელექტრონული მოხმარების საერთო თვიური წარმადობის გათვალისწინება ელექტროენერგიის თვიურ ფაქტობრივ მოხმარებაში და ტექნიკის მოდელის მიხედვით, კონკრეტული ელექტრონული ნაწარმის გამოყოფა ბიტკოინების სიმრავლიდან (რადგან ყველა წინა გადაანგარიშებაში ყველაფერი ბიტკოინად იყო ნაანგარიშები, იმის მიუხედავად ბიტკოინის მაინერი იყო თუ ლაითკოინი, რომელთა საბაზრო ფასი რადიკალურად განსხვავდებოდა). ამჟამად გადაანგარიშებისას არ განხორციელდა ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების გათვალისწინება, კერძოდ, წარმოების მოცულობის გაანგარიშებისას არ არის გამოყენებული საწარმოო დანადგარების ქარხნულად განსაზღვრული სრული წარმადობა, ამავე დანადგარების მუშაობისთვის აუცილებელი ელექტროენერგიის მოხმარება არ არის შეჯერებული საწარმოს ფაქტობრივ თვიურ ელექტრომოხმარებასთან. მაგალითად, 2019 წლის ივნისის თვეში გაანგარიშება ეფუძნება დანადგარების სრული წარმადობით მუშაობის დაშვებას, მაშინ როდესაც საწარმოს ფაქტობრივმა ელექტროენერგიის მოხმარებამ შეადგინა მხოლოდ 2 052 კვტსთ. ამავე დროს, გაანგარიშებაში ნაგულისხმევი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი დანადგარების ქარხნული ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 236 000კვტსთ უნდა ყოფილიყო. აღნიშნული სხვაობა მიუთითებს, რომ დანადგარების სრული დატვირთვით მუშაობის დაშვება არ შეესაბამება ფაქტობრივ ენერგომოხმარებას. შესაბამისად, მხოლოდ ქარხნული მაქსიმალური წარმადობის გამოყენება, დანადგარების რეალური მუშაობის ხანგრძლივობისა და ამისთვის საჭირო ელექტროენერგიის გაუთვალისწინებლად იწვევს სავარაუდო წარმოების მოცულობის არსებით ზრდას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5335 ბრძანება, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)