1. სამსახურის მიზანია სააგენტოში სახელმწიფო შესყიდვების პროცესის წარმართვა კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება;

ბ)  შესყიდვების პროცედურისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;

გ) შესყიდვებისთვის საჭირო ხელშეკრულებების მომზადების და დადების უზრუნველყოფა;

დ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვის კონტროლი, გადაცდენის შემთხვევაში დროული და ადეკვატური რეაგირება;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ვ) საქმიანობის ანგარიშის მომზადება და წარდგენა უფლებამოსილი პირებისათვის.

თავი VII. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიზნები და ძირითადი ფუნქციე