ბრძანება N 25640
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25640
06 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ის (ს/ნ --------------)
(მის.: --------------------------------)
2026 წლის 23 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) 2026 წლის 23 ოქტომბრის №105209/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 სექტემბრის №056-66 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. ძირითადი საშუალებების რეალიზებულად განხილვა.
3. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 აპრილის №8773 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2026 წლის 15 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 23 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 24 სექტემბრის №20964 ბრძანება და ამავე თარიღის №056-66 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 233 140 ლარი:
მათ შორის:
გადასახადი - 113 159 ლარი
დღგ - 111 786
ქონების გადასახადი - 1 373
ჯარიმა - 112 582
საურავი - 7 399
საკითხი N1
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შპს ,,----“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო მასალების როგორც იმპორტით შემოტანა, ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. კერძოდ, იმპორტს ახორციელებს ---დან და ----დან. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 22 აპრილის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 3 698 403 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ძირითადად ხორციელდება დოკუმენტურად. შპს „----“ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად ვერ ხდება ჩამოწერილი საქონლის იდენტიფიცირება სახეობების და რაოდენობების მიხედვით. შემოწმების მიერ გაანგარიშდა კომპანიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 15%, ამასთან, ინვენტარიზაციის ფასნამატმაც შეადგინა 15%. გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და ინფორმაციებიც წარმოდგენილია ნაწილობრივ. შესაბამისად, დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე. ვინაიდან პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, 2023-2026 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა როგორც დოკუმენტური, ასევე ინვენტარიზაციის ფასნამატი, საშუალო 14%-ის ოდენობით (სულ 6 ჯგუფი). დადგენილი ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. შემოწმების პროცესში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ასევე გაანგარიშდა ფულის მოძრაობა საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის, რომლის საფუძველზეც კომპანიას დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ გამოუვლინდა იქიდან გამომდინარე, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი საქონლის ნაშთი შეადგენს საბაზრო ღირებულებით 3 698 403 ლარს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49- ე, 61-ე, 73, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164 მუხლებისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების საფუძველზე, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ პროდუქციის სრული ასორტიმენტისთვის გამოყენებულ იქნა ერთიანი მაჩვენებელი, საშუალოდ, 15%-ის ოდენობით და არ იქნა გათვალისწინებული საქონლის კატეგორიები და სახეობა. განმარტავს, რომ საქმიანობის სპეციფიკისა და ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში რეალური სურათი განსხვავებულია. ამასთან, მიუთითებს, რომ შემოწმებით არ იკვეთება კონკრეტულად რომელი საქონლის პოზიციები შეადგენს გაანგარიშებულ თანხას და რამდენად ზუსტად ასახავს ის არარეალიზებულ/საწყობში არსებულ ნაშთს. ამდენად, ითხოვს საკითხის შემმოწმებელთან ერთად გავლას, შესყიდვების დეტალურ ჩაშლას კატეგორიების მიხედვით და თითოეული კატეგორიისთვის ინდივიდუალური ფასნამატის გაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადისგადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზაცია ძირითადად ხორციელდებოდა დოკუმენტურად. პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად ვერ ხდებოდა ჩამოწერილი საქონლის იდენტიფიცირება სახეობების და რაოდენობების მიხედვით. შემოწმების მიერ გაანგარიშდა კომპანიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 15%, ამასთან, ინვენტარიზაციის ფასნამატიც განისაზღვრა 15%-ის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და ინფორმაციაც წარადგინა ნაწილობრივ. ვინაიდან პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, 2023-2026 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა როგორც დოკუმენტური, ასევე ინვენტარიზაციის ფასნამატი, საშუალო 14%-ის ოდენობით (სულ 6 ჯგუფი). დადგენილი ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, რომლის მიხედვითაც არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს, შესაბამისად, ითხოვს შესყიდვების დეტალურ ჩაშლას კატეგორიების მიხედვით და თითოეული კატეგორიისთვის ინდივიდუალური ფასნამატის გაანგარიშებას, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შემოწმების მიერ ფასნამატი გაანგარიშდა ჯგუფების მიხედვით, რომელიც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული ჯგუფები და ფასნამატები შედგება 6 ჯგუფისგან, კერძოდ: მინა და მინის ნაწარმი 13%, ლითონის პროფილები და მილები 13%, წებოები და შემავსებლები 11%, სამაგრი ფურნიტურა 22%, კარ-ფანჯრის მასალები 23%, ხოლო სენდვიჩ-პანელები 12%. ამასთან, შემოწმება განმარტავს, რომ 2024 და 2025 წლებში გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2026 წელს ინვენტარიზაციის ფასნამატი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი სრულყოფილად არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და შემოწმებისათვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე კომპანიის დოკუმენტური, ასევე ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატის გავრცელება საქონლის კატეგორიების შესაბამისად და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკითხი N2
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული ელექტრონული მონაცემთა ბაზების მიხედვით შპს ,,----“-ის სახელზე შესამოწმებელ პერიოდებში რეგისტრირებულია ორი სატრანსპორტო საშუალება ---- და --- წლიანები. აქედან 2026 წლის -- მარტს რეგისტრაციიდან მოიხსნა (რეალიზებულია) -- წლიანი ---. ასევე, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სხვადასხვა სახის ძირითადი საშუალებები ინვენტარიზაციის ჩატარებისას ვერ იქნა აღმოჩენილი და ამავე დროს საწარმოს ბალანსზე არ ირიცხებოდა. შემოწმებით 2026 წლის მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გათვალისწინებულ იქნა ავტომობილის და ძირითადი საშუალებების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ძირითადი საშუალებების რეალიზებულად მიჩნევას. მისთვის გაუგებარია რა სარეალიზაციო ღირებულებაზე დაყრდნობით დაბეგრა შემმოწმებელმა ავტომობილები, ვინაიდან ისინი იყო დაზიანებული და ჩამოსაწერი. შესაბამისად, ითხოვს საკითხის შემმოწმებელთან ერთად გავლას და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადისგადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, შესამოწმებელ პერიოდებში კომპანიის ბალანსზე ფიქსირდებოდა ორი სატრანსპორტო საშუალება --- და -- წლიანები. შემოწმებით გაირკვა, რომ 2026 წლის - მარტს რეგისტრაციიდან მოიხსნა (რეალიზებულია) -- წელს გამოშვებული --. ამდენად, 2026 წლის მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გათვალისწინებულ იქნა ავტომობილის და ძირითადი საშუალებების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მეირ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კომპანიის მიერ 2026 წლის -- მარტს რეალიზებული -- წელს გამოშვებული ---ის სარეალიზაციო ღირებულების შესახებ ინფორმაცია თავად გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა შემოწმებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და აღნიშნულმა შეადგინა 33 000 ლარი. ასევე, მოცემული ფასი შემოწმების მიერ შედარებულ იქნა მიმდინარე საბაზრო ფასებთან, რომელიც არსებითად არ განსხვავდებოდა გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულისგან. შესაბამისად, მოცემული ფასით განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკითხი N3.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2024 და 2025 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები, რომლის მიხედვითაც 2024 წლის დასაბეგრი ქონების ღირებულებამ შეადგინა 0 ლარი, ხოლო 2025 წელს 40 000 ლარი. კომპანიას საკუთრებაში უფიქსირდება, ავტომობილი და სხვადასხვა ძირითადი საშუალებები. კერძოდ, მცირე ღირებულების საოფისე ინვენტარი და სამეურნეო საშუალებები. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 22 აპრილის №8819 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 22 აპრილის მდგომარეობით ძირითადი საშუალებების საბაზრო ღირებულება, დღგ-ის ჩათვლით, განისაზღვრა 79 900 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის შედეგებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი ფლობის პერიოდების გათვალისწინებით განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადისგადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარ ჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით),საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა 2024 და 2025 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები, რომლის მიხედვითაც 2024 წლის დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენდა 0 ლარს, ხოლო 2025 წელს 40 000 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 22 აპრილის №8819 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის სასაქონლომატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 22 აპრილის მდგომარეობით ძირითადი საშუალებების საბაზრო ღირებულება, დღგ-ის ჩათვლით, განისაზღვრა 79 900 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის შედეგებისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი აღნიშნული ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი ფლობის პერიოდების გათვალისწინებით შემოწმების მიერ განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. ძირითადი საშუალებების რეალიზებულად განხილვა.
3. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8773 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2026 წლის 15 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №20964 ბრძანება და №056-66 საგადასახადო მოთხოვნა.შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 22 აპრილის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 3 698 403 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ძირითადად ხორციელდება დოკუმენტურად. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად ვერ ხდება ჩამოწერილი საქონლის იდენტიფიცირება სახეობების და რაოდენობების მიხედვით. შემოწმების მიერ გაანგარიშდა კომპანიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 15%, ამასთან, ინვენტარიზაციის ფასნამატმაც შეადგინა 15%. გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და ინფორმაციებიც წარმოდგენილია ნაწილობრივ. შესაბამისად, დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე. ვინაიდან პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების პროცესში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ასევე გაანგარიშდა ფულის მოძრაობა საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის, რომლის საფუძველზეც კომპანიას დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ გამოუვლინდა იქიდან გამომდინარე, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი საქონლის ნაშთი შეადგენს საბაზრო ღირებულებით 3 698 403 ლარს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49- ე, 61-ე, 73, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164 მუხლებისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების საფუძველზე, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ამასთან,შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული ელექტრონული მონაცემთა ბაზების მიხედვით მომჩივანის სახელზე შესამოწმებელ პერიოდებში რეგისტრირებულია ორი სატრანსპორტო საშუალება . აქედან ერთი სატრანსპორტო საშუალება 2026 წელს კომპანიის რეგისტრაციიდან მოიხსნა (რეალიზებულია) . ასევე, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სხვადასხვა სახის ძირითადი საშუალებები ინვენტარიზაციის ჩატარებისას ვერ იქნა აღმოჩენილი და ამავე დროს საწარმოს ბალანსზე არ ირიცხებოდა. შემოწმებით 2026 წლის მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გათვალისწინებულ იქნა ავტომობილის და ძირითადი საშუალებების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ასევე,დადგინდა,რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2024 და 2025 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები, რომლის მიხედვითაც 2024 წლის დასაბეგრი ქონების ღირებულებამ შეადგინა 0 ლარი, ხოლო 2025 წელს 40 000 ლარი. კომპანიას საკუთრებაში უფიქსირდება, ავტომობილი და სხვადასხვა ძირითადი საშუალებები. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №8819 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 22 აპრილის მდგომარეობით ძირითადი საშუალებების საბაზრო ღირებულება, დღგ-ის ჩათვლით, განისაზღვრა 79 900 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის შედეგებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი ფლობის პერიოდების გათვალისწინებით განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 201(1 „ა.ა“); 202(1); 205(2);