1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს – რეგიონულ ოფისს ხელმძღვანელობს ოფისის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. რეგიონული ოფისის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. რეგიონული ოფისის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ოფისის უფროსის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე ან, საგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს – ფილიალს ხელმძღვანელობს უფროსი ოპერატორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. უფროსი ოპერატორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უფროსი ოპერატორის მოვალეობას, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ასრულებს სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

6. რეგიონული ოფისის უფროსი და  ფილიალის უფროსი ოპერატორი ანგარიშვალდებული არიან სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსების წინაშე.

თავი VI. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიზნები და ძირითადი ფუნქციე