1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.
2. ცენტრის
საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3.
ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №
11301 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019