1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;
ბ) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
დ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმებას;
ე) სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოებას;
ვ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;
ზ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენას;
თ) სათანადო რეკომენდაციების მომზადებას შემოსავლების სამსახურის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის;
ი) ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (იუმს) დანერგვას და დანერგვისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებას;
კ) კანონით მინიჭებული ვალდებულების შესრულებისას მოპოვებული კონფიდენციალური და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და მისაწვდომობის დაცვას;
ლ) ინფორმაციული უსართხოების პოლიტიკის, პროცედურებისა და ინსტრუქციის შემუშავებას, გავრცელებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
მ) შემოსავლების სამსახურში ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას, მათი მოპყრობის და შემცირების გეგმის შემუშავებას;
ნ) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ინიციატივებისა და პროექტებში გასათვალისწინებლად;
ნ1) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მონიტორინგი;
ო) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;
პ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და შესაბამისი წინადადებების იურიდიული დეპარტამენტებისათვის წარდგენას.
2. დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებულად.
3. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია განახორციელოს ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით, სადაც დაშვება აქვს მხოლოდ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამშრომლებს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №34120 - ვებგვერდი, 03.10.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 მაისის ბრძანება №12069 - ვებგვერდი, 05.06.2023წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 28 თებერვლის ბრძანება №4462 - ვებგვერდი, 04.03.2024