1. საერთაშორისო საბაჟო, სანიტარიულ-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველო დეპარტამენტის ფუნქციის გათვალისწინებით საერთაშორისო საბაჟო, სანიტარიულ-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის საკითხებზე უზრუნველყოფს:

ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოებას, ოფიციალურ მიმოწერას და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებას;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სარეიტინგო კვლევების (მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსის კომპონენტი „ვაჭრობა საზღვრებს შორის“/ World Bank Doing Business index component on „Trading Across Borders“; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინდექსი „ვაჭრობის ხელშეწყობის ინდიკატორები“ (OECD index on „Trade Facilitation Indicators“) შესწავლასა და ანალიზს, ასევე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

დ) საერთაშორისო პროექტების მოძიებას, მომზადებას, შეთანხმებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) მიერ შემუშავებული სხვადასახვა საერთაშორისო ინსტრუმენტების იმპლემენტაციის მხარდაჭერა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე; მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) შესაბამის მონაცემთა ბაზებთან (CEN, n-CEN, CTS etc. ) წვდომის და ინფორმაციის განთავსების კოორდინაციას;

ვ) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევის მხარდაჭერას, რაც მოიცავს მსგავსი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიცირებას, მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხის დასმას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატთან გასაუბრებასა და მისი მონაწილეობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას;

ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა და კოორდინაცია, ამასთან კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლასა და ანალიზს;

თ) ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული მე-4 კარის პირველი თავის პირველი, მე-5 თავით, პირველი და მე-2 ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულებების, მე-13 დანართში მითითებულ საბჭოს დირექტივებთან, რეგულაციებთან მიახლოებული ნორმატიული აქტების, საერთაშორისო კონვენციების იმპლემენტაციის მხარდაჭერა, მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა და პროცესის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ამასთან შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმის კოორდინაციას;

ი) ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების სანიტარიულ, ფიტოსანიტარიული, ვეტერინალური სასაზღვრო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებული მე-4 კარის IV თავით გათვალისწინებული ვალდებულებების, სურსათის უვნებლობის სფეროში დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალით გათვალისწინებული საბჭოს დირექტივებთან, რეგულაციებთან მიახლოებული ნორმატიული აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერა, მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა და პროცესის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ამასთან შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმის კოორდინაციას;

კ) უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დაინტერესებულ უცხო პირთა დელეგაციების საქართველოში ვიზიტის, აგრეთვე უცხო ქვეყანაში სამსახურის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებას, დღის წესრიგის, პროგრამის შედგენასა და საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელებას;

ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის სამმართველო დეპარტამენტის ფუნქციის გათვალისწინებით საერთაშორისო საგადასახადო საკითხებზე უზრუნველყოფს:

ა) „საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ და საგადასახადო თემატიკის გათვალისწინებით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებისა და დადების პროცესში მონაწილეობის მიღებას, ასევე მათი იმპლემენტაციის მიზნით მოქმედებათა განხორციელების კოორდინაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპულ ორგანიზაციასა (IOTA) და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პლატფორმებში, საგადასახადო ადმინისტრაციათა ფორუმში (FTA), ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობას;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით განხორციელებული სარეიტინგო კვლევების (მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსის კომპონენტი World Bank Doing Business index component on „Paying Taxes“ შესწავლა და ანალიზი, ასევე, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

დ) საერთაშორისო პროექტების მოძიებას, მომზადებას, შეთანხმებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაციას, ქვეყნისთვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობას, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, წინადადებების შემუშავებას, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების პროგრამების შესრულების კოორდინაციას, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლასა და ანალიზს;

ზ) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევის მხარდაჭერას, რაც მოიცავს მსგავსი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიცირებას, მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხის დასმას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატთან გასაუბრებას;

თ) სამსახურის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე;

ი) უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დაინტერესებულ უცხო პირთა დელეგაციების საქართველოში ვიზიტის, აგრეთვე უცხო ქვეყანაში სამსახურის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებას, დღის წესრიგის, პროგრამის შედგენასა და საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელებას;

კ) საქართველოს ხელისუფლების ორგანოების, უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების პროტოკოლის სამსახურებთან თანამშრომლობას;

ლ) ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საგადასახადო თავით და 22-ე დანართით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციის მხარდაჭერად, მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობასა და პროცესის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმის კოორდინაციას;

მ) საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების შესახებ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოებთან და გადასახადის გადამხდელთან მოლაპარაკების პროცესში წარმომადგენლობას;

ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

დანართი №3

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 6 მარტის ბრძანება №13119 - ვებგვერდი, 14.07.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №33408 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება“

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №41795 - ვებგვერდი, 04.12.2019