1. სამსახურის მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრების წარმოება, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, რეესტრების წარმოების პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, წინადადებების შემუშავება.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;
ბ) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;
გ) გირავნობის (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობისა) და ლიზინგის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, რეგისტრირებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ვ) სარეგისტრაციო პროცედურების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენ